Facebook Twitter
ბს-1429-1392 (კ-10) 20 იანვარი

ბს-1429-1392(კ-10) 20 იანვარი.2011 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას 21.01.10 წ. სარჩელით მიმართეს ა. Gგ-ოვმა, ა. Aა-ოვმა, თ. გ-ევმა, მ. გ-ევმა და ე. Gგ-ოვმა, რომლებმაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელფასო დავალიანების _ 1998-1999-2000 წლების 13 თვის ხელფასის გაცემის დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.05.10 წ. გადაწყვეტილებით ა. Gგ-ოვის, ა. Aა-ოვის, თ. გ-ევის, მ. გ-ევისა და ე. Gგ-ოვის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ა. Gგ-ოვის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის ხელფასის 93,62 ლარის, 1999 წლის ხელფასის 113,11 ლარის, 2000 წლის ხელფასის 127,59 ლარის ანაზღაურება; მ. გ-ევის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის ხელფასის 95,82 ლარის, 1999 წლის ხელფასის 119,30 ლარის, 2000 წლის ხელფასის 103,97 ლარის ანაზღაურება; ე. Gგ-ოვის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის ხელფასის 99,96 ლარის, 1999 წლის ხელფასის 128,35 ლარის, 2000 წლის ხელფასის 111,26 ლარის ანაზღაურება. თ. გ-ევის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის ხელფასის 91,37 ლარის, 1999 წლის ხელფასის 116,84 ლარის, 2000 წლის ხელფასის 103,45 ლარის ანაზღაურება; ა. Aა-ოვის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის ხელფასის 96,54 ლარის, 1999 წლის ხელფასის 119,12 ლარის, 2000 წლის ხელფასის 105,51 ლარის ანაზღაურება; მოსარჩელეებს უარი ეთქვათ 1998-1999-2000 წლების პრემიის, კვებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.10 წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.05.10 წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.10 წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.10წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.