Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-1409-1345(კ-09) 25 იანვარი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მ. თ-უას, ი. ს-იას, თ. პ-იას, რ. ქ-იას, ნ. ფ-იას, ნ. დ-ძის, მ. დ-იას, ა. კ-იას, მ. ა-ძეს, გ. ჯ-იას, ბ. ხ-იას, ო. წ-იას, ვ. ხ-იას, გ. მ-იას, რ. ჯ-იასა და მ. ბ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაზე, მოწინააღმდეგე მხარე _ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით თ. ს-იას, ი. ს-იას, თ. პ-იას, რ. ქ-იას, ნ. ფ-იას, ნ. დ-ძის, მ. დ-იას, ა. კ-იას, მ. თ-უას, მ. ა-ძის, გ. ჯ-იას, ბ. ხ-იას, ო. წ-იას, ვ. ხ-იას, გ. მ-იას, რ. ჯ-იას, მ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ს-იას, ი. ს-იას, თ. პ-იას, რ. ქ-იას, ნ. ფ-იას, ნ. დ-ძის, მ. დ-იას, ა. კ-იას, მ. თ-უას, მ. ა-ძის, გ. ჯ-იას, ბ. ხ-იას, ო. წ-იას, ვ. ხ-იას, გ. მ-იას, რ. ჯ-იას, მ. ბ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. თ-უამ, ი. ს-იამ, თ. პ-იამ, რ. ქ-იამ, ნ. ფ-იამ, ნ. დ-ძემ, მ. დ-იამ, ა. კ-იამ, მ. ა-ძემ, გ. ჯ-იამ, ბ. ხ-იამ, ო. წ-იამ, ვ. ხ-იამ, გ. მ-იამ, რ. ჯ-იამ და მ. ბ-შვილმა. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2009 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, ხსენებულ საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად და კასატორებს დაევალათ ხარვეზის შესახებ 2009 წლის 29 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. კასატორებს განემარტათ, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინების შემცველი გზავნილები კასატორების წარმომადგენელს _ ხ. ხ-იანს ჩაბარდა 2009 წლის 25 ნოემბერს. შესაბამისად, კასატორებს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა 2009 წლის 7 დეკემბერს ამოეწურათ. კასატორებმა მათთვის მიცემულ ვადაში არ შეავსეს 2009 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს მ. თ-უას, ი. ს-იას, თ. პ-იას, რ. ქ-იას, ნ. ფ-იას, ნ. დ-ძის, მ. დ-იას, ა. კ-იას, მ. ა-ძეს, გ. ჯ-იას, ბ. ხ-იას, ო. წ-იას, ვ. ხ-იას, გ. მ-იას, რ. ჯ-იასა და მ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.