ბს-1401-1365(2კ-10) 23 დეკემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. ქუთაისის მერიისა და გ. თ-ძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 28 ივლისს მ. A-ძემ და ტ. თ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების _ გ. თ-ძისა და ქ. ქუთაისის მერიის მიმართ და ქ. ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა საქალაქო სამსახურის უფროსის 2008 წლის 21 ოქტომბრის ¹01.593 წერილის, მის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹21ა-ში მდებარე 2650 კვ.მ მიწის ნაკვეთზე თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკუთრების უფლების რეგისტრაციის, ქ. ქუთაისის მერის 2008 წლის 14 ნოემბრის ¹2429 ბრძანების, 2008 წლის 15 დეკემბერს ჩატარებულ აუქციონზე გამარჯვების ¹334 ოქმის, გ. თ-ძეზე გაცემული საკუთრების უფლების დამადასტურებელი ¹217 მოწმობისა და მის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ქუთაისში, .... ქ. ¹21ა-ში მდებარე 2650 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გ. თ-ძის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა მოითხოვეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 2 დეკემბრის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური ჩაება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით მ. A-ძისა და ტ. თ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 774 კვ.მ მიწის ნაკვეთის (მდებარე ¹0302415 საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების აღმოსავლეთით) ნაწილში ქალაქ ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა საქალაქო სამსახურის უფროსის 2008 წლის 21 ოქტომბრის ¹01.593 წერილი, მის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹21ა-ში მდებარე 2650 კვ.მ მიწის ნაკვეთზე თვითმმართველი ქ. ქუთაისის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ქ. ქუთაისის მერის 2008 წლის 14 ნოემბრის ¹2429 ბრძანება, 2008 წლის 15 დეკემბრის აუქციონზე გამარჯვების ¹334 ოქმი, გ. თ-ძეზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი ¹217 მოწმობა და მის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ქუთაისში, ... ქ. ¹21ა-ში მდებარე 2650 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გ. თ-ძის საკუთრების უფლების რეგისტრაცია; მ. A-ძისა და ტ. თ-ძის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ქუთაისის მერიამ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება 774 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის (მდებარე ¹0302415 საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების აღმოსავლეთით) ნაწილში ქუთაისში, ... ქ. ¹21ა-ში მდებარე 2650 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე გ. თ-ძის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. თ-ძემ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 მაისის განჩინებით გ. თ-ძის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო განუხილველი დარჩა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებაზე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართეს მ. A-ძემ და ტ. თ-ძემ, რომლებმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის განჩინებით ქ. ქუთაისის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ტ. თ-ძისა და მ. A-ძის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ქუთაისის მერიამ. კასატორმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. თ-ძემაც, რომელმაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბერის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. ქუთაისის მერიისა და გ. თ-ძის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ქუთაისის მერიისა და გ. თ-ძის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან, ნ. ლ-ძეს გ. თ-ძეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ქუთაისის მერიისა და გ. თ-ძის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის განჩინება;
3. ნ. ლ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ გ. თ-ძის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.