ბს-1435-1398 (კ-10) 29 დეკემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ტ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 10 სექტემბერს ა. ტ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 13 აგვისტოს ¹622 ბრძანებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ვ. გ-შვილის 2008 წლის 30 ოქტომბრის ¹12-06/14027 პასუხის გაუქმებას, 2008 წლის 18 ივლისის, ასევე ამავე წლის 29 ივლისის ¹ტ/5869 და ¹ტ/6305 ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა-დაკმაყოფილებას, მასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების მიღებასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 11 ნოემბრის საოქმო განჩინებით, მოსარჩელე ა. ტ-შვილის შუამდგომლობა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდა და მოსარჩელე ა. ტ-შვილის სასარჩელო მოთხოვნაზე -მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება.
სარჩელის წარდგენის შემდეგ მოსარჩელემ 2009 წლის 1 დეკემბერს საბოლოოდ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 13 აგვისტოს ¹622 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის-ვ. გ-შვილის 2008 წლის 30 ოქტომბრის ¹12-06/14027 აქტის არარად აღიარება, 2008 წლის 18 ივლისისა და ამავე წლის 29 ივლისის ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის დავალება და მათთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 1 დეკემბრის საოქმო განჩინებით, მოსარჩელე ა. ტ-შვილის სასარჩელო მოთხოვნებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ვ. გ-შვილის 2008 წლის 30 ოქტომბრის ¹12-06-14027 აქტის არარად აღიარებისა და 2008 წლის 18 ივლისისა და ამავე წლის 29 ივლისის ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის დავალების და მათთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შესაბამისი აქტის გამოცემის თაობაზე-შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ტ-შვილის სასარჩელო განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 13 აგვისტოს ¹622 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ტ-შვილმა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მარტის განჩინებით ა. ტ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ტ-შვილმა.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მარტის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ტ-შვილის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ა. ტ-შვილის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ა. ტ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ა. ტ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა. ტ-შვილის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ტ-შვილს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.