საქმე ¹ ბს-1383-1322(კ-09) 3 თებერვალი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ს-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ს-ძემ 02.06.08წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურისა და მ. ბ-ძის მიმართ, რომლითაც მოპასუხე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 15.04.08წ. ¹7201 საოქმო გადაწყვეტილებისა და 15.04.08წ. ¹7201 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ახალი ინდივიდუალურ არმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც არ დაკმაყოფილდება მ. ბ-ძის მოთხოვნა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში 1189,29 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. მოსარჩელემ ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში 15.04.08წ. ¹7201 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე განხორციელებული ჩანაწერების გაუქმება მოითხოვა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 24.09.08წ. გადაწყვეტილებით ნ. ს-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (საოქმო გადაწყვეტილება), რომლითაც მ. ბ-ძეს საკუთრებაში გადაეცა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 1189,29 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ბათილად იქნა ცნობილი მ. ბ-ძეზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა ¹7201 თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ასევე უნდა გაუქმებულიყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში არსებული ჩანაწერი – მ. ბ-ძეზე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში 1189,29 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ძემ. ამასთან, მ. ბ-ძემ 06.10.08წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურისა და ნ. ს-ძის მიმართ, რომლითაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 24.03.08წ. გაცემული ¹6899 საკუთრების უფლების მოწმობისა და შესაბამისად, ამ მოწმობის გაცემისათვის მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა ნ. ს-ძის ნაწილში.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 30.12.08წ. გადაწყვეტილებით მ. ბ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (საოქმო გადაწყვეტილება), რომლითაც ნ. ს-ძეს საკუთრებაში გადაეცა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 1034 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ასევე, ბათილად იქნა ცნობილი ნ. ს-ძეზე გაცემული ¹6899 საკუთრების უფლების მოწმობა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.03.09წ. საოქმო განჩინებით მ. ბ-ძის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, საქართველოს ასკ-ის 182.4 მუხლის თანახმად, როგორც ერთგვაროვანი და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული 3/ბ-167-09 და 3/ბ-169-09 საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად დავის სწრაფად და სწორად განხილვის მიზნით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.09წ. გადაწყვეტილებით მ. ბ-ძისა და ნ. ს-ძის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 24.09.08წ. და 30.12.08წ. გადაწყვეტილებები და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილბა, ნ. ს-ძისა და მ. ბ-ძის სარჩელები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 10.03.08წ. ¹28 საოქმო გადაწყვეტილება ნ. ს-ძის ნაწილში და მის საფუძველზე 24.03.08წ. ნ. ს-ძის სახელზე გაცემული ¹6899 საკუთრების უფლების მოწმობა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 08.04.08წ. ¹43 საოქმო გადაწყვეტილება მ. ბ-ძის ნაწილში და მის საფუძველზე 15.04.08წ. მ. ბ-ძის სახელზე გაცემული ¹7201 საკუთრების უფლების მოწმობა. დაევალა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.09წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-ძემ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეთილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ. ბ-ძის სარჩელის დაუშვებლად ცნობა და მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ს-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. ს-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ს-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.09წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უ. ს-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ 26.11.09წ. ¹1 საგადასახადო დავალებით (საიდენტიფიკაციო კოდი ...) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარის ოდენობით;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.