ბს-1332-1274(კ-09) 29 დეკემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ჟ. ჯ-ძემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაცულ საქმეთა კოლეგიაში ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ და მოითხოვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარება /იხ. ს.ფ. 1-8/.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; არარა აქტად იქნა აღიარებული ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2008 წლის 10 ივნისის ¹81/08 დადგენილება ჟ. ჯ-ძისათვის ქ. ბათუმში, ... ქ. ¹137/139-ში მდებარე ¹33 ბინაზე უნებართვოდ მიშენებული ლოჯიის მოშლის დავალდებულების ნაწილში /იხ.ს.ფ. 70-78/.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება ქ. ბათუმში, ... ქ. ¹137/139-ში მდებარე ¹33 ბინაზე უნებართვოდ მიშენებული ფართის მოშლაზე ჟ. ჯ-ძის დავალდებულების ნაწილში ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2008 წლის 10 ივნისის ¹81/08 დადგენილების არარა აქტად აღირების შესახებ და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 81-101/.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე ჟ. ჯ-ძემ, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის არდაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება /იხ. ს.ფ. 108-115/.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ჟ. ჯ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მისი შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ჟ. ჯ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; არარა აქტად იქნა აღირებული ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2008 წლის 10 ივნისის ¹81/08 დადაგენილება ჟ. ჯ-ძის 4000 ლარით დაჯარიმების ნაწილში; მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან /იხ. ს.ფ. 152-161/.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 169-182/.
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა კასატორმა, რომელშიც აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საკასაციო საჩივარი მოსარჩელისათვის ჯარიმის დაკისრების ნაწილში აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის მოთხოვნას, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის - ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოდგენილი მოსაზრება მოსარჩელისათვის ჯარიმის დაკისრების ნაწილში შეიცავს მითითებებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით, კერძოდ, «გ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის - ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოსარჩელისათვის ჯარიმის დაკისრების ნაწილში კომპეტენტურად იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, უზრუნველყოფილ იქნა მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის გამო საკასაციო საჩივარი ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისათვის ჯარიმის დაკისრების ნაწილში სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის «გ» ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საკასაციო საჩივარი მოსარჩელისათვის ჯარიმის დაკისრების ნაწილში დასაშვებია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ ექვემდებარება განხილვას, ხოლო უნებართვოდ მიშენებული ლოჯიის მოშლის დავალდებულების ნაწილში კასატორის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული. ამდენად, ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საკასაციო საჩივარი მოსარჩელისათვის ჯარიმის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად;
2. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საკასაციო საჩივარი უნებართვოდ მიშენებული ლოჯიის მოშლის დავალდებულების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
3. საკასაციო საჩივრის ზეპირი განხილვა საკასაციო სასამართლოში დაინიშნოს 2010 წლის 9 თებერვალს, 12:00 საათზე.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.