Facebook Twitter

¹ბს-1410-1374(კ-10) 19 აპრილი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა: ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ გ. ხ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველო

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ივნისის განჩინება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

გ. ხ-ამ სარჩელი აღძრა მარტვილის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხის – საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება /იხ.ს.ფ. 2-11/.

საქმის გარემოებები:

გ. ხ-ა მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მარტვილის შს სამმართველოში, მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში და არის ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანი. საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს 2010 წლის 13 იანვრის ¹36/6/7-6/11 ცნობის შესაბამისად, მის 1998, 1999, 2000 და 2003 წლების სახელფასო დავალიანებას შეადგენდა 1317,89 ლარი, მათ შორის ხელფასი – 528,26 ლარი, წელთა ნამსახურობის დანამატი – 81,63 ლარი და კვების ულუფა – 708,00 ლარი.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი:

მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანების ანგარიშსწორება არ მომხდარა, რის გამოც საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს მის მიმართ გააჩნია დავალიანება სახელფასო დავალიანება.

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:

,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6, მე-14, 37-ე მუხლები და საქართველოს კონსტიტუცია.

მოპასუხე - საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველომ შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ხანდაზმულობის მოტივით /იხ. ს.ფ. 19-26/.

მარტვილის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით გ. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს - საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების – 528,26 ლარის გადახდა, ხოლო სარჩელი კვების ულუფის კომპენსაციისა და წელთა ნამსახურობის დანამატის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ გამოიყენა ,,პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონი და ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონი და განმარტა, რომ ,,პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, პოლიციელის ხელფასი შედგება თანამდებობრივი და წოდებისათვის დადგენილი სარგოებიდან. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელს ხელფასის გარდა მიეცემა ხელფასზე დანამატი და კომპენსაცია. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში პოლიციელისათვის შეიძლება განისაზღვროს კანონით გათვალისწინებული სოციალური დაცვის დამატებითი ღონსიძიებები და შეღავათები.

,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან დათხოვნის დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). ამავე კანონის 1341-ე მუხლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციის) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად.

ხოლო, რაც შეეხება კვებისა და წელთა ნამსახურობის დანამატის მოთხოვნას, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ხანდაზმულია, ვინაიდან, სარჩელი აღიძრა 2010 წლის 1 მარტს ანუ სსსკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწლით განსაზღვრული პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის 3- წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო /იხ. ს.ფ. 30-31/.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის განმარტებით, არამართებლია რაიონული სასამართლოს განმარტება წელთა ნამსახურობისა და ულუფის ფულადი კომპენსაციის ანაზღაურებაზე უარის თქმა ხანდაზმულობის მოტივით, ვინაიდან, ხანდზმულობის ვადის მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, გარდა ამისა, ის 2003 წლიდან იმყოფებოდა ძებნაში, ხოლო 2007 წლის ნოემბრიდან 2009 წლის აპრილამდე – სასჯელის მოხდის ადგილზე. სარჩელის წარდგენა დააბრკოლა განსაკუთრებულმა, მოცემულ შემთხვევაში აუცდენელმა, დაუძლეველმა ძალამ.

ამასთან, აპელანტის მითითებით, საქმეში არსებული საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს კადრებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის 13.01.2010 წლის წერილი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს აღიარებასა და მორატორიუმს, რაც ხანდაზმულობის ვადის გასვლისა და ვადის დენის შეჩერების საფუძველია /იხ. ს.ფ. 34-42/.

საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველომ სააპელაციო შესაგებლით გ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი არ ცნო და მოითხოვა აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 56-62/.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 16 ივნისის განჩინებით საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მარტვილის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სავანეთის სამხრეო მთავარი სამმართველოს კადრებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის 2010 წლის 13 იანვრის წერილი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს აღიარებას და მორატორიუმს, ვინაიდან, პალატის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს ცნობა, შეიცავს გ. ხარებავს მიმართ ამ ორგანოს სახელფასო დავალიანების შესახებ ინფორმაციას, წარმოადგენს ამავე ორგანოში დაცულ და მის მიერ ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში კანონით დადგენილი წესით გაცემულ საჯარო ინფორმაციას და არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გ. ხ-ას მიმართ ვალის აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტს, რაც არ იწვევს სახელფასო დავალიანების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას. რაც შეეხება ,,მორატორიუმს» ის არის სახელმწიფო ხელისუფლების განკარგულებით განსაკუთრებული გარემოებების გამო ვალდებულების შესრულების გადავადება (მაგ. საომარი მდგომარეობა და სხვა). მორატორიუმი შეიძლება გავრცელდეს განსაზღვრულ ტერიტორიაზე ვალდებულებათა ცალკეულ სახეებზე, პირთა განსაზღვრულ ქმედებაზე და სხვა. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს კადრებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის 2010 წლის 13 იანვრის წერილში მითითებული გარემოება, რომ ,,შინაგან საქმეთა სამინისტროზე მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებში არ არის გათვალისწინებული წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების დაფარვისათვის საჭირო თანხა», არანაირად არ აკმაყოფილებს ,,მორატორიუმის» ცნებას, რადგან არ არსებობს მთავრობის დადგენილება ვალდებულების შესრულების გადავადების შესახებ. /ის. ს.ფ. 75-82/.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ხ-ამ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:

,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე – გ. ხ-ა წარმოადგენს საჯარო მოხელეს, რის გამოც მასზე შრომითი სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირებისას გამოყენებულ უნდა იქნეს აღნიშნული კანონის მოთხოვნები.

ამავე კანონის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებზე ვრცელდება აღნიშნული კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. ამავე კანონის ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც აღნიშნული კანონმდებლობით არ წესრიგდება რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. ამავე კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, ,,მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რომელიც მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიასა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს.»

კასატორის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მოქალაქეთა შრომითი უფლებები და გარანტირებულია შრომის სამართლიანი ანაზაღაურება, ის რომ შესრულებული სამუშაოსათვის მუშაკმა უნდა მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება საყოველთაოდ აღიარებულია ადამინის უფლებების საყოველთაო დეკლარაციით, რომელსაც საქართველო შეუერთდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის ¹655 დადგენილებით და რომლის შესაბამისადაც, ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიან და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის, რომელსაც ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.

,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს მისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივი მივლინების პერიოდში მოსამსახურეს უნარჩუნდება მოხელის ან დამხმარე მოსამსახურეს დაკავებული თანამდებობა და შესაბამისი შრომითი გასამრჯელო (ხელფასი, დანამატი) /იხ. ს.ფ. 107-114/.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით მომართა გ. ხ-ამ და მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა (იხ. ს.ფ.120-121).

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით მიღებულ 2011 წლის 15 თებერვლის განჩინებით გ. ხ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. «ბ» პუნქტის საფუძველზე /დივერგენტული კასაცია/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ხ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, გ. ხ-ას სარჩელი 1998-2000 წლის კვების (ულუფის) კომპენსაციისა და წელთა ნამსახურობის დანამატის _ 708 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს, ხოლო 2003 წლის კვების (ულუფის) კომპენსაციის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს 2010 წლის 13 იანვრის ¹36/6/7-6/11 ცნობით დადგენილია, რომ გ. ხ-ს 1998, 1999, 2000 და 2003 წლების დარიცხული და გაუცემელი შრომის ანაზღაურება შეადგენს 1317,89 ლარს, მათ შორის: ძირითადი ხელფასი – 528,26 ლარი, წელთა ნამსახურობის დანამატი – 81,63 ლარი და კვების (ულუფის) ფულადი კომპენსაცია – 708,00 ლარი (ი.ხ. ს.ფ. 13).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მარტვილის შს სამმართველოსთან და «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა საჯარო მოხელეს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციის, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. იმავე კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციით «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებდა, რომ პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებდა ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისთვის დადგენილ განაკვეთს, წელთა ნამსახურობის დანამატს, რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო; დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშობისთვის, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისთვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს. ასეთივე დანაწესს შეიცავდა მოსარჩელის სახელფასო დავალიანების წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების» 55-ე მუხლი, რომლის პირველი აბზაცით დადგენილი იყო, რომ პოლიციაში სამსახურისათვის თანამშრომელი იღებდა ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას (თუ იგი ნატურით არ ეძლეოდათ), რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო, დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებსა და კომპენსაციებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციით «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის, ისევე როგორც «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის შესახებ დებულების» შესაბამისი ნორმებით დადგენილი იყო, რომ პოლიციელის ხელფასი მოიცავდა არა მარტო თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, არამედ _ ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას და სხვა. თუმცა 2000 წლის 28 ივნისის ¹413 კანონით «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით, ხსენებული კანონის 31-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის თანახმად, ხელფასი მოიცავდა მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო არ არის ის გარემოება, რომ გ. ხ-ას წინაშე სახელფასო დავალიანება მოპასუხეს წარმოეშვა 1998, 1999, 2000 და 2003 წლებში და დღეისათვის მოსარჩელე დაობს სწორედ ამ პერიოდში წარმოშობილ და შეუსრულებელ ვალდებულებებზე. 1998, 1999, 2000 წლის წელთა ნამსახურობის დანამატისა და კვების (ულუფის) კომპენსაციის დავალიანება მოპასუხეს წარმოეშვა «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლის ძველი რედაქციის მოქმედების პირობებში, რომლის დროსაც ხელფასში გათვალისწინებული იყო არა მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთი, არამედ _ ნამსახურობის დანამატი, სასურსათო ულუფის ღირებულება და სხვა, ხოლო 2003 წლის კვების (ულუფის) კომპენსაციის დავალიანება მოპასუხეს წარმოეშვა «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლში 2000 წლის 28 ივნისის ¹413 კანონით განხორციელებული ცვლილების შემდეგ, რომელთა შედეგადაც პოლიციის თანამშრომლის ხელფასის ცნება მოიცავდა მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონის 1996 წლის 29 ოქტომბრის რედაქციის 47-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 2009 წლის 22 ოქტომბრის რედაქციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. უდავოა, რომ «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის, აგრეთვე «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების» არც ერთი მუხლი არ შეიცავს დათქმას ახალი რედაქციის ნორმებისათვის უკუძალის მინიჭების თაობაზე. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების შესაბამისი მუხლების ახალი რედაქცია ძველ ურთიერთობებზე არ უნდა გავრცელდეს, რადგან კანონის ახალ ნორმას არ აქვს მინიჭებული უკუქმედების ძალა.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა მიუთითებს, რომ გ. ხ-ას სარჩელიდან გამომდინარე დავის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა იქნეს ის სამართლებრივი ნორმები (იმ რედაქციის სამართლებრივი ნორმები), რომელთა მოქმედების დროსაც წარმოიშვა სახელფასო დავალიანება.

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა მიუთითებს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, დადგენილია და შესაბამისად აღიარებულია, რომ 2005 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე კუთვნილი თანხის გაცემა (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული კომპენსაციისა) უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. რის გამოც, საკასაციო სასამართლო უკანონოდ მიიჩნევს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებას, მოსარჩელის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების, რომელშიც 2000 წლის 28 ივნისამდე გათვალისწინებული იყო კვების (ულუფის) კომპენსაცია, ანაზღაურებაზე უარს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სავანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე და 331-ე მუხლების თანახმად, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1998, 1999 და 2000 წლების წელთა ნამსახურობისა და კვების (ულუფის) კომპენსაცია.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისათვის 1998, 1999 და 2000 წლის წელთა ნამსხურობის დანამატისა და კვების (ულუფის) კომპენსაციის თანხის ანაზღაურების ნაწილში არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლი. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძველი.

ხოლო, რაც შეეხება 2003 წლის კვების (ულუფის) კომპენსაციის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით მიუთითებს, რომ «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლი, 2000 წლის 28 ივნისის ¹413 კანონით განხორციელებული ცვლილების შედეგად, პოლიციის თანამშრომლის ხელფასის ცნებაში გულისხმობდა მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით აღნიშნავს, რომ კვების (ულუფის) კომპენსაციის თანხა 2000 წლის 28 ივნისის შემდეგ მოქმედი რედაქციის «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატს არ წარმოადგენს და იგი ხელფასისაგან დამოუკიდებელი ფულადი გასაცემელია, რომელზეც ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «მ» ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე, საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია.

საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის, ამა თუ იმ პირზე გაცემული ცნობა, რომელიც შეიცავს პირის მიმართ ამ ორგანოს დავალიანების შესახებ ინფორმაციას, წარმოადგენს ამავე ორგანოში დაცულ და მის მიერ ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში კანონით დადგენილი წესით გაცემულ საჯარო ინფორმაციას.

რაც შეეხება ვალის აღიარების საკითხს, საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით განმარტავს: იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი განხილულ იქნეს ამ ორგანოს მიერ ვალის აღიარებად, მასში პირდაპირ, ნათლად და გარკვევით უნდა იყოს გამოხატული ადმინისტრაციული ორგანოს ნება ვალის გადახდის თაობაზე, ამასთან, იგი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ამავე ორგანოს მხრიდან ვალის გადახდის დაპირების ელემენტს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მომავალში დაუბრუნდება ამ საკითხს და/ან აანაზღაურებს დავალიანებას.

აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2003 წლების კვების (ულუფის) კომპენსაციის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით მიაჩნია, რომ გ. ხ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გოგი ხარებავს სარჩელი 1998, 1999 და 2000 წლების წელთა ნამსახურების დანამატისა და კვების (ულუფის) კომპენსაციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოსათვის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდება, ხოლო 2003 წლის კვების (ულუფის) კომპენსაციის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გ. ხ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი ახალი გადაწყვეტილება;

3. გ. ხ-ას სარჩელი 1998, 1999 და 2000 წლების წელთა ნამსახუროს დანამატისა და კვების (ულუფის) კომპენსაციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოსათვის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს, ხოლო 2003 წლის კვების (ულუფის) კომპენსაციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოსათვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.