Facebook Twitter
ბს-1208-1175(კ-10)

ბს-1208-1175(კ-10) 20 იანვარი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. და ლ. კ-შვილების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2002 წლის 23 ოქტომბერს ლ. და ლ. კ-შვილებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...» და ქ. თბილისის მერიის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის მიმართ.

მოსარჩელეებმა ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის 2002 წლის 5 ივლისის ¹86/1-05 განკარგულების ბათილად ცნობა, 2002 წლის 13 სექტემბერს საჯარო რეესტრში ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...” სახელზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმება და ქ. თბილისში, ს. ... ქ. ¹21-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ლ. და ლ. კ-შვილების სახელზე რეგისტრაცია მოითხოვეს.

2003 წლის 19 სექტემბერს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...» შეგებებული სარჩელით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ ლ. და ლ. კ-შვილებისა და ნოტარიუს თ. გ-შვილის მიმართ. შეგებებული სარჩელის ავტორმა ნოტარიუსი თ. გ-შვილის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის გაუქმება მოითხოვა.

2003 წლის 12 დეკემბერს შეგებებული სარჩელის ავტორმა დააზუსტა მოთხოვნა და საბოლოოდ 2002 წლის 27 ივლისს ნოტარიუს თ. გ-შვილის მიერ შედგენილი ¹2-170 და ¹2-171 სანოტარო აქტისა და 2002 წლის 29 ივლისს ლ. და ლ. კ-შვილების სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. და ლ. კ-შვილების სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2002 წლის 5 ივლისის ¹86/1-05 განკარგულება და ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ 2002 წლის 13 სექტემბერს ინდმენაშენეთა ამხანაგობა ,,...» სახელზე ქ. თბილისში, ს. ... ქ. ¹21-ში არსებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, მისგან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგებით; სასარჩელო მოთხოვნა ქ. თბილისში, ს. ... ქ. ¹21-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ლ. და ლ. კ-შვილების საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ არ დაკმაყოფილდა; შეგებებული სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ნოტარიუს თ. გ-შვილის მიერ 2002 წლის 27 ივლისს შედგენილი ¹2-170 და ¹2-171 სანოტარო აქტით ლ. და ლ. კ-შვილების სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა, მისგან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგებით.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ინდმენაშენათა ამხანაგობა ,,...». აპელანტმა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

2004 წლის 15 ოქტომბერს ლ. და ლ. კ-შვილებმა შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, კერძოდ, მათი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით ინდმენაშენეთა ამხანაგობა ,,...» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ლ. და ლ. კ-შვილების შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. და ლ. კ-შვილების სარჩელი არ დაკმაყოფილდა; თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება ინდბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...» შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. და ლ. კ-შვილებმა. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო ინდმენაშენეთა ამხანაგობა ,,...” შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ლ. და ლ. კ-შვილების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ¹3ბ/1012-06 ადმინისტრაციულ საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ,,...” შეგებებული სარჩელი _ 2002 წლის 29 ივლისს ნოტარიუს თ. გ-შვილის მიერ ლ. და ლ. კ-შვილების სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე და აღნიშნული ნაწილში, ლ. და ლ. კ-შვილების შეგებებული სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად გადაეცა უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას; ¹3ბ/1012-06 ადმინისტრაციულ საქმეზე შეჩერდა საქმის წარმოება, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ მოთხოვნაზე გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. და ლ. კ-შვილების შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის დიდუბე_ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი, რომლითაც დაკმაყოფილდა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ,,...” შეგებებული სარჩელი და გაუქმდა 2002 წლის 27 ივლისს ნოტარიუს თ. გ-შვილის მიერ ლ. და ლ. კ-შვილების სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა; აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ინდივიდუალურმენაშენეთა ამხანაგობა ,,...” შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ¹3ბ/1012-06 ადმინისტრაციულ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ლ. და ლ. კ-შვილების შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. და ლ. კ-შვილების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. და ლ. კ-შვილებმა. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. და ლ. კ-შვილების საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. და ლ. კ-შვილების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს ლ. და ლ. კ-შვილების შუამდგომლობას საქმეზე მტკიცებულებების დართვის თაობაზე და დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია. იმავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. ამდენად, საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია ახალი მტკიცებულებების წარდგენა, რის გამოც ლ. და ლ. კ-შვილების შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს და წარმოდგენილი მტკიცებულებები დაუბრუნდეს მხარეს.

გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან, ე. ს-შვილს ლ. და ლ. კ-შვილების საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი­ _ 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. და ლ. კ-შვილების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. ე. ს-შვილს დაუბრუნდეს მის მიერ ლ. და ლ. კ-შვილების საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;

4. ლ. და ლ. კ-შვილების შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულებათა დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს და წარმოდგენილი მტკიცებულებები დაუბრუნდეს მხარეს;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.