Facebook Twitter

ბს-1413-1349(კ-09) 26 იანვარი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ე. და მ. ფ-ძეების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 აგვისტოს განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2008 წლის 6 ნოემბერს ე. ფ-ძემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ქ. ქუთაისის მერიის, შპს “...” მიმართ, მესამე პირებად მიუთითა შპს “...” და მ. ი-ია და მოითხოვა შპს “...” მიერ შედგენილი, ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹21-ში მდებარე მიწის ნაკვეთის პროექტის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 24 აპრილის 4გ/30 დადგენილებასთან (იხ. ს.ფ. 1-10; ტ.I).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 იანვრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო მ. ფ-ძე (იხ. ს.ფ. 175-178; ტ.I).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით ე. ფ-ძის სარჩელი სამეზობლო ღობის პროექტის საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 24 აპრილის ¹4გ/30 დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე არ დაკმაყოფიდლა უსაფუძვლობის გამო, ქ. ქუთაისის მერის 2003 წლის 14 თებერვლის ¹106 განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა სასარჩელო მოთხოვნის დაუშვებლობის გამო (იხ. ს.ფ. 244-248; ტ.I).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ე. ფ-ძემ (იხ. ს.ფ. 255-266; ტ.I).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 აგვისტოს განჩინებით ე. და მ. ფ-ძეების სააპელაციო და კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 203-214; ტ.II).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ე. და მ. ფ-ძეებმა და მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 აგვისტოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 227-234; ტ.II).

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ე. და მ. ფ-ძეების საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 258-259; ტ.II).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს მხარეებმა.

კასატორების წარმომადგენელმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:

სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების გარეშე მიიჩნია, რომ ქ. ქუთაისის მერია იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 24 აპრილის ¹4გ/30 დადგენილების მხარე, რომელსაც ევალებოდა დადგენილების აღსრულება. ქუთაისის მერის ¹12.15.307 გადაწყვეტილებისა და უზენაესი სასამართლოს დადგენილების შესრულების მიზნით სასამართლოს არ შეუფასებია, რადგან ¹12.15.307 გადაწყვეტილება გაუქმდა პროკურორის პროტესტის საფუძველზე და ამ მიზნით გამოცემულ განკარგულებაში ჩაიწერა ჯიხურის აგება, რაც გამორიცხავდა სადავო ტერიტორიაზე სკვერის მოწყობას და ღობის აგებას. 1998 წლის 24 აპრილის დადგენილების მხარე ქუთაისის მერია არ იყო და არც მისი აღსრულების ვალდებულება ეკისრებოდა.

სასამართლომ ასევე არ გამოიკვლია ქუთაისის მერის 1998 წლის 2 დეკემბრის ¹630 ბრძანება, რომლის მიხედვით, სადავო მიწის ფართი ჩაირიცხა სახელმწიფო ფონდში. ასეთ პირობებშიც კი სახელმწიფო ფონდის განმკარგავი სახელმწიფოს ნების გარეშე ქუთაისის მერია არ იყო და მის მიერ განხორციელებული ქმედება პროექტის დაკვეთის და ახალი მიჯნის აღმართვის შესახებ ფ-ძეების თანხმობის გარეშე ეწინააღმდეგება კანონს. სასამართლოებს ასევე არ შეუფასებიათ, რომ მერიას ევალებოდა ჩიხის მოწყობა, რაზეც წინააღმდეგები არ იყვნენ ფ-ძეები, მაგრამ ქუთაისის მერიამ დაიწყო ღობის ახალი მიჯნის აღმართვა ყოველგვარი სამართლებრივი ნორმის მითითების გარეშე, უფლებამოსილების გადამეტებით, აღსრულების ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

ამდენად, კასატორების წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ არსებობდა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები (იხ. ს.ფ. 273; ტ.II).

მოწინააღმდეგე მხარის _ ქ. ქუთაისის მერიის წარმომადგენელმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა იმ მოტივით, რომ არ არსებობს მ. და ე. ფ-ძეების საკასაციო საჩივრის დასაშვებოად ცნობის წინაპირობა (იხ. ს.ფ. 275-281; ტ.II).

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა მოითხოეს ასევე მესამე პრებმა – მ. ი-იამ და შპს “...” დირექტორმა.

შპს “...” დირექტორის მითითებით, ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹21-ში ჩიხისა და სკვერის სასაზღვრო ზოლზე სასაზღვრო მიჯნის აღმართვა წარმოებდა სატენდერო ხელშეკრულების საფუძველზე, რომელშიც შესასრულებლი სამუშაოების ჩამონათვალი განსაზღვრულია მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ, შესაბამისად, შპს “...” პასუხისმგებელია მხოლოდ მათ შესრულებაზე. სასაზღვრო ნაგებობების აღმართვისას საზღვრები ფ-ძეების საზიანოდ არ დარღვეულა, სასაზღვრო ზოლის მთელ სიგრძეზე 10 სმ დაეთმო ფ-ძეების მხარეს ანუ ღობე აღმართულია მ. ი-იასა და მერიის საკუთრების ტერიტორიაზე, რაც დადგინდა ადგილზე დათვალიერებით (იხ. ს.ფ. 283-285; 309; ტ.II).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე. და მ. ფ-ძეების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორების _ ე. და მ. ფ-ძეების მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორებმა ვერ დაასაბუთეს თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ ე. და მ. ფ-ძეების მიერ არ იქნა რეალიზებული მათი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ე. და მ. ფ-ძეების საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ე. და მ. ფ-ძეების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორებს _ ე. და მ. ფ-ძეებს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეთ მათ სახელზე წარმომადგენლის – ა. ბ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. და მ. ფ-ძეების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორებს _ ე. და მ. ფ-ძეებს დაუბრუნდეთ მათ სახელზე წარმომადგენლის – ა. ბ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.