ბს-133-127(კ-10) 4 მაისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ... კოოპერატივისა და თ. კ-ძის წარმომადგენელის ა. ბ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
... კოოპერატივმა და თ. კ-ძემ სარჩელი აღძრეს ქობულეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების - ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, მ. ც-ძისა და საჯარო რეესტრის ეროვნული საგეენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვეს მ. ც-ძის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილების (სოფ. ... ¹4 მაღაზიის საკუთრებად აღიარების შესახებ) და საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობა (იხ. ტ.I, ს.ფ. 2-12).
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით ... კოოპერატივისა და თ. კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 15 მაისის ¹6 ოქმის ¹22 გადაწყვეტილების და საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობაზე, უსაფუძვლობის გამო (იხ. ტ.I, ს.ფ. 147-151).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ... კოოპერატივმა და თ. კ-ძემ და მოითხოვეს ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ტ.I, ს.ფ 157-166).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ... კოოპერატივისა და თ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება (იხ. ტ.I, ს.ფ 259-265).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ... კოოპერატივმა და თ. კ-ძემ და მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნომებრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ტ.I, ს.ფ. 277-283).
საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 4 მარტის განჩინებით ... კოოპერატივისა და თ. კ-ძის წარმომადგენლის ა. ბ-ძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ტ.II, ს.ფ. 22-23).
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა მ. ც-ძის წარმომადგენელმა ე. ბ-ძემ და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
მოსაზრების ავტორმა მიიჩნია, რომ საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, მოცემული საქმე არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და საქნმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, ემოქმედა საქმის შედეგზე (იხ. ტ.II, ს.ფ. 37-38).
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა ... კოოპერატივისა და თ. კ-ძის წარმომადგენელმა ა. ბ-ძემ და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
მოსაზრების ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი შეფასება არ მისცა სასამართლოს დადგენილებას, არასწორად შეაფასა საკუთრების მოწმობის გაუქმების დადგენილება, სასამართლომ აბსოლუტური იგნორირება გაუკეთა ქობულეთის პროკურატურის მიერ 2001 წლის 21 იანვრის დადგენილებას, რომლითაც უტყუარად დადგინდა ... კოოპერატივის სასარგებლოდ დავის გადაწყვეტა გამგეობის მიმართ, ასევე, სასამართლომ ყოველგვარი შეფასების გარეშე მიიღო 2001 წლის ... კოლმეურნეობის გადაწყვეტილება მაშინ, როცა ცნობილი ფაქტია, რომ 2001 წლისათვის არავითარი კოლმეურნეობა არ არსებობდა და უკანონოდ ქონების მიკუთვნება სამართლებრივად არ უნდა დაეკანონებინა, რის გამოც მიიღო უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება (იხ. ტ.II, ს.ფ. 40-41).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ... კოოპერატივისა და თ. კ-ძის წარმომადგენლის ა. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორის _ ... კოოპერატივისა და თ. კ-ძის წარმომადგენლის ა. ბ-ძის საკასაციო საჩივარი და წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ... კოოპერატივისა და თ. კ-ძის წარმომადგენლის ა. ბ-ძის მიერ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ... კოოპერატივისა და თ. კ-ძის წარმომადგენლის ა. ბ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 401.4. მუხლის შესაბამისად, კასატორების ... კოოპერატივისა და თ. კ-ძის წარმომადგენელს ა. ბ-ძეს ... კოოპერატივისა და თ. კ-ძის სახელზე გადახდილი სახლმწიფო ბაჟიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ... კოოპერატივისა და თ. კ-ძის წარმომადგენლის ა. ბ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორების ... კოოპერატივისა და თ. კ-ძის წარმომადგენელს ა. ბ-ძეს ... კოოპერატივისა და თ. კ-ძის სახელზე გადახდილი სახლმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი.
1. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.