Facebook Twitter

¹ბს-139-137(კ-11) 18 მაისი, 2011წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. შ.-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. შ.-მ 22.09.09 წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, ნ. ქ.-სა და ე. ჯ.-ს მიმართ, რომლითაც 21.01.08 წ. ე. ჯ.-სა და ნ. ქ.-ზე გაცემული ¹... საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა, ე. ჯ.-სა და ნ. ქ.-სთვის მის მიწის ნაკვეთზე არსებული დროებითი ნაგებობის აღება, ასევე მათთვის გაკაფული ხეების საზღაურის _ 3000 ლარისა და მიწის ნაკვეთის უკანონოდ სარგებლობისათვის საზღაურის _ 3000 ლარის დაკისრება მოითხოვა.

25.11.09 წ. მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 16.01.08 წ. ¹91 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 03.12.09 წ. განჩინებით მ. შ.-ს სარჩელი ცნობილ იქნა დაუშვებლად და საქმის წარმოება შეწყდა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. შ.-მ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 28.01.09 წ. განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 03.12.09 წ. განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 25.03.10 წ. საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო ს. ქ.-ა. ამავე თარიღის საოქმო განჩინებით სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული დროებითი ნაგებობის აღების, ე. ჯ.-სა და ნ. ქ.-სთვის თანხების დაკისრების ნაწილში სარჩელის მოთხოვნა გამოიყო ცალკე წარმოებად და მათ ნაწილში საქმის წარმოება შეჩერდა ადმინისტრაციული წესით საქმის გადაწყვეტამდე.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 22.04.10 წ. გადაწყვეტილებით მ. შ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების აღაირების კომისიის 16.01.08 წ. ¹91 გადაწყვეტილება და ¹67 საკუთრების მოწმობა, ზუგდიდის რაიონის სოფ. ...-ის მიწის რეფორმის კომისიის მიერ 30.02.97 წ. გ. შ.-ს სახელზე გაცემულ მიღება-ჩაბარების ¹68 აქტში მითითებულ 0,27 ჰა მიწის ნაკვეთზე (ზუგდიდის რაიონის სოფ. ...-ში, «..-ის» გადასახვევი) ნ. ქ.-ს საკუთრების უფლების აღაირების ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ნ. ქ.-მ და ე. ჯ.-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.10 წ. გადაწყვეტილებით ნ. ქ.-სა და ე. ჯ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 22.04.10 წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. შ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.10 წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. შ.-მ, რომელმაც საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. შ.-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. შ.-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე მ. შ.-ს გადახდილი აქვს საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. შ.-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.10 წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. მ. შ.-ს (საიდენტიფიკაციო ¹...) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.