Facebook Twitter
ბს-1268-1232 (კ-10)

ბს-1268-1232 (კ-10) 20 იანვარი, 2011წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მოსარჩელეებმა _ ბ. ც-ანმა და სხვებმა (სულ 51-ე მოსარჩელე) 10.03.10 წ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის 1998-1999-2000 წლების მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.05.10 წ. გადაწყვეტილებით ბ. ც-ანის, რ. Pპ-ანის, ა. G-იანის, ბ. გ-იანის, მ. ი-იანის, ნ. მ-იანის, მ. ჯ-იანის, რ. Qქ-ანის, თ. ჯ-იანის, ე. გ-იანის, მ. ა-იანის, ლ. ჯ-იანის, ხ. ც-იანის, ი. Kკ-იანის, ტ. წ-იანის, პ. Gგ-იანის, რ. Mმ-იანის, თ. პ-ელის, ი. Gგ-იანის, ნ. Gგ-იანის, ო. Gგ-იანის, ნ. ჩ-იანის, ნ. Mმ-ანის, ნ. Fფ-ანის, ო. Fფ-ანის, ზ. ჩ-იანის, ო. Gგ-იანის, მ. გ-იანის, გ. Kკ-იანის, მ. კ-იანის, გ. Kკ-იანის, ტ. ჩ-იანის, მ. გ-იანის, გ. Mმ-იანის, ჯ. Mმ-იანი, თ. უ-ანის, მ. ც-ანის, კ. Kკ-იანის, შ. Pპ-იანის, გ. Aა-იანის, ე. Gგ-იანის, რ. Mმ-იანის, ტ. ა-იანისა და გ. ჩ-იანის (სულ 44 მოსარჩელის) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მათ სასარგებლოდ დაეკისრა 1998-1999-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. მოსარჩელეებს _ ბ. ც-ანს და სხვების (სულ 44 მოსარჩელეს) სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 1998-1999-2000 წლების კვების ფულადი (კომპესაციის) თანხის დაკისრების თაობაზე ეთქვათ უარი.

მოსარჩელეების – ბ. წ-იანის, პ. Gგ-იანის, ი. Gგ-იანის, მ. ც-ანის, ი. Qქ-იანის, ბ. ი-იანის და მ. მ-იანის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელფასო დავალიანების დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.05.10 წ. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.07.10წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.05.10 წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.07.10წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.07.10წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.