ბს-1369-1333(კ-10) 2 მარტი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. დ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. დ-შვილმა 14.08.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და თბილისის მერიის მიმართ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 23.12.09წ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილემ შეადგინა მიწერილობა ¹00000905, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელე ... ქ. ¹16-ში აწარმოებდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობას შესაბამისი დოკუმენტების გარეშე და მას დაევალა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. 13.01.09წ. იგივე სამსახურმა შეადგინა შემოწმების აქტი ¹00000905, მიწერილობით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობაზე. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 24.02.09წ. განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსს და მოითხოვა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა. 13.04.09წ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ¹00000905 დადგენილებით იგი დააჯარიმეს 20000 ლარით უნებართვო მშენებლობისათვის და 5000 ლარით მიწერილობის შეუსრულებლობისათვის. მოსარჩელის განმარტებით, მან აღნიშნული დადგენილება გაასაჩივრა თბილისის მერთან და ბათილად ცნობა მოითხოვა. ქ. თბილისის მერის 06.07.09წ. ¹775 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა მისი ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 13.04.09წ. ¹00000905 დადგენილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 13.04.09წ. ¹00000905 დადგენილების და ქ. თბილისის მერის 06.07.09წ. ¹755 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.12.09წ. გადაწყვეტილებით ნ. დ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. დ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.05.10წ. განჩინებით ნ. დ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.12.09წ. გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.05.10წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. დ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. დ-შვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი განჩინებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. დ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. დ-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ნ. დ-შვილს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 05.11.10წ. ¹52 საგადასახადო დავალებით (საიდენტიფიკაციო კოდი _ ...) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარის ოდენობით
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.