Facebook Twitter

ბს-1437-1400(კ-10) 23 დეკემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 23 ოქტომბერს მ. მ-შვილმა, ჯ. ლ-ძემ და დ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ხაშურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – შპს ,,...”, ხაშურის ვაგონების სარემონტო საექსპლუატაციო სამმართველოსა და მესამე პირის _ მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელეებმა მოპასუხისათვის უკანონოდ დაქვითული საშემოსავლო გადასახადის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-შვილის, ჯ. ლ-ძისა და დ. მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. მ-შვილმა, ჯ. ლ-ძემ და დ. მ-ძემ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მაისის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით მ. მ-შვილის, ჯ. ლ-ძისა და დ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 მარტის საოქმო განჩინებით არასათანადო მოპასუხე _ შპს ,,...” და ხაშურის ვაგონების სარემონტო-საექსპლუატაციო სამმართველო შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრით (საგადასახადო ინსპექციით). ამავე საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილში შესაბამისად, მოცემულ საქმეში შპს ,,...” ჩაება მესამე პირად.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 მარტის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.

გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 ივნისს საოქმო განჩინებით მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციით.

გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 ივნისის განჩინებით მ. მ-შვილის, ჯ. ლ-ძისა და დ. მ-ძის სარჩელი, მოპასუხის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციისა და მესამე პირის _ შპს ,,...” მიმართ, არასწორად დაქვითული საშემოსავლო თანხების დაბრუნების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური.

2009 წლის 23 თებერვალს მოსარჩელეებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოპასუხის _ შპს ,,...” მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათის მათზე გავრცელება, 2001-2006 წლებში მოსარჩელეთა ხელფასიდან არასწორად დაქვითული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექციისათვის სათანადოდ კორექტირებული დეკლარაციის წარდგენა, ხოლო მოპასუხის _ მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიერ 2001-2006 წლებში ხელფასიდან უკანონოდ ჩამოჭრილი საშემოსავლო გადასახადის ანაზღაურება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. მ-ძის, მ. მ-შვილისა და ჯ. ლ-ძის სარჩელი დაკამყოფილდა; მოპასუხეს _,,...” მოსარჩელეებზე შეღავათების გავრცელება და მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში 2001 წლიდან 2006 წლის პერიოდის სათანადოდ კორექტირებული დეკლარაციის წარდგენა დაევალა; მოპასუხეს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას შპს ,,...” მიერ წარდგენილი სათანადოდ კორექტირებული დეკლარაციის საფუძველზე, ზედმეტად გადახდილი თანხის, კერძოდ, დ. მ-ძისათვის _ 1481.18 ლარის, მ. მ-შვილისათვის – 2231.65 ლარისა და ჯ. ლ-ძისათვის _ 1315.56 ლარის უკან დაბრუნება დაევალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ივლისის განჩინებით მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 ოქტომბრის საოქმო განჩინებით არასათანადო მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ საქართველს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრით (საგადასახადო ინსპექციით).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით საქმე განსჯადობის შესაბამისად, გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 იანვრის განჩინებით არასათანადო მოპასუხე _ საქართველს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციით; მ. მ-შვილის, ჯ. ლ-ძისა და დ. მ-ძის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასმართლოს ადმინისტრაციულ სქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 აპრილის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით დ. მ-ძის, მ. მ-შვილისა და ჯ. ლ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს _ სსიპ შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტს შპს ,,...” მიერ წარდგენილი სათანადოდ კორექტირებული დეკლარაციის საფუძველზე, ზედმეტად გადახდილი თანხის, კერძოდ, დ. მ-ძისათვის _ 1481.18 ლარის, მ. მ-შვილისათვის – 2231.65 ლარისა და ჯ. ლ-ძისათვის _ 1315.56 ლარის უკან დაბრუნება დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 სექტემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.