ბს-1243-1187(კ-09) 19 მაისი, 2010წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) _ ლ. ფ-ავა, ე. დ-ია, ნ. მ-ძე, რ. ი-იანი, ლ. ა-იანი, ნ. ა-ავა, ლ. რ-ოვა, მ. რ-ძე, ჟ. ბ-ძე, დ. გ-ძე, მ. კ-ძე, ლ ი-კი, ლ. ა-ავა, ზ. ზ-ია, ა. ო-იანი, გ. თ-უა, ი. ტ-ძე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.09წ. განჩინება
დავის საგანი _ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების ანაზღაურება
A ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
28.12.07წ. ლ. ფ-ავამ, ე. დ-იამ, მ. ჯ-ძემ, ნ. მ-ძემ, ლ. პ-აიამ, რ. ი-იანმა, ს. ჯ-ძემ, ნ. დ-ძემ, ლ. ა-იანმა, ნ. ფ-ავამ, ი. წ-აია-ო-იანმა, ნ. ა-ავამ, ლ. რ-ოვამ, Mმ. რ-ძემ, ი. კ-ძემ, ჟ. ბ-ძემ, ო. ჩ-შვილმა, რ. ჯ-შვილმა, დ. გ-ძემ, მ. კ-ძემ, ნ. უ-ავამ, მ. ი-ძემ, ნ. მ-ძემ, ლ. ი-იკმა, ლ. ა-ავამ, ა. ტ-კომ, ზ. ზ-იამ, ო. ბ-ძემ, ა. ო-იანმა, გ. თ-უამ, ი. ტ-ძემ, ს. ი-ძემ, მ. მ-შვილმა, ჯ. კ-შვილმა, ა. გ-ძემ, გ. ა-ძემ, ჯ. ლ-იანმა, მ. ვ-ძემ, მ. გ-ძემ, ი. ხ-ძემ, გ. ჩ-ძემ, ლ. ლ-ძემ, გ. ჩ-ძემ, მ. მ-ძემ, ო. კ-ძემ, მ. ი-ძემ, გ. კ-შვილმა და ა. კ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაგან დავალიანების ანაზღაურება მოითხოვეს.
მოსარჩელეებმა მიუთითეს რომ იყვნენ ქ. ... ყოფილი სამხედრო სანატორიუმი “...” თანამშრომლები, სანატორიუმის ლიკვიდაციის გამო გათავისუფლდნენ სამუშაოდან, რის შემდეგ მისაღები დარჩათ გასასვლელი დახმარება, რაზეც არაერთხელ მიმართეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რომელიც პირდებოდა დავალიანების ანაზღაურებას, მაგრამ თანხები არ გადაუხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.12.08წ. განჩინებით სარჩელის გამოხმობის შესახებ მოსარჩელეთა ნაწილის განცხადება დაკმაყოფილდა და მ. ვ-ძის, ჯ. ლ-იანის, გ. ა-ძის, მ. გ-ძის, ი. ხ-ძის, გ. ჩ-ძის, ლ. ლ-ძის, მ. მ-ძის, ო. კ-ძის, მ. ი-ძის, გ. კ-შვილის სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.12.08წ. განჩინებით ს. ი-ძეს და ა. კ-შვილს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ეთქვათ უარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.12.08წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ნ. უ-ავას, ს. ჯ-ძის, ი. კ-ძის, მ. ჯ-ძის, მ. ი-ძის, ლ. პ-აიას, ო. ჩ-შვილის, ი. წ-აიას, რ. ჯ-შვილის, ნ. ფ-ავას მოთხოვნის ნაწილში, სსკ-ის 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმის წარმოება შეწყდა. განჩინება გასაჩივრდა კერძო საჩივრით ნ. უ-ავას, რ. ჯ-შვილის, ნ. ფ-ავას, ი. კ-ძის, მ. ჯ-ძის, მ. ი-ძის, ლ. პ-აიას, ო. ჩ-შვილისა და ი. წ-აია-ო-იანის მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.12.08წ. გადაწყვეტილებით ქ. ... ცენტრალური სამხედრო სანატორიუმის “...” ყოფილი თანამშრომლების: ა. გ-ძის, ჯ. კ-შვილის, მ. მ-შვილის, ლ. ფ-ავას, ე. დ-იას, ნ. მ-ძის, რ. ი-იანის, ნ. დ-ძის, ლ. ა-იანის, ნ. ა-ავას, ლ. რ-ოვას, მ. რ-ძის, ჟ. ბ-ძის, დ. გ-ძის, მ. კ-ძის, ნ. მ-ძის, ლ. ი-იკის, ლ. ა-ავას, ა. ტ-კოს, ზ. ზ-იას, ო. ბ-ძის, ა. ო-იანის, გ. თ-უას, ი. ტ-ძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ა. გ-ძის სასარგებლოდ 849 ლარი და 83 თეთრი, ჯ. კ-შვილის სასარგებლოდ 560 ლარი და 43 თეთრი, მ. მ-შვილის სასარგებლოდ 858 ლარი და 97 თეთრი, ლ. ფ-ავას სასარგებლოდ 156 ლარი, ე. დ-იას სასარგებლოდ 180 ლარი, ნ. მ-ძის სასარგებლოდ 132 ლარი, რ. ი-იანის სასარგებლოდ 169 ლარი, ნ. დ-ძის სასარგებლოდ 162 ლარი, ლ. ა-იანის სასარგებლოდ 169 ლარი, ნ. ა-ავას სასარგებლოდ 156 ლარი, ა. ტ-კოს სასარგებლოდ 156 ლარი და 25 თეთრი, ლ. რ-ოვას სასარგებლოდ 208 ლარი, მ. რ-ძის სასარგებლოდ 208 ლარი, ჟ. ბ-ძის სასარგებლოდ 156 ლარი, დ. გ-ძის სასარგებლოდ 169 ლარი, მ. კ-ძის სასარგებლოდ 169 ლარი, ნ. მ-ძის სასარგებლოდ 156 ლარი, ლ ი-იკის სასარგებლოდ 156 ლარი, ლ. ა-ავას სასარგებლოდ 132 ლარი, ზ. ზ-იას სასარგებლოდ 156 ლარი და 25 თეთრი, ო. ბ-ძის სასარგებლოდ 162 ლარი და 50 თეთრი, ა. ო-იანის სასარგებლოდ 162 ლარი და 50 თეთრი, გ. თ-უას სასარგებლოდ 149 ლარი და 50 თეთრი, ი. ტ-ძის სასარგებლოდ 150 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.12.08წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.09წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც ნ. დ-ძის, ა. ტ-კოს, ნ. მ-ძის და ო. ბ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. დ-ძის, ა. ტ-კოს, ნ. მ-ძის და ო. ბ-ძის სარჩელები დატოვებული იქნა განუხილველად, დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.12.08წ. გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნ. დ-ძის, ა. ტ-კოს, ნ. მ-ძის და ო. ბ-ძის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრებული თანხები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უკვე დაკისრებული ჰქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.06.08წ. გადაწყვეტილებით. მითითებული გადაწყვეტილება არ იყო კანონიერ ძალაში შესული და საქმე იხილებოდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რაც სსკ-ის 275.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე მათი სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელეების: ა. გ-ძის, ჯ. კ-შვილის, მ. მ-შვილის, ლ. ფ-ავას, ე. დ-იას, ნ. მ-ძის, რ. ი-იანის, ლ. ა-იანის, ნ. ფ-ავას, ლ. რ-ოვას, მ. რ-ძის, ჯ. ბ-ძის, დ. გ-ძის, მ. კ-ძის, ლ. ი-იკის, ლ. ა-ავას, ზ. ზ-იას, ა. ო-იანის, გ. თ-უას, ი. ტ-ძის სარჩელი, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეებმა, ცენტრალური სამხედრო სანატორიუმი “...” ყოფილმა თანამშრომლებმა, მიმართეს რა სასამართლოს სარჩელით დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, მოითხოვეს გასასვლელი დახმარების თანხები გასასვლელი დახმარების, დავალიანების სახით. საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 11.02.08წ. ცნობის თანახმად, ყოფილ სამხედრო სანატორიუმ “...” მითითებულ თანამშომლებზე ერიცხება სახელფასო დავალიანება სწორედ მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილი თანხების ოდენობით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული დავალიანება არის საბოლოო ანგარიშსწორებისას გასაცემი თანხები, გასასვლელი დახმარებისა და სახელფასო დავალიანების სახით. საქმეში არსებული ცნობებით დასტურდება, რომ ცენტრალური სამხედრო სანატორიუმი “...” ლიკვიდირებული იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 29.12.04წ. ¹402 ბრძანებით, რის შემდეგაც განხორციელდა აღნიშნულ მოსარჩელეთა სამსახურიდან განთავისუფლება. სარჩელი სასამართლოში აღძრულია 28.12.07წ., ამრიგად, გასასვლელ დახმარებაზეც, როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან წარმოშობილ მოთხოვნაზე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით სარჩელი სასამართლოში აღძრულია ამავე ნორმით გათვალისწინებული სამი წლის ვადაში და იგი ხანდაზმულ მოთხოვნად ვერ ჩაითვლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.09.09წ. განჩინებით ნ. უ-ავას, რ. ჯ-შვილის, ნ. ფ-ავას, ი. კ-ძის, მ. ჯ-ძის, მ. ი-ძის, ლ. პ-აიას, ო. ჩ-შვილის, ი. წ-აიას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შეცვლილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.12.08წ. განჩინების ის ნაწილი, რომლითაც ნ. უ-ავასა და ო. ჩ-შვილის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება, ამ ნაწილში მიღებული ახალი განჩინებით ნ. უ-ავასა და ო. ჩ-შვილის სარჩელი გასასვლელი დახმარების ანაზღაურების თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად, გასაჩივრებული 29.12.08წ. განჩინება გაუქმდა დანარჩენ ნაწილში და საქმე რ. ჯ-შვილის, ნ. ფ-ავას, ი. კ-ძის, გ. ჯ-ძის, მ. ი-ძის, ლ. პ-აიას, ი. წ-აიას სარჩელზე წარმოების შეწყვეტის საკითხის ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.09წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. Kკასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა მოსარჩელეების სასარგებლოდ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების დაკმაყოფილების ნაწილში, ვინაიდან მოსარჩელეების შეიარაღებული ძალების რიგებიდან გათავისუფლება მოხდა 2005 წელს. საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493-ე ბრძანებულების 33-ე პუნქტის 31.04.05წ. მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებდა რეორგანიზაციის გამო პირის გათავისუფლებისას ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაცემის შესაძლებლობას, რაც კასატორის მოსაზრებით სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივად უსაფუძვლობაზე მიანიშნებს. რაც შეეხება სარჩელის საფუძვლიანობას, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების 331 მუხლის მოქმედება, ამავე ბრძანებულების 611 საფუძველზე, შეჩერდა 2004 წლის 31 დეკემბრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე. ნორმის შეჩერებით, მორატორიუმის გამო, შეჩერდა სამინისტროს ვალდებულება, კონკრეტული საბიუჯეტო წლის (2005 წლის) განმავლობაში, დათხოვნილ პირებზე ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაცემასთან დაკავშირებით. 331 პუნქტის მოქმედების შეჩერებით აბსოლუტურად არ გაუქმებულა დასაქმებულის უფლება, მაგრამ შეჩერდა მისი რეალიზაციის შესაძლებლობა 2005 საბიუჯეტო წელს, ასევე შეჩერდა სამინისტროს მიერ ამ ვალდებულების შესრულება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მოსარჩელის უფლება აბსოლუტურად არ არის გაუქმებული, იგი შეჩერებულია, ასევე შეჩერებულია სამინისტროს ვალდებულება, რაც გულისხმობს, რომ გათავისუფლებული მოხელის უფლება არ წარმოშობს სამინისტროს საპირისპირო ვალდებულებას თანხის ანაზღაურებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.01.10წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.09წ. განჩინებზე ხელფასის თანხების მოსარჩელეებისათვის _ მ. მ-შვილისათვის 858,97 ლარის, ჯ. კ-შვილისათვის 560,43 ლარისა და ა. გ-ძისათვის 849,83 ლარის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ერთჯერადი გასასვლელი დახმარების თანხის მოსარჩელეებისათვის _ ლ. ფ-ავას სასარგებლოდ 156 ლარის, ე. დ-იას სასარგებლოდ 180 ლარის, ნ. მ-ძის სასარგებლოდ 132 ლარის, რ. ი-იანის სასარგებლოდ 169 ლარის, ლ. ა-იანის სასარგებლოდ 169 ლარის, ნ. ა-ავას სასარგებლოდ 156 ლარის, ლ. რ-ოვას სასარგებლოდ 208 ლარის, მ. რ-ძის სასარგებლოდ 208 ლარის, ჟ. ბ-ძის სასარგებლოდ 156 ლარის, დ. გ-ძის სასარგებლოდ 169 ლარის, მ. კ-ძის სასარგებლოდ 169 ლარის, ლ ი-კის სასარგებლოდ 156 ლარის, ლ. ა-ავას სასარგებლოდ 132 ლარის, ზ. ზ-იას სასარგებლოდ 156,25 ლარის, ა. ო-იანის სასარგებლოდ 162,50 ლარის, გ. თ-უას სასარგებლოდ 149,50 ლარის და ი. ტ-ძის სასარგებლოდ 150 ლარის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის განხილვა დაშვებულ ნაწილში დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 13.01.10წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მოსარჩელეების მ. მ-შვილის, ჯ. კ-შვილის, ა. გ-ძის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.09წ. განჩინება მოსარჩელეების _ მ. მ-შვილისათვის 858,97 ლარის, ჯ. კ-შვილისათვის 560,43 ლარისა და ა. გ-ძისათვის 849,83 ლარის ხელფასის თანხების ანაზღაურების ნაწილში, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ერთჯერადი გასასვლელი დახმარების თანხის მოსარჩელეებისათვის _ ლ. ფ-ავას სასარგებლოდ 156 ლარის, ე. დ-იას სასარგებლოდ 180 ლარის, ნ. მ-ძის სასარგებლოდ 132 ლარის, რ. ი-იანის სასარგებლოდ 169 ლარის, ლ. ა-იანის სასარგებლოდ 169 ლარის, ნ. ა-ავას სასარგებლოდ 156 ლარის, ლ. რ-ოვას სასარგებლოდ 208 ლარის, მ. რ-ძის სასარგებლოდ 208 ლარის, ჟ. ბ-ძის სასარგებლოდ 156 ლარის, დ. გ-ძის სასარგებლოდ 169 ლარის, მ. კ-ძის სასარგებლოდ 169 ლარის, ლ. ი-იკის სასარგებლოდ 156 ლარის, ლ. ა-ავას სასარგებლოდ 132 ლარის, ზ. ზ-იას სასარგებლოდ 156,25 ლარის, ა. ო-იანის სასარგებლოდ 162,50 ლარის, გ. თ-უას სასარგებლოდ 149,50 ლარის და ი. ტ-ძის სასარგებლოდ 150 ლარის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად, შესაბამისად საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს მხოლოდ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების ანაზღაურების საფუძვლიანობა.
“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულებაში 31.12.04წ. ¹640 ბრძანებულებით შეტანილი ცვლილება- დამატებების თანახმად ბრძანებულებას დაემატა 331 და 611 პუნქტები, 331 პუნქტით დადგინდა, რომ სამხადრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურები წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლებისა) მიხედვით (მათ შორის ყოფილი სსრკ-სა და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები წლების ჩათვლით) ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების ამ დებულების 33-ე პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით. ამავე ბრძანებულების 611 პუნქტის მიხედვით 331 პუნქტის მოქმედება შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე. საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულების 611 პუნქტის თანახმად, 331 პუნქტის მოქმედება განახლდა 2006 წლის 1 იანვრიდან, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 21.09.07წ. ¹531 ბრძანებულებით, 331 პუნქტის მოქმედება შეწყდა. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 29.12.04წ. ¹402 ბრძანებით ლიკვიდირებულ იქნა ცენტრალური სამხედრო სანატორიუმი “...”, რის შემდეგაც განხორციელდა ზემოაღნიშნულ პირთა გათავისუფლება მათ მიერ დაკავებული სხვადასხვა თანამდებობებიდან. მოსარჩელეებმა სასამართლოში სარჩელი 28.12.07წ. აღძრეს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეზე არ არის დადგენილი მოსარჩეების მიერ 331 პუნქტით გათვალისწინებული უფლების – ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაცემის შესახებ მოთხოვნის დასმის მომენტი, კერძოდ სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი მოახდინეს თუ არა მოსარჩელეებმა უფლების რეალიზება ნორმის მოქმედების დროს ადმინისტრაციულ ორგანოში მიმართვის გზით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 331 პუნქტის მოქმედების პერიოდში საკითხის ადმინისტრაციის წინაშე დასმა წარმოადგენს გასასვლელი დახმარების მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობას. სააპელაციო სასამართლოს მტკიცებულებები ამ საკითხთან დაკავშირებით გამოკვლეული არ აქვს, ხოლო საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლო.
ვინაიდან “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულების 33-ე და 331 პუნქტებით გათვალისწინებული ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ეძლეოდათ მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეებს, საქმეზე დადგენას საჭიროებს აგრეთვე მოსარჩელეების სტატუსი, კერძოდ დათხოვნამდე სამხედრო მოსამსახურეების კატეგორიისადმი მოსარჩელეთა კუთვნილების, მათზე “სამხედრო მოსამსახურეთა სტატუსის შესახებ” კანონის გავრცელების საკითხი, მით უფრო, რომ საქმეში დაცული საქართველოს თავდაცვის მინისტრის 31.12.04წ., ¹1/1332 ბრძანების ამონაწერის ასლებში (ტ.1, ს.ფ. 52, 58, 396) მითითებულია დაკავებული თანამდებობიდან სამოქალაქო პირების გათავისუფლების შესახებ. სასკ-ის მე-3 მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ცნოს სარჩელი იმ შემთხვევაში თუ ცნობა არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამდენად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათიდან გამომდინარე თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 11.02.08წ. ცნობა (ტ.1, ს.ფ. 241) დავალიანების შესახებ არ გამორიცხავს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხების თავდაცვის სამინისტროსათვის გადახდის უპირობო დაკისრებას. ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულების 33-ე და 331 პუნქტებით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარების ოდენობა დამოკიდებული იყო ნამსახურებ წლებზე, თვითოეული მოსარჩელის მიმართ უნდა დადგინდეს ფულადი სარგო და ნამსახურობის პერიოდი (სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის და დათხოვნის დღე). იმის გათვალისწინებით, რომ 31.12.04წ. ¹640 ბრძანებულებით ცვლილებების შეტანამდე საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულება არ ითვალისწინებდა რეორგანიზაციის გამო პირის გათავისუფლებისას ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაცემის შესაძლებლობას, გარკვევას საჭიროებს აგრეთვე მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების დრო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არ დაიცვა სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, რომლის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სახეზეა სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, რაც სსკ-ის 412-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველს წარმოადგენს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.12.08წ. გადაწყვეტილება ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების სახით მოსარჩელეებისათვის _ ლ. ფ-ავას სასარგებლოდ 156 ლარის, ე. დ-იას სასარგებლოდ 180 ლარის, ნ. მ-ძის სასარგებლოდ 132 ლარის, რ. ი-იანის სასარგებლოდ 169 ლარის, ლ. ა-იანის სასარგებლოდ 169 ლარის, ნ. ა-ავას სასარგებლოდ 156 ლარის, ლ. რ-ოვას სასარგებლოდ 208 ლარის, მ. რ-ძის სასარგებლოდ 208 ლარის, ჟ. ბ-ძის სასარგებლოდ 156 ლარის, დ. გ-ძის სასარგებლოდ 169 ლარის, მ. კ-ძის სასარგებლოდ 169 ლარის, ლ. ი-კის სასარგებლოდ 156 ლარის, ლ. ა-ავას სასარგებლოდ 132 ლარის, ზ. ზ-იას სასარგებლოდ 156,25 ლარის, ა. ო-იანის სასარგებლოდ 162,50 ლარის, გ. თ-უას სასარგებლოდ 149,50 ლარის და ი. ტ-ძის სასარგებლოდ 150 ლარის ანაზღაურების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.07.09წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის
29.12.08წ. გადაწყვეტილება ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების სახით მოსარჩელეებისათვის _ ლ. ფ-ავას სასარგებლოდ 156 ლარის, ე. დ-იას სასარგებლოდ 180 ლარის, ნ. მ-ძის სასარგებლოდ 132 ლარის, რ. ი-იანის სასარგებლოდ 169 ლარის, ლ. ა-იანის სასარგებლოდ 169 ლარის, ნ. ა-ავას სასარგებლოდ 156 ლარის, ლ. რ-ოვას სასარგებლოდ 208 ლარის, მ. რ-ძის სასარგებლოდ 208 ლარის, ჟ. ბ-ძის სასარგებლოდ 156 ლარის, დ. გ-ძის სასარგებლოდ 169 ლარის, მ. კ-ძის სასარგებლოდ 169 ლარის, ლ. ი-იკის სასარგებლოდ 156 ლარის, ლ. ა-ავას სასარგებლოდ 132 ლარის, ზ. ზ-იას სასარგებლოდ 156,25 ლარის, ა. ო-იანის სასარგებლოდ 162,50 ლარის, გ. თ-უას სასარგებლოდ 149,50 ლარის და ი. ტ-ძის სასარგებლოდ 150 ლარის ანაზღაურების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.