¹ბს-1221-1187(კ-10) 13 აპრილი, 2011წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მოსარჩელემ _ ი. გ-ემ 16.04.09 წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების _ აჭარის ა.რ. მთავრობის, საქართველოს მთავრობის, ქ. ბათუმის მერიის, საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, ქ. ბათუმის ნოტარიუს _ ხ. კ-ისა და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ ქ. ბათუმის მერის 30.09.08 წ. ¹2-26-2428 წერილის, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 26.11.08 წ. ¹01-22/4500 წერილის, საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 27.11.08 წ. ქ. ბათუმი, ....... ქ. ¹70-72-ში მდებარე 116,18 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვის თაობაზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის, საქართველოს პრემიერ მინისტრის 02.03.09 წ. ¹151 განკარგულების სადავო ფართის აჭარის ა.რ. რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ა.რ. მთავრობას შორის 10.03.09 წ. დადებული ხელშეკრულებისა და შესაბამისი 16.03.09 წ. განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა მოითხოვა.
ი. გ-ემ 04.05.09 წ. წარადგინა დამატებითი სარჩელი, რომლითაც მოპასუხედ მიუთითა ასევე ე. ბ-ე და დამატებით აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 18.03.09 წ. ¹143 ბრძანების, აუქციონის გამარჯვების დამადასტურებელი ¹201 ოქმისა და ე. ბ-ის სახელზე გაცემული ¹938ა საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.09 წ. გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ი. გ-ემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.06.10 წ. განჩინებით ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.09 წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.06.10 წ. განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.10 წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.