ბს-1332-1296(კ-10) 29 ნოემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლევანი მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ. ა-იანის, ს. ქ-ძის, გ. ს-შვილის, ი. ტ-ძის, თ. ბ-იას, მ. ე-ძის, ნ. რ-იანის, გ. გ-ძის, ო. რ-იანის, ს. ქ-ძის, ი. ბ-ძის, გ. ს-აიასა და ბ. მ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
რ. ა-იანმა, ს. ქ-ძემ, გ. ს-შვილმა, ი. ტ-ძემ, თ. ბ-იამ, მ. ე-ძემ, ნ. რ-იანმა, გ. გ-ძემ, ო. რ-იანმა, ს. ქ-ძემ, ი. ბ-ძემ, გ. ს-აიამ და ბ. მ-ძემ სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხის _ საქართველოს ლტოლვილთა და განსახილების სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. ა-იანის, ს. ქ-ძის, გ. ს-შვილის, ი. ტ-ძის, თ. ბ-იას, მ. ე-ძის, ნ. რ-იანის, გ. გ-ძის, ო. რ-იანის, ს. ქ-ძის, ი. ბ-ძის, გ. ს-აიასა და ბ. მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რ. ა-იანმა, ს. ქ-ძემ, გ. ს-შვილმა, ი. ტ-ძემ, თ. ბ-იამ, მ. ე-ძემ, ნ. რ-იანმა, გ. გ-ძემ, ო. რ-იანმა, ს. ქ-ძემ, ი. ბ-ძემ, გ. ს-აიამ და ბ. მ-ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 ივნისის განჩინებით რ. ა-იანის, ს. ქ-ძის, გ. ს-შვილის, ი. ტ-ძის, თ. ბ-იას, მ. ე-ძის, ნ. რ-იანის, გ. გ-ძის, ო. რ-იანის, ს. ქ-ძის, ი. ბ-ძის, გ. ს-აიასა და ბ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს რ. ა-იანმა, ს. ქ-ძემ, გ. ს-შვილმა, ი. ტ-ძემ, თ. ბ-იამ, მ. ე-ძემ, ნ. რ-იანმა, გ. გ-ძემ, ო. რ-იანმა, ს. ქ-ძემ, ი. ბ-ძემ, გ. ს-აიამ და ბ. მ-ძემ, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ა-იანის, ს. ქ-ძის, გ. ს-შვილის, ი. ტ-ძის, თ. ბ-იას, მ. ე-ძის, ნ. რ-იანის, გ. გ-ძის, ო. რ-იანის, ს. ქ-ძის, ი. ბ-ძის, გ. ს-აიასა და ბ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას რ. ა-იანის, ს. ქ-ძის, გ. ს-შვილის, ი. ტ-ძის, თ. ბ-იას, მ. ე-ძის, ნ. რ-იანის, გ. გ-ძის, ო. რ-იანის, ს. ქ-ძის, ი. ბ-ძის, გ. ს-აიასა და ბ. მ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე კასატორებ რ. ა-იანს, ს. ქ-ძეს, გ. ს-შვილს, ი. ტ-ძეს, თ. ბ-იას, მ. ე-ძეს, ნ. რ-იანს, გ. გ-ძეს, ო. რ-იანს, ს. ქ-ძეს, ი. ბ-ძეს, გ. ს-აიასა და ბ. მ-ძეს გადახდილი აქვს საკასაციო საჩივრისათვის თითოეულს ცალ-ცალკე _ სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მათ, თითოეულს ცალ-ცალკე უნდა დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორასათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ა-იანის, ს. ქ-ძის, გ. ს-შვილის, ი. ტ-ძის, თ. ბ-იას, მ. ე-ძის, ნ. რ-იანის, გ. გ-ძის, ო. რ-იანის, ს. ქ-ძის, ი. ბ-ძის, გ. ს-აიასა და ბ. მ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინება;
3. კასატორს _ რ. ა-იანს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორასათი) ლარი.
4. კასატორს _ს. ქ-ძეს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორასათი) ლარი.
5. კასატორს _ გ. ს-შვილს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორასათი) ლარი.
6. კასატორს _ ი. ტ-ძეს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორასათი) ლარი.
7. კასატორს _ თ. ბ-იას დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორასათი) ლარი.
8. კასატორს _ მ. ე-ძეს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორასათი) ლარი.
9. კასატორს _ ნ. რ-იანს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორასათი) ლარი.
10. კასატორს _ გ. გ-ძეს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორასათი) ლარი.
11. კასატორს _ ო. რ-იანს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორასათი) ლარი.
12. კასატორს _ ს. ქ-ძეს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორასათი) ლარი.
13. კასატორს _ ი. ბ-ძეს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორასათი) ლარი.
14. კასატორს _ გ. ს-აიას დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორასათი) ლარი.
15. კასატორს _ ბ. მ-ძეს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორასათი) ლარი.
16. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.