Facebook Twitter

ბს-1255-1199(2კ-09) 23 მარტი, 2010 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე,მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. ი-შვილისა და ლ. ღ-აიას შუამდგომლობა მათ მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

გია და ქეთი გოგილაშვილების კანონიერმა წარმომადგენელმა _ მ. ი-შვილმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობისა და ლ. ღ-აიას მიმართ, რომლითაც მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება საცხოვრებელი ბინის მოსარჩელეზე გადაცემის თაობაზე (იხ. ს.ფ. 2-5, ტ. I).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ძალაში შესვლის მომენტიდან ბათილად იქნა ცნობილი ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2002 წლის 26 ივნისისა და 1999 წლის 27 აპრილის დადგენილება და განკარგულება; ძალაში შესვლის მომენტიდან ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 22 ივნისის ჩანაწერი საცხოვრებელი ბინის ლ. ღ-აიას სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის თაობაზე (იხ. ს.ფ. 311-316).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ღ-აიამ, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 244-256, ტ. I).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ღ-აიას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მ. ი-შვილის, გ. და ქ. გ-შვილების სასარჩელო მოთხოვნები, ძალაში შესვლის დღიდან საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის ნაწილში შეიცვალა და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ი-შვილის, გ. და ქ. გ-შვილების სასარჩელო მოთხოვნა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი (იხ. ს.ფ. 80-93, ტ. II).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ი-შვილმა, რომლითაც მოითხოვა სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 110-116, ტ. II).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე ლ. ღ-აიამ, რომლითაც მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 124, ტ. II)

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 8 დეკემბრის მ. ი-შვილისა და ლ. ღ-აიას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. “გ” პუნქტის საფუძველზე /პროცესუალური კასაცია/.

საკასაციო სასამართლომ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეებს სსსკ-ის 218-ე მუხლის საფუძველზე შესთავაზა მორიგების მიღწევა, რაც გაზიარებულ იქნა და შედეგად მხარეებმა წარმოადგინეს წერილობითი მორიგების აქტი, რომლის თანახმად:

“ერთის მხრივ, მ. I-შვილი, გ. გ-შვილი და ქ. გ-შვილი (წარმოდგენილი მისი კანონიერი წარმომადგენლის მ. I-შვილის სახით), შემდგომში “მოსარჩელეები”, მეორეს მხრივ, ლ. ღ-აია, შემდგომში “მოპასუხე”, მესამე მხრივ, ი.ი ტ-უა, შემგომში “მესამე პირი”, ადასტურებენ, რომ სურთ მორიგების გზით იქნას გადაწყვეტილი ადმინისტრაციული საქმე, მოსარჩელეების მ. I-შვილის, გ. გ-შვილის და ქ. გ-შვილის (წარმოდგენილი მისი კანონიერი წარმომადგენლის მ. I-შვილის სახით) სარჩელისა გამო მოპასუხეების: ლ. ღ-აიას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, ვაკე-საბურთალოს გამგეობის (მესამე პირი – ი. თ-უა) მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ.

1. “მოპასუხე” კისრულობს ვალდებულებას გადასცეს მ. I-შვილს საკუთრებაში უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისი, ... ქუჩის მიმდებარედ ¹2 კორპუსი, I სადარბაზო, მე-3 სართული, ბინა ¹5), შემდგომში “სადავო ფართი”, ხოლო “მოსარჩელეები” ვალდებულნი არიან “სადავო ფართის” სანაცვლოდ გადაიხადონ 35 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდის დროისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად, წინამდებარე მორიგების აქტის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

2. “მოსარჩელეების” მიერ წინამდებარე მორიგების აქტის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხა (35 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდის დროისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად) გადახდილ უნდა იქნას ეტაპობრივად, კერძოდ: 25 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდის დროისათვის საქართევლოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად გადახდილი უნდა იქნას არა უგვიანეს 2010 წლის 01 აგვისტომდე, ხოლო 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდის დროისათვის საქართველოს ეროვნული ბანკისა მიერ დადგენილი კურსის შესაბაისად 2011 წლის 16 მარტამდე. “მოსარჩელეები” უფლებამოსილი არიან თანხის გადახდის ვალდებულება შეასრულონ ვადაზე ადრე. “მოსარჩელეების” მიერ ვალდებულების შესრულება უნდა განხორციელდეს “მოპასუხეს” საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანის ან ნაღდი ანგარიშსწორების (რაც დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო ფორმით შედგენილი დოკუმენტით) გზით.

3. იმ შემთხვევაში, თუ 2010 წლის 01 აგვისტომდე არ იქნება გადახდილი 25000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდის დროისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად, “მოსარჩელეები” ვალდებულნი არიან გადაიხადონ პირგასამტეხლო, გადაუხდელი თანხის 0,5 პროცენტის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. თუ 25000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდის დროისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად სრულად არ იქნება გადახდილი 2010 წლის 1 ოქტომბრამდე (შესაბამისი პირგასამტეხლოთი), წინამდებარე მორიგების აქტი ითვლება დარღვეულად და “მოსარჩელოეები” კარგავენ ნებისმიერი სახის უფლებას (მოთხოვნას, პრეტენზიას) “სადავო ფართთან” დაკავშირებით.

4. იმ შემთხვევაში, თუ “მოსარჩელეების” მიერ 2010 წლის 01 ოქტომბრამდე გადახდილი იქნება წინამდებარე მორიგების აქტის პირობების თანახმად 25000 აშშ დოლარის ეკვივალენტი როვნულ ვალუტაში გადახდის დროისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად (შესაბამისი პირგასამტეხლოთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო დარჩენილი 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროთნულ ვალუტაში გადახდის დროისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად არ იქნება სრულად გადახდილი 2011 წლის 16 მარტამდე, წინამდებარე მორიგების აქტი ითვლება დარღვეულად და “მოსარჩელეები” კარგავენ ნებისმიერი სახის უფლებას (მოთხოვნას, პრეტენზიას) “სადავო ფართთან” დაკავშირებით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში “მოსარჩელეებს” სრულად უბრუნდებათ მათ მიერ “მოპასუხე”-სათვის გადახდილი თანხა.

5. “მხარეები” თანხმდებიან, რომ “სადავო ფართის” მ. I-შვილის სახელზე საკუთრების უფლების გადაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯი გაღებული იქნება “მოსარჩელეების” მიერ.

6. “მხარეები” თანხმდებიან, რომ 2011 წლის 16 მარტამდე “მოპასუხეს” ეკრძალება “სადავო ფართის” ნებისმირი ფორმით განკარგვა ან/და მესამე პირებთან რაიმე სახის სამართლებრივი ურთიერთობის დამყარება. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება უქმდება იმ შემთხვევაში, თუკი “მოსარჩელეები” მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას არ შეასრულებენ 2010 წლის 1 ოქტომბრამდე.

7. “მოპასუხე” კისრულობს ვალდებულებას, “მოსარჩელეების” მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოს მარინე იაკობაშვილის და მისი თანმხლები პირების მიერ “სადავო ფართის” დათვალიერება.

8. “მოპასუხე” შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში ვალდებულია, “მოსარჩელეების” მიერ წინამდებარე მორიგების აქტის შესაბამისად გადახდილი თანხის მიღება დაადასტუროს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის შედგენის გზით. “მოსარჩელეების” მიერ, წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული წესითა და პირობებით თანხის დაფარვის შემდეგ, “მოპასუხე” კისრულობს ვალდებულებას გასცეს ნოტარიულად დამოწმებული ისეთი შინაარსის დოკუმენტი (დოკუმენტის ტექსტი მომზადებულ უნდა იქნას “მოსარჩელეების” მიერ), რაც საკმარისი იქნება საჯარო რეესტრის შესაბამის სამსახურში სადავო ფართის მ. I-შვილის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის.

9. “მხარეები” თანხმდებიან, რომ 2011 წლის 16 მარტს ავტომატურად გაუქმებული იქნას სარჩელის უზრუნველყოფის (გამოყენებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 ივლისის ¹37-511-07 განჩინებით) ღონისძიება. თუ “მოსარჩელეები” 2010 წლის 1 ოქტომბრამდე არ შეასრულებენ წინამდებარე მორიგების აქტის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას, “მოპასუხე” უფლებამოსილია 2010 წლის 1 ოქტომბრიდან მიმართოს შესაბამისი კომპეტენციის სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების მოთხოვნით.

10. წინამდებარე მორიგების აქტზე ხელმოწერით, “მხარეები” უარს აცხადებენ რაიმე სახის პრეტენზიაზე, დაკავშირებულს “სადავო ფართთან”.

11. მხარეები გამოთქვამენ თანხმობას მასზედ, რომ წინამდებარე მორიგების აქტი დამტკიცებულ იქნას სასამართლოს მიერ და დავაზე შეწყვეტილი იქნეს საქმის წარმოება”.

მორიგების აქტი წარმოდგენილია წერილობითი სახით და ხელმოწერილია მ. ი-შვილის, გ. გ-შვილის, ქ. გ-შვილისა და მისი წარმომადგენლის მ. ი-შვილის, ლ. ღ-აიას, ი. ტ-უას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის თ. ბ-შვილის და ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის წარმომადგენლის ი. დ-უას მიერ, რაც ერთვის საქმეს /იხ.ს.ფ. /.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიიჩნია, რომ მ. ი-შვილისა და ლ. ღ-აიას საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება, მხარეების შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს, დამტკიცდეს მ. ი-შვილის და ლ. ღ-აიას მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი და მოცემულ საქმეზე მხარეთა მორიგების გამო შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:

დამტკიცდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი, რომლის თანახმად:

“ერთის მხრივ, მ. I-შვილი, გ. გ-შვილი და ქ. გ-შვილი (წარმოდგენილი მისი კანონიერი წარმომადგენლის მ. I-შვილის სახით), შემდგომში “მოსარჩელეები”, მეორეს მხრივ, ლ. ღ-აია, შემდგომში “მოპასუხე”, მესამე მხრივ, ი. თ-უა, შემგომში “მესამე პირი”, ადასტურებენ, რომ სურთ მორიგების გზით იქნას გადაწყვეტილი ადმინისტრაციული საქმე, მოსარჩელეების მ. I-შვილის, გ. გ-აშვილის და ქ. გ-შვილის (წარმოდგენილი მისი კანონიერი წარმომადგენლის მ. I-შვილის სახით) სარჩელისა გამო მოპასუხეების: ლ. ღ-აიას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, ვაკე-საბურთალოს გამგეობის (მესამე პირი – ი. თ-უა) მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ.

1. “მოპასუხე” კისრულობს ვალდებულებას გადასცეს მ. I-შვილს საკუთრებაში უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისი, ... ქუჩის მიმდებარედ ¹2 კორპუსი, I სადარბაზო, მე-3 სართული, ბინა ¹5), შემდგომში “სადავო ფართი”, ხოლო “მოსარჩელეები” ვალდებულნი არიან “სადავო ფართის” სანაცვლოდ გადაიხადონ 35 000 აშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვადუტაში გადახდის დროისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად, წინამდებარე მორიგების აქტის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

2. “მოსარჩელეების” მიერ წინამდებარე მორიგების აქტის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხა (35 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდის დროისათვის საქართველოს ეროვნუკლი ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად) გადახდილ უნდა იქნას ეტაპობრივად, კერძოდ: 25 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდის დროისათვის საქართევლოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად გადახდილი უნდა იქნას არა უგვიანეს 2010 წლის 01 აგვისტომდე, ხოლო 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდის დროისათვის საქართველოს ეროვნული ბანკისა მიერ დადგენილი კურსის შესაბაისად 2011 წლის 16 მარტამდე. “მოსარჩელეები” უფლებამოსილი არიან თანხის გადახდის ვალდებულება შეასრულონ ვადაზე ადრე. “მოსარჩელეების” მიერ ვალდებულების შესრულება უნდა განხორციელდეს “მოპასუხეს” საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანის ან ნაღდი ანგარიშსწორების (რაც დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო ფორმით შედგენილი დოკუმენტით) გზით.

3. იმ შემთხვევაში, თუ 2010 წლის 01 აგვისტომდე არ იქნება გადახდილი 25000 აშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდის დროისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბაისალდ, “მოსარჩელეები” ვალდებულნი არიან გადაიხადონ პირგასამტეხლო, გადაუხდელი თანხის 0,5 პროცენტის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. თუ 25000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდის დროისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად სრულად არ იქნება გადახდილი 2010 წლის 01 ოქტომბრამდე (შესაბამისი პირგასამტეხლოთი), წინამდებარე მორიგების აქტი ითვლება დარღვეულად და “მოსარჩელოეები” კარგავენ ნებისმიერი სახის უფლებას (მოთხოვნას, პრეტენზიას) “სადავო ფართთან” დაკავშირებით.

4. იმ შემთხვევაში, თუ “მოსარჩელეების” მიერ 2010 წლის 01 ოქტომბრამდე გადახდილი იქნება წინამდებარე მორიგების აქტის პირობების თანახმად 25000 აშშ დოლარის ეკვივალენტი როვნულ ვალუტაში გადახდის დროისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად (შესაბამისი პირგასამტეხლოთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო დარჩენილი 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროთნულ ვალუტაში გადახდის დროისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად არ იქნება სრულად გადახდილი 2011 წლის 16 მარტამდე, წინამდბარე მორიგების აქტი ითვლება დარღვეულად და “მოსარჩელეები” კარგავენ ნებისმიერი სახის უფლებას (მოთხოვნას, პრეტენზიას) “სადავო ფართთან” დაკავშირებით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში “მოსარჩელეებს” სრულად უბრუნდებათ მათ მიერ “მოპასუხე”-სათვის გადახდილი თანხა.

5. “მხარეები” თანხმდებიან, რომ “სადავო ფართის” მ. I-შვილის სახელზე საკუთრების უფლების გადაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯი გაღებული იქნება “მოსარჩელეების” მიერ.

6. “მხარეები” თანხმდებიან, რომ 2011 წლის 16 მარტამდე “მოპასუხეს” ეკრძალება “სადავო ფართის” ნებისმირი ფორმით განკარგვა ან/და მესამე პირებთან რაიმე სახის სამართლებრივი ურთიერთობის დამყარება. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება უქმდება იმ შემთხვევაში, თუკი “მოსარჩელეები” მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას არ შეასრულებენ 2010 წლის 1 ოქტომბრამდე.

7. “მოპასუხე” კისრულობს ვალდებულებას, “მოსარჩელეების” მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოს მ. I-შვილის და მისი თანმხლები პირების მიერ “სადავო ფართის” დათვალიერება.

8. “მოპასუხე” შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში ვალდებულია, “მოსარჩელეების” მიერ წინამდებარე მორიგების აქტის შესაბამისად გადახდილი თანხის მიღება დაადასტუროს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის შედგენის გზით. “მოსარჩელეების” მიერ, წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული წესითა და პირობებით თანხის დაფარვის შემდეგ, “მოპასუხე” კისრულობს ვალდებულებას გასცეს ნოტარიულად დამოწმებული ისეთი შინაარსის დოკუმენტი (დოკუმენტის ტექსტი მომზადებულ უნდა იქნას “მოსარჩელეების” მიერ), რაც საკმარისი იქნება საჯარო რეესტრის შესაბამის სამსახურში სადავო ფართის მ. I-შვილის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის.

9. “მხარეები” თანხმდებიან, რომ 2011 წლის 16 მარტს ავტომატურად გაუქმებული იქნას სარჩელის უზრუნველყოფის (გამოყენებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 ივლისის ¹37-511-07 განჩინებით) ღონისძიება. თუ “მოსარჩელეები” 2010 წლის 01 ოქტომბრამდე არ შეასრულებენ წინამდებარე მორიგების აქტის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას, “მოპასუხე” უფლებამოსილია 2010 წლის 01 ოქტომბრიდან მიმართოს შესაბამისი კომპეტენციის სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების მოთხოვნით.

10. წინამდებარე მორიგების აქტზე ხელმოწერით, “მხარეები” უარს აცხადებენ რაიმე სახის პრეტენზიაზე, დაკავშირებულს “სადავო ფართთან”.

11. მხარეები გამოთქვამენ თანხმობას მასზედ, რომ წინამდებარე მორიგების აქტი დამტკიცებული იქნას სასამართლოს მიერ და დავაზე შეწყვეტილი იქნეა საქმის წარმოება” /იხ.ს.ფ. /.

მორიგების აქტი წარმოდგენილია წერილობითი სახით და ხელმოწერილია მ. ი-შვილის, გ. გ-შვილის, ქ. გ-შვილისა და მისი წარმომადგენლის მ. ი-შვილის, ლ. ღ-აიას, ი. ტ-უას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის თ. ბ-შვილის და ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის წარმომადგენლის ი. დ-უას მიერ, რაც ერთვის საქმეს /იხ.ს.ფ. /.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული დავა წარმოიშვა სამოქალაქო სამართალურთიერთობაში წამოჭრილი კონფლიქტის გამო, რაც ფიზიკურ პირებს შორის გადაიჭრა მორიგებით. ამდენად, აზრი დაკარგა ადმინისტრაციულმა სარჩელმა. ამასთან, საქმეში მონაწილე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა განაცხადეს თანხმობა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. ამდენად, ფაქტობრივად, სამოქალაქო ხასიათის კონფლიქტი, როგორც ადმინისტრაციული ხასიათის კონფლიქტის გამოწვევის წინაპირობა, მოგვარებულია.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

კონკრეტულ შემთხვევაში პროცესის მონაწილე მხარეებმა მიაღწიეს მორიგებას, ამგვარად გამოხატეს ნება თავისი საპროცესო და მატერიალური უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე ფიზიკური პირების ნების შეუზღუდავი გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

საკასაციო სასამართლოს მიჩნევით წინამდებარე მორიგება არანაირ გავლენას არ ახდენს საჯარო ინტერესზე, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა მორიგების მიღწევის თაობაზე კანონშესაბამისია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 3.2. მუხლის თანახმად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 272 “დ" მუხლის საფუძველზე საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, მხარეთა მორიგების გამო.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ი-შვილის და ლ. ღ-აიას საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება, მხარეების შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს, დამტკიცდეს მ. ი-შვილისა და ლ. ღ-აიას მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი და მხარეთა მორიგების გამო, მოცემულ საქმეზე შეწყდეს საქმის წარმოება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.3. მუხლის თანახმად საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება. ამდენად, მხარეთა მორიგების საფუძველზე საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, კასატორს მ. ი-შვილს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის ნახევარი - 150 ლარი, ასევე კასატორს ლ. ღ-აიას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის ნახევარი - 150 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ი-შვილისა და ლ. ღ-აიას საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება;

3. დაკმაყოფილდეს მ. ი-შვილისა და ლ. ღ-აიას შუამდგომლობა; დამტკიცდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:

“ერთის მხრივ, მ. I-შვილი, გ. გ-შვილი და ქ. გ-შვილი (წარმოდგენილი მისი კანონიერი წარმომადგენლის მ. I-შვილის სახით), შემდგომში “მოსარჩელეები”, მეორეს მხრივ, ლ. ღ-აია, შემდგომში “მოპასუხე”, მესამე მხრივ, ი. თ-უა, შემგომში “მესამე პირი”, ადასტურებენ, რომ სურთ მორიგების გზით იქნას გადაწყვეტილი ადმინისტრაციული საქმე, მოსარჩელეების მ. I-შვილის, გ. გ-შვილის და ქ. გ-შვილის (წარმოდგენილი მისი კანონიერი წარმომადგენლის მ. I-შვილის სახით) სარჩელისა გამო მოპასუხეების: ლ. ღ-აიას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, ვაკე-საბურთალოს გამგეობის (მესამე პირი – ი. თ-უა) მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ.

1. “მოპასუხე” კისრულობს ვალდებულებას გადასცეს მ. I-შვილს საკუთრებაში უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისი, ... ქუჩის მიმდებარედ ¹2 კორპუსი, I სადარბაზო, მე-3 სართული, ბინა ¹5), შემდგომში “სადავო ფართი”, ხოლო “მოსარჩელეები” ვალდებულნი არიან “სადავო ფართის” სანაცვლოდ გადაიხადონ 35 000 აშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვადუტაში გადახდის დროისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად, წინამდებარე მორიგების აქტის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

2. “მოსარჩელეების” მიერ წინამდებარე მორიგების აქტის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხა (35 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდის დროისათვის საქართველოს ეროვნუკლი ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად) გადახდილ უნდა იქნას ეტაპობრივად, კერძოდ: 25 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდის დროისათვის საქართევლოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად გადახდილი უნდა იქნას არაუგვიანეს 2010 წლის 01 აგვისტომდე, ხოლო 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდის დროისათვის საქართველოს ეროვნული ბანკისა მიერ დადგენილი კურსის შესაბაისად 2011 წლის 16 მარტამდე. “მოსარჩელეები” უფლებამოსილი არიან თანხის გადახდის ვალდებულება შეასრულონ ვადაზე ადრე. “მოსარჩელეების” მიერ ვალდებულების შესრულება უნდა განხორციელდეს “მოპასუხეს” საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანის ან ნაღდი ანგარიშსწორების (რაც დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო ფორმით შედგენილი დოკუმენტით) გზით.

3. იმ შემთხვევაში, თუ 2010 წლის 01 აგვისტომდე არ იქნება გადახდილი 25000 აშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდის დროისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბაისალდ, “მოსარჩელეები” ვალდებულნი არიან გადაიხადონ პირგასამ ტეხლო, გადაუხდელი თანხის 0,5 პროცენტის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. თუ 25000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდის დროისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად სრულად არ იქნება გადახდილი 2010 წლის 01 ოქტომბრამდე (შესაბამისი პირგასამტეხლოთი), წინამდებარე მორიგების აქტი ითვლება დარღვეულად და “მოსარჩელოეები” კარგავენ ნებისმიერი სახის უფლებას (მოთხოვნას, პრეტენზიას) “სადავო ფართთან” დაკავშირებით.

4. იმ შემთხვევაში, თუ “მოსარჩელეების” მიერ 2010 წლის 01 ოქტომბრამდე გადახდილი იქნება წინამდებარე მორიგების აქტის პირობების თანახმად 25000 აშშ დოლარის ეკვივალენტი როვნულ ვალუტაში გადახდის დროისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად (შესაბამისი პირგასამტეხლოთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო დარჩენილი 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდის დროისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად არ იქნება სრულად გადახდილი 2011 წლის 16 მარტამდე, წინამდებარე მორიგების აქტი ითვლება დარღვეულად და “მოსარჩელეები” კარგავენ ნებისმიერი სახის უფლებას (მოთხოვნას, პრეტენზიას) “სადავო ფართთან” დაკავშირებით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში “მოსარჩელეებს” სრულად უბრუნდებათ მათ მიერ “მოპასუხე”-სათვის გადახდილი თანხა.

5. “მხარეები” თანხმდებიან, რომ “სადავო ფართის” მ. ი-შვილის სახელზე საკუთრების უფლების გადაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯი გაღებული იქნება “მოსარჩელეების” მიერ.

6. “მხარეები” თანხმდებიან, რომ 2011 წლის 16 მარტამდე “მოპასუხეს” ეკრძალება “სადავო ფართის” ნებისმირი ფორმით განკარგვა ან/და მესამე პირებთან რაიმე სახის სამართლებრივი ურთიერთობის დამყარება. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება უქმდება იმ შემთხვევაში, თუკი “მოსარჩელეები” მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას არ შეასრულებენ 2010 წლის 1 ოქტომბრამდე.

7. “მოპასუხე” კისრულობს ვალდებულებას, “მოსარჩელეების” მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოს მ. I-შვილის და მისი თანმხლები პირების მიერ “სადავო ფართის” დათვალიერება.

8. “მოპასუხე” შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში ვალდებულია, “მოსარჩელეების” მიერ წინამდებარე მორიგების აქტის შესაბამისად გადახდილი თანხის მიღება დაადასტუროს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის შედგენის გზით. “მოსარჩელეების” მიერ, წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული წესითა და პირობებით თანხის დაფარვის შემდეგ, “მოპასუხე” კისრულობს ვალდებულებას გასცეს ნოტარიულად დამოწმებული ისეთი შინაარსის დოკუმენტი (დოკუმენტის ტექსტი მომზადებულ უნდა იქნას “მოსარჩელეების” მიერ), რაც საკმარისი იქნება საჯარო რეესტრის შესაბამის სამსახურში სადავო ფართის მ. I-შვილის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის.

9. “მხარეები” თანხმდებიან, რომ 2011 წლის 16 მარტს ავტომატურად გაუქმებული იქნას სარჩელის უზრუნველყოფის (გამოყენებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 ივლისის ¹37-511-07 განჩინებით) ღონისძიება. თუ “მოსარჩელეები” 2010 წლის 01 ოქტომბრამდე არ შეასრულებენ წინამდებარე მორიგების აქტის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას, “მოპასუხე” უფლებამოსილია 2010 წლის 01 ოქტომბრიდან მიმართოს შესაბამისი კომპეტენციის სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების მოთხოვნით.

10. წინამდებარე მორიგების აქტზე ხელმოწერით, “მხარეები” უარს აცხადებენ რაიმე სახის პრეტენზიაზე, დაკავშირებულს “სადავო ფართთან”.

11. მხარეები გამოთქვამენ თანხმობას მასზედ, რომ წინამდებარე მორიგების აქტი დამტკიცებული იქნას სასამართლოს მიერ და დავაზე შეწყვეტილი იქნეა საქმის წარმოება”.

4. შეწყდეს საქმის წარმოება, მხარეთა მორიგების გამო;

5. მხარეებს განემარტოთ, საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.

6. კასატორს მ. ი-შვილს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის ნახევარი - 150 ლარი;

7. კასატორს ლ. ღ-აიას დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის ნახევარი - 150 ლარი.

8. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.