Facebook Twitter

ბს-1196-1163 (2კ-10) 17 ნოემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის და თბილისის რეგიონალური ცენტრისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 27 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ი. ზ-შვილმა მოპასუხეების_საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 5 ოქტომბრის ¹3380 ბრძანების, თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2008 წლის 22 დეკემბრის ¹57595 “საგადასახადო მოთხოვნის”, თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2008 წლის 16 დეკემბრის ¹324358 ბრძანების, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 4 დეკემბრის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, “საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ” თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2009 წლის 22 იანვრის ¹007-19 შეტყობინებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2009 წლის 20 ოქტომბრის ¹10/14260 გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და თბილისის რეგიონალური ცენტრის დავალდებულებას მოეხდინა მოსარჩელის მიერ ქონების გადასახადის სახით უსაფუძვლოდ გადახდილი გადასახადის შემდგომ საგადასახადო ვალდებულებებში ჩათვლა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით ი. ზ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ზ-შვილმა.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით ი. ზ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. ზ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 5 ოქტომბრის ¹3380 ბრძანება, თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2008 წლის 22 დეკემბრის ¹57595 “საგადასახადო მოთხოვნა”, თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2008 წლის 16 დეკემბრის ¹324358 ბრძანება, თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2009 წლის 22 იანვრის ¹007-19 შეტყობინება მოსარჩელის მიმართ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2009 წლის 20 ოქტომბრის ¹10/14260 გადაწყვეტილება; ი. ზ-შვილის სარჩელზე, თბილისის რეგიონალური ცენტრის ქონების გადასახადის სახით უსაფუძვლოდ გადახდილი გადასახადის შემდგომ საგადასახადო ვალდებულებებში ჩათვლის დავალების თაობაზე, შეწყდა საქმის წარმოება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

Kკასატორები საკასაციო საჩივრებით ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, სსიპ შემოსავლების სამსახურის და თბილისის რეგიონალური ცენტრისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრებს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის და თბილისის რეგიონალური ცენტრისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სსიპ შემოსავლების სამსახურის და თბილისის რეგიონალური ცენტრისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის და თბილისის რეგიონალური ცენტრისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურს და თბილისის რეგიონალურ ცენტრსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უარი ეთქვათ საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.