Facebook Twitter

ბს-1263-1207(კ-09) 17 მარტი, 2010წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შრომის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გურჯაანის რაიონული ცენტრის დირექტორის მ. გ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შრომის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გურჯაანის რაიონული ცენტრის დირექტორმა მ. გ-შვილმა 11.05.06წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თელავის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, რომლითაც მოპასუხის 25.04.06წ. ¹117 ბრძანების გაუქმება, 2004-2006 წლებში საშემოსავლო და სოციალური გადასახადის თანხების – 17490,78 ლარის გადახდილად ჩათვლა, დარიცხული 4119 ლარის მოხსნა და მოსარჩელის მიერ დეკლარაციების წარუდგენლობისათვის დარიცხული ჯარიმებისა და საურავების _ 29427,80 ლარის ოდენობით გაუქმების მოპასუხისათვის დავალება მოითხოვა.

შრომის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გურჯაანის რაიონული ცენტრის დირექტორმა მ. გ-შვილმა 29.05.06წ. დააზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოპასუხის 14.03.06წ. საგადასახადო შემოწმების აქტის, 28.03.06წ. ¹70 ბრძანებისა და 29.03.06წ. ¹93 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა მოითხოვა.

თელავის რაიონული სასამართლოს 27.03.09წ გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 25.04.06წ. ¹117 ბრძანება, 14.03.06წ. შემოწმების აქტი, 28.03.06წ. ¹70 ბრძანება და 29.03.06წ. ¹93 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თელავის რეგიონალურმა ცენტრმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.09წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 27.03.09წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.09წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შრომის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გურჯაანის რაიონული ცენტრის დირექტორმა მ. გ-შვილმა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის მთლიანად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შრომის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გურჯაანის რაიონული ცენტრის დირექტორის მ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შრომის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გურჯაანის რაიონული ცენტრის დირექტორის მ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შრომის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გურჯაანის რაიონული ცენტრის დირექტორის მ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.09წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.