Facebook Twitter

ბს-1318-1282(კ-10) 12 იანვარი, 2011წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. დ-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. დ-იანმა 02.04.09წ. სასარჩლო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ, რომლითაც მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოპასუხის 19.02.09წ. ¹249/25 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, სახელფასო დავალიანებისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.08.09წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე გ. დ-იანის სასარჩელო განცხადება მოპასუხე საქართველოს კოტროლის პალატის მიმართ, აქტის ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელე გ. დ-იანის სასარჩელო განცხადება მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 19.03.09წ. ¹249/25 ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ, - არ დაკმაყოფილდა, უსაფუძვლობის გამო, მოსარჩელე გ. დ-იანის სასარჩელო განცხადება მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატას მოსარჩელე – გ. დ-იანის სასარგებლოდ დაეკისრა 1999-2000-2003 წლების ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანების გადახდა 836,88 (რვაას ოცდათექვსმეტი ლარი და ოთხმოცდარვა თეთრი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე – გ. დ-იანს უარი ეთქვა მოპასუხე – საქართველოს კონტროლის პალატისათვის 1998 წლის სახელფასო დავალიანების გადახდის დაკისრებაზე 230,38 (ორას ოცდაათი ლარი და ოცდათვრამეტი თეთრი) ლარის ოდენობით, ხანდაზმულობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. დ-იანმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.10წ. გადაწყვეტილებით გ. დ-იანის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.08.09წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.08.09წ. გადაწყვეტილების მე-3 და მე-5 პუნქტები, გ. დ-იანის სარჩელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა და საქართველოს კონტროლის პალატას დაეკისრა გ. დ-იანის სასარგებლოდ 1998 წლის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 230,38 ლარის ოდენობით, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.10წ. გადაწყვეტილება მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. დ-იანმა, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. დ-იანის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ. დ-იანის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. დ-იანის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.10წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.