ბს-1432-1395(კ-10) 23 დეკემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონული ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 11 დეკემბერს ი/მ “ლ. თ-ძემ” სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საგადასახადო ინსპექციის მიმართ. მოსარჩელემ გადახდილი 10 560 ლარის დღგ-ს ანგარიშში ჩათვლა და დარიცხული საურავის _ 17 482.5 ლარის გაუქმება მოითხოვა.
2009 წლის 26 ოქტომბერს ი/მ “ლ. თ-ძემ” დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და გორის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 25 ოქტომბრის ¹1657 შეტყობინების ბათილად ცნობა, მის მიერ განხორციელებული ჩათვლების აღდგენა, გადახდილი 10 560 ლარის დღგ-ს ანგარიშში ჩათვლა და გირავნობა/იპოთეკის უფლების გაუქმება მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად შპს “...” ჩაება.
გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 იანვრის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ჩაება.
გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 თებერვლის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაება შპს “....”.
გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და ი/მ “ლ. თ-ძის” სარჩელი მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, გორის საგადასახადო ინსპექციის, მესამე პირების _ შპს “...” და შპს “...” მიმართ ¹აა 59010312 ანგარიშ-ფაქტურის დღგ-ს ჩათვლის აღდგენის ნაწილში დარჩა განუხილველი.
გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის განჩინებით შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება ი/მ “ლ. თ-ძის” სარჩელისა გამო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის მიმართ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2006 წლის 20 ნოემბრის ¹05-40/3/-9265 შეტყობინების ბათილად ცნობის ნაწილში დაუშვებლობის გამო.
გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით ი/მ “ლ. თ-ძის” სარჩელი დაკმაყოფილდა; ი/მ “ლ. თ-ძეს” აღუდგა შპს “ლომის” მიერ მისთვის საქონლის მიწოდებისათვის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით – სერია აა-70 ¹052785 (დღგ-ს თანხა _ 2 800 ლარი), სერია აა-70 ¹055585 (დღგ-ს თანხა _ 2 560 ლარი), სერია აა-70 ¹148630 (დღგ-ს თანხა _ 2 800 ლარი), სერია აა-70 ¹054399 (დღგ-ს თანხა _ 1 200 ლარი), სერია აა-70 ¹054347 (დღგ-ს თანხა _ 1 200 ლარი), სულ _ 10 560 ლარი, განხორციელებული დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლა და გაუქმდა ამ ანგარიშ-ფაქტურებზე დღგ-ს ჩათვლის გაუქმების გამო დარიცხული საურავები; ბათილად იქნა ცნობილი გორის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 25 ოქტომბრის ¹1657 საგადასახადო მოთხოვნა ლ. თ-ძისათვის ამ ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებული დღგ-ს ჩათვლების გაუქმების გამო დარიცხულ ძირითად თანხასა და საურავების ნაწილში.
გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გორის საგადასახადო ინსპექციამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციისა) და სსიპ შემოსავლების სამსახურის (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონული ცენტრის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.