Facebook Twitter

ბს-1259-1223 (კ-10) 1 დეკემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. უ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 9 მარტს თელავის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა გ. უ-შვილმა მოპასუხის– შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების-1138,14 ლარის, დაყოვნებული სახელფასო თანხის და საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს_15.05.2004-30.07.2004 წლის ჩათვლით პერიოდში მიუღებელი ხელფასის 0,07 %-ის ანაზღაურებას დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნების დღიდან ანაზღაურებამდე.

თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით გ. უ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) გ. უ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 1138,14 ლარის ოდენობით. მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრისთვის (საგადასახადო ინსპექცია) დაყოვნებული სახელფასო თანხის 0,07 %-ის ანაზღაურების, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში მიუღებელი ხელფასისა და აღნიშნული პერიოდის დაყოვნებული ხელფასის 0,07 %-ის დაკისრების მოთხოვნაზე, უსაფუძვლობის გამო.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. უ-შვილმა.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით გ. უ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოცემულ საქმეზე თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შეცვლით, რომლითაც გ. უ-შვილს უარი ეთქვა საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებაზე, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. უ-შვილის სარჩელი საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის 2004 წლის 15 მაისიდან 30 ივლისის პერიოდის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა და თელავის რეგიონალურ ცენტრს დაევალა აუნაზღაუროს საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის 2004 წლის 15 მაისიდან 30 ივლისამდე პერიოდის ხელფასი.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. უ-შვილმა.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. უ-შვილის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, გ. უ-შვილის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ გ. უ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს გ. Uუ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ. Uუ-შვილის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. უ-შვილს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.