ბს-1310-1274(კ-10) 18 იანვარი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ვ. კ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2006 წლის 12 ივნისს ვ. კ-ძემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ კალაძის მიმართ და მოითხოვა ქ. ქუთაისში, ავტომშენებლის ქ. ¹7/24-ში მდებარე არაპრივატიზაბულ ბინაზე სარგებლობის უფლების ჩამორთმევა (იხ. ს.ფ. 1; ტ.I).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 5 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ვ. კ-ძის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მოსარჩელე ვ. კ-ძის ვაჟი _ ნ. კ-ძე ცნობილ იქნა ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹7/24-ში მდებარე საცხოვრებელი ბინაზე სარგებლობის უფლებადაკარგულად (იხ. ს.ფ.18; ტ.I).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 ივლისის განჩინებით მოცემულ საქმეში ვ. კ-ძის გარდაცვალების გამო ამ უკანასკნელის უფლებამონაცვლედ ჩაერთო მისი შვილიშვილი _ ვ. კ-ძე (იხ. ს.ფ. 85; ტ.II).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 5 ნოემბრის საოქმო განჩინებით ნ. კ-ძის განცხაება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდა და საქმის განხილვა განახლდა (იხ. ს.ფ. 86-88; ტ.II).
2009 წლის 5 მარტს ნ. კ-ძემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვ. კ-ძისა და ნოტარიუს დ. ხ-შვილის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹7/24-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის შესახებ 2006 წლის 31 აგვისტოს და 2006 წლის 12 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და მითითებული საცხოვრებელი სახლის 1/2 ნაწილის ნ. კ-ძის საკუთრებად აღრიცხვა (იხ. ს.ფ. 1-7; ტ.III).
მოპასუხე ვ. კ-ძემ შეგებებული სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა შ. კ-ძის დანაშთ ქონების 1/2 ნაწილის მემკვიდრედ ცნობა და ნ. კ-ძის სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა (იხ. ს.ფ. 54-63; ტ.III).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 ნოემბრის საოქმო განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა მითითებული ადმინისტრაციული საქმეები (იხ. ს.ფ. 90-92; ტ.III).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაერთო ქ. ქუთაისის მერია (იხ. ს.ფ. 93-94; ტ.III).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით ნ. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისის თვითმმართველობის ტერიტორიული სამსახურის 2006 წლის 8 აგვისტოს ¹320 განკარგულება ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹7/24-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის შესახებ, 2006 წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულება, ბინის ჩუქების 2006 წლის 12 სექტემბრის ხელშეკრულება, ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹7/24-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა ცნობილ იქნა ნ. კ-ძის საკუთრებად, ვ. კ-ძის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი ცნობილ იქნა ბაბუის – შ. კ-ძის დანაშთი ქონების მემკვიდრედ 1/2 წილის უფლებით და შესაბამისი ცვლილება შევიდა ნ. კ-ძის სამკვიდრო მოწმობაში (იხ. ს.ფ. 133-137; ტ.III).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. კ-ძემ და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება, ნ. კ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ვ. კ-ძის სარჩელის დაკმაყოფილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება (იხ. ს.ფ. 141-150; ტ.III).
ვ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი არ ცნო მოწინააღმდეგე მხარემ – ნ. კ-ძემ (იხ. ს.ფ. 163-174; ტ.III).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ვ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი, ნაწილობრივ გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ვ. კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 203-213; ტ.III).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. კ-ძემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 220-227; ტ.III). ½
საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ვ. კ-ძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 247-248; ტ.II).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობის მოსაზრებით, კასატორის _ ვ. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ვ. კ-ძის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ არ არსებობს ვ. კ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ვ. კ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს _ ვ. კ-ძეს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 247.2, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. კ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორს _ ვ. კ-ძეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.