ბს-1428-1391(კ-10) 22 ნოემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ზ. ჯ-იანმა, ე. გ-იანმა, რ. გ-იანმა, მ. გ-იანმა, ბ. ც-ანმა, გ. გ-იანმა, ლ. ხ-იანმა, ე. წ-იანმა, ი. წ-იანმა, გ. გ-ანმა, ს. წ-ძემ, ლ. წ-ძემ, თ. გ-იანმა, ჯ. ც-ანმა, ო. ს-იანმა და ე. გ-იანმა სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ზ. ჯ-იანის, ე. გ-იანის, რ. გ-იანის, მ. გ-იანის, ბ. ც-ანის, გ. გ-იანის, ლ. ხ-იანის, ე. წ-იანის, ი. წ-იანის, გ. გ-ანის, ს. წ-ძის, ლ. წ-ძის, თ. გ-იანის, ჯ. ც-ანის, ო. ს-იანის და ე. გ-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზ. ჯ-იანის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის 245 ლარი, 1999 წლის 354,73 ლარი, 2000 წლის 264,64 ლარი; ე. გ-იანის სასარგებლო 1998 წლის 231,72 ლარი, 1999 წლის 373,63 ლარი, 2000 წლის 264,64 ლარი; რ. გ-იანის სასარგებლოდ 1998 წლის 292,17 ლარი, 2000 წლის 220,10 ლარი; მ. გ-იანის სასარგებლოდ 1998 წლის 218,92 ლარი, 1999 წლის 394,46 ლარი, 2000 წლის 264,64 ლარი; ბ. ც-ანის სასარგებლოდ 1998 წლის 218,57 ლარი, 1999 წლის 274,57 ლარი, 2000 წლის 212,54 ლარი; გ. გ-იანის სასარგებლოდ 1998 წლის 422,92 ლარი, 1999 წლის 417,52 ლარი, 2000 წლის 285,52 ლარი; ლ. ხ-იანის სასარგებლოდ 1999 წლის 54,73 ლარი, 2000 წლის 218,92 ლარი; ე. წ-იანის სასარგებლოდ 1998 წლის 235,47 ლარი, 1999 წლის 335,50 ლარი, 2000 წლის 281,91 ლარი; ი. წ-იანის სასარგებლოდ 1998 წლის 115,86 ლარი, 1999 წლის 334,70 ლარი, 2000 წლის 218,92 ლარი; გ. გ-ანის სასარგებლოდ 1998 წლის 264,64 ლარი, 1999 წლის 292,67 ლარი, 2000 წლის 210,10 ლარი; ს. წ-ძის სასარგებლოდ 1998 წლის 407,23 ლარი, 1999 წლის 391,96 ლარი, 2000 წლის 264,64 ლარი; ლ. წ-ძის სასარგებლოდ 1998 წლის 342,58 ლარი, 1999 წლის 338,28 ალრი, 2000 წლის 218,92 ლარი; თ. გ-იანის სასარგებლოდ 1998 წლის 264,64 ლარი, 1999 წლის 226,01 ლარი, 2000 წლის 264,64 ლარი; ჯ. ც-ანის სასარგებლოდ 1998 წლის 8,82 ლარი, 1999 წლის 322,88 ლარი, 2000 წლის 218,92 ლარი; ო. ს-იანის სასარგებლოდ 1999 წლის 388,46 ლარი, 2000 წლის 264,64 ლარი, ე. გ-იანის სასარგებლოდ 1998 წლის 245 ლარი, 1999 წლის 408,83 ლარი, 2000 წლის 264,64 ლარი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომლითაც სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.