Facebook Twitter

ბს-141-139(კ-11) 9 მარტი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს (ბათუმის) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ნ. მ-ძის სარჩელის გამო საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს (ბათუმის) მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2010 წლის 19 აგვისტოს ნ. მ-ძემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს (ბათუმის) მიმართ და მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების _ 1200 ლარისა და იურიდიული მომსახურების ხარჯების _ 87 ლარის ანაზღაურების დაკისრება (იხ. ს.ფ. 2-10).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 17 სექტემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (იხ. ს.ფ. 30-31).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს (ბათუმი) დაეკისრა მოსარჩელისათვის 2000 წლის 11 თვის ხელფასის თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს – 427,35 ლარისა და იურიდიული მომსახურების ხარჯის _ 32 ლარის ანაზღაურება, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო (იხ. ს.ფ. 49-55).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველომ (ბათუმი) და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება მოპასუხისათვის იურიდიული საადვოკატო ხარჯების – 32 ლარის დაკისრების ნაწილში (იხ. ს.ფ. 60-69).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის განჩინებით საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს (ბათუმის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში (იხ. ს.ფ. 83-88).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველომ (ბათუმი), რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 97-103).

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 28 იანვრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს (ბათუმის) საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად. მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 106-107).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს (ბათუმი) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორის _ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს (ბათუმის) საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს (ბათუმის) მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს (ბათუმის) საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს (ბათუმის) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს (ბათუმის) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.