Facebook Twitter

ბს-1406-1342 (კ-09) 10 თებერვალი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 04.09.08წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ჩოხატაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე _ დ. ჟ-ტის მიმართ, რომლითაც მხარეებს შორის არსებული კონტრაქტის დარღვევისათვის დ. ჟ-ტისათვის ჯარიმის, პირგასამტეხლოსა და ზიანის თანხის დაკისრება მოითხოვა.

ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 24.10.08 წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელზე მოპასუხე დ. ჟ-ტისათვის ზიანის თანხის 2380,64 ლარის (ხელფასის სახით 1809,44 ლარი და კვებაზე გაწეული ხარჯები 571, 20 ლარი) მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე დ. ჟ-ტზე ჯარიმის თანხის 1400 ლარის და მოცემული 14000 ლარის ყოველ გადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით 0,2 %-ის (2005 წლის 31 აგვისტოდან მის ანაზღაურებამდე) მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, რომელმაც 24.10.08 წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.01.2008 წ. განჩინებით ადმინისტრაციული საქმიდან ¹3ბ/907-08წ. ცალკე წარმოებად გამოიყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 24.10.08წ. გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში. ადმინისტრაციული საქმიდან ¹3ბ/907-08წ. გამოყოფილი სასარჩელო მოთხოვნა განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.01.09წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 24.10.08წ. გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 07.04.09წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დ. ჟ-ტის მიმართ მიყენებული ზიანის, 2380, 64 ლარის ანაზღაურების შესახებ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.08.09წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 07.04. 09წ. გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.08.09წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.08.09 წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.