Facebook Twitter

ბს-1404-1340(კ-09) 14 იანვარი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი/მ მ. ბ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 14 სექტემბერს ი/მ მ. ბ-შვილმა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის _ ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, 2005 წლის 19 აგვისტოს შემოწმების აქტისა და ¹59 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ მ. ბ-შვილის სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი ¹59 საგადასახადო მოთხოვნა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 19 აგვისტოს შემოწმების აქტი, კერძოდ, ი/მ მ. ბ-შვილზე დარიცხული 71 463 ლარის საშემოსავლო გადასახადი, აქედან 51 463 ლარი ძირითადი თანხაა და 20 000 ლარი ჯარიმა_საურავი; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 იანვრის განჩინებით ბათუმის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ მ. ბ-შვილს სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2004 წლის 4 აგვისტოს ¹754 ბრძანება და მის საფუძველზე მიღებული ¹59 საგადასახადო მოთხოვნა ი/მ მ. ბ-შვილზე დღგ-ს გადასახადის 13532, საშემოსავლო გადასახადის 22 723 ლარის, სოციალური დაზღვევის გადასახადის 35 212 ლარის და საერთო სარგებლობის საავტომობილო გზის გადასახადის 45,5 ლარის დარიცხვის ნაწილში, ხოლო სხვა გადასახადის გადახდის ნაწილის ბათილად ცნობაზე სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლემ _ ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების მეორე პუნქტი, რომლითაც მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისრა 200 ლარის გადახდა, რაც ჩაეთვალა გადახდილად, ხოლო ზედმეტად გადახდილი 1 768, 37 ლარი დაუბრუნდა უკან; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა და მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 21 იანვრის განჩინებით ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების პირველი პუნქტი, რომლითაც ი/მ მ. ბ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: ბათილად იქნა ცნობილი საგადასახაო ინსპექციის უფროსის 2004 წლის 4 აგვისტოს ¹754 ბრძანება და მის საფუძველზე მიღებული ¹59 საგადასახადო მოთხოვნა ი/მ მ. ბ-შვილის სახელზე დღგ-ს გადასახადში 13532 ლარის, საშემოსავლო გადასახადში _ 22723 ლარის, სოციალური დაზღვევის გადასახადში 35 212 ლარისა და საერთო სარგებლობის საავტომობილო გზის გადასახადში 45,5 ლარის დარიცხვის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი/მ მ. ბ-შვილის სარჩელი ბათუმის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2004 წლის 4 აგვისტოს ¹754 ბრძანებისა და მის საფუძველზე მიღებული ¹59 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ მ. ბ-შვილმა, რომელმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 28 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი/მ მ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი/მ მ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, ვინაიდან ი/მ მ. ბ-შვილს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 3626 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 2538.2 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი/მ მ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. ი/მ მ. ბ-შვილს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 2538.2 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.