ბს-1213-1180(კ-10) 9 დეკემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 19 ნოემბერს დ. ა-ძემ, მ. ყ-შვილმა, დ. რ-ამ, თ. ა-შვილმა, მ. ფ-შვილმა, დ. ფ-ამ, დ. ა-იანმა, თ. ჩ-შვილმა, შ. ც-შვილმა, გ. მ-შვილმა და კ. ც-იამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელეებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისათვის სახელფასო დავალიანების სახით დ. ა-ძის სასარგებლოდ _ 1127.40 ლარის (ხელზე მისაღები – 991.79 ლარის), მ. ყ-შვილის სასარგებლოდ _ 1256.85 ლარის (ხელზე მისაღები – 1106.02 ლარის), დ. რ-ას სასარგებლოდ _ 763.40 ლარის (ხელზე მისაღები – 671.79 ლარის); თ. ა-შვილის სასარგებლოდ _ 1333 ლარის (ხელზე მისაღები _ 1173 ლარის), მ. ფ-იშვილის სასარგებლოდ – 708.75 ლარის (ხელზე მისაღები – 623.70 ლარის), დ. ფ-ავას სასარგებლოდ _ 681.71 ლარის (ხელზე მისაღები – 559.90 ლარის), დ. ა-იანის სასარგებლოდ - 96 ლარის (ხელზე მისაღები _ 84.48 ლარის), თ. ჩ-შვილის სასარგებლოდ _ 3438.12 ლარის (ხელზე მისაღები – 3025.59 ლარის), შ. ც-შვილის სასარგებლოდ – 2640.50 ლარის (ხელზე მისაღები – 2323.64 ლარის), გ. მ-შვილის სასარგებლოდ _ 1453.23 ლარისა (ხელზე მისაღები – 1278.84 ლარის) და კ. ც-იას სასარგებლოდ – 1177.50 ლარის (ხელზე მისაღები – 1035.76 ლარის) ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მოსარჩელედ მითითებული მ. ყ-შვილის ნაცვლად მიეთითა მ. ზ-შვილი, ხოლო გ. მ-შვილის ნაცვლად გ. მ-შვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. ა-ძის, მ. ზ-შვილის, დ. რ-ას, თ. ა-შვილის, მ. ფ-შვილის, დ. ფ-ავას, დ. ა-იანის, თ. ჩ-შვილის შ. ც-შვილის, გ. მ-შვილისა და კ. ც-იას სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მოსარჩელეების სასარგებლოდ ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანების (გარდა კვების კომპენსაციის _ ულუფის), კერძოდ, დ. ა-ძის სასარგებლოდ _ 472.59 ლარის, მ. ზ-შვილის (ქორწინებამდე – ყ-შვილის) სასარგებლოდ _ 586.82 ლარის, დ. რ-ას სასარგებლოდ – 619.87 ლარის, თ. ა-შვილის სასარგებლოდ – 601.88 ლარის, მ. ფ-შვილის სასარგებლოდ _ 390.49 ლარის, დ. ფ-ავას სასარგებლოდ – 366.70 ლარის, დ. ა-იანის სასარგებლოდ – 32.56 ლარის, თ. ჩ-შვილის სასარგებლოდ – 2581.59 ლარის; შ. ც-შვილის სასარგებლოდ – 1752.73 ლარის, გ. მ-შვილის სასარგებლოდ – 1071.16 ლარის; კ. ც-იას სასარგებლოდ – 776.60 ლარის ანაზღაურება დაეკისრა; მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მოპასუხისათვის 1998-2003 წლების კვების კომპენსაციის _ ულუფის ანაზღაურების დაკისრებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. ა-ძემ, მ. ზ-შვილმა, თ. ა-შვილმა, მ. ფ-შვილმა, დ. ფ-ავამ და კ. ც-იამ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დ. ა-ძის, მ. ზ-შვილის, თ. ა-შვილის, მ. ფ-შვილის, დ. ფ-ავასა და კ. ც-იას კვების კომპენსაციის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით დ. ა-ძის, მ. ზ-შვილის, თ. ა-შვილის, მ. ფ-შვილის, დ. ფ-ავასა და კ. ც-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების მე-13 პუნქტის შეცვლით, ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ. ა-ძის, მ. ზ-შვილის, თ. ა-შვილის, მ. ფ-შვილის, დ. ფ-ავასა და კ. ც-იას სარჩელი 1998-2000 წლების კვების კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დ. ა-ძის სასარგებლოდ _ 519.2 ლარის, მ. ზ-შვილის სასარგებლოდ _ 519.2 ლარის, თ. ა-შვილის სასარგებლოდ – 571.12 ლარის, მ. ფ-შვილის სასარგებლოდ – 233.2 ლარის, დ. ფ-ავას სასარგებლოდ _ 233.2 ლარისა და კ. ც-იას სასარგებლოდ _ 259.16 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.