Facebook Twitter

¹ბს-1333-1297(კ-10) 13 აპრილი, 2011წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

04.05.06 წ. თ. მ-მა სარჩელით მიმართა მოპასუხის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

18.05.06 წ. თ. მ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის _ თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.07.06 წ. საოქმო განჩინებით აღნიშნული ორი საქმე გაერთიანდა ერთ წარმოებად და მიენიჭა ერთი რიგითი ნომერი.

02.11.06 წ. მოსარჩელე თ. მ-მა დააზუსტა სარჩელის მოთხოვნები, კერძოდ სააღსრულებო ბიუროს 16.12.05 წ. ¹01/21, 04.01.06 წ. ¹01/21 და 13.02.06 წ. ¹01/21 მიწერილობების თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ნაწილში ბათილად ცნობა, ასევე 12.05.06 წ. ¹01/21 მიწერილობის ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის 16.12.05 წ. ¹01/21, 04.01.06 წ. ¹01/21 და 13.02.06 წ. ¹01/21 მიწერილობების თბილისის სარეგისტრაციო სამსახურიდან გამოთხოვა და ახალი მიწერილობის, რომლითაც აღდგება უძრავ ქონებაზე მდებარე, ქ. თბილისში, ........ ქ. ¹49, ბინა 59-ზე მისი საკუთრების უფლება, გაგზავნის დავალება მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 15.05.06 წ. ¹...... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, 17.04.09 წ. ¹8590/708-06 წერილში მითითებული განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანის გაუქმება, უძრავი ქონების მდებარე, ქ. თბილისში, ...... ქ. ¹49, ბინა 59-ის მის სახელზე საკუთრების უფლების აღრიცხვა და ამონაწერის გაცემა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.12.06 წ. გადაწყვეტილებით თ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.09.08 წ. განჩინებით თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.12.06 წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 22.01.09 წ. განჩინებით ვ. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.04.09 წ. გადაწყვეტილებით თ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 15.05.06 წ. ¹....... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შეტანილი ცვლილებების შესწორება-კორექტირებაზე და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა სადავო საკითხზე არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. თ. მ-ის სარჩელი მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ქმედების განხორციელების, კერძოდ, 17.04.06 წ. ¹8590/708-06 წერილში მითითებული განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შეტანილი ცვლილებების გაუქმების, თბილისში, ...... ქუჩა ¹49, ბინა ¹54-ის თ. მ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. თ. მ-ის სარჩელი მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, ქმედების განხორციელების, კერძოდ, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურიდან 16.12.05 წ. ¹01/21, 04.01.06 წ. ¹01/21, 13.02.06 წ. ¹01/21 მიწერილობების-მოთხოვნების გამოთხოვისა და ახალი მიწერილობის გადაგზავნის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.04.09 წ. განჩინებით თ. მ-ის სარჩელზე მოპასუხე _ საქართველოს იუტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, 16.12.05 წ. ¹01/21, 04.01.06 წ. ¹01/21, 13.02.06 წ. ¹01/21 მიწერილობების ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა წარმოება დაუშვებლობის გამო.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.04.09 წ. გადაწყვეტილების პირველი, მეორე და მე-5 პუნქტები. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ასევე ვ. ნ-ემ, თ. მ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.06.09 წ. განჩინებით ვ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. ამავე სასამართლოს 22.06.09 წ. განჩინებით თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.04.09 წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. მ-მა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.09 წ. განჩინებით თ. მ-ის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.10 წ. განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.04.09 წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.10 წ. განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ნ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ვ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ. ნ-ეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.10 წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. ვ. ნ-ეს (საიდენტიფიკაციო ¹....... ) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.