ბს-1455-1389(კ-09) 20 აპრილი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი _ გ. ილინა
განიხილა კასატორ ა. შ-ძის წარმომადგენლის _ დ. ჭ-ძის, ასევე მოწინააღმდეგე მხარეების _ მ. ზ-ძისა და ლ. ჯ-ძის წარმომადგენლების _ რ. ბ-ძისა და თ. ჭ-ძის შუამდგომლობა მათ მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის დამტკიცებისა და სარჩელზე უარის თქმის თაობაზე, საქმეზე _ ა. შ-ძის საკასაციო საჩივრით განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე _ მ. ზ-ძისა და ლ. ჯ-ძის სარჩელის გამო ა. და ი. შ-ძეების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ი. შ-ძის სახელზე განხორციელებული რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობისა და ლ. ჯ-ძის საკუთრების მოწმობის საფუძველზე რეგისტრაციის განხორციელების დავალდებულების შესახებ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2008 წლის 7 მაისს მ. ზ-ძემ და ლ. ჯ-ძემ სარჩელი აღძრეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ა. და ი. შ-ძეებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვეს 2008 წელს ი. და ა. შ-ძეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება ი. შ-ძის სახელზე განხორციელებული ჩანაწერის გაუქმებისა და ლ. ჯ-ძის საკუთრების უფლების ¹6564 მოწმობის საფუძველზე რეგისტრაციის განხორციელება (იხ. ს.ფ. 1-11; ტ.I).
მ. ზ-ძისა და ლ. ჯ-ძის სარჩელი არ ცნო მოპასუხემ – ი. შ-ძემ (იხ. ს.ფ. 67-74; ტ.I).
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ზ-ძისა და ლ. ჯ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათიალდ იქნა ცნობილი ი. და ა. შ-ძეებს შორის 2008 წლის 25 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულების შესახებ არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 161-173; ტ.I).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ზ-ძემ. ლ. ჯ-ძემ და ა. და ი. შ-ძეებმა.
მ. ზ-ძემ და ლ. ჯ-ძემ მოითხოვეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 178-186; ტ.I).
ი. და ა. შ-ძეებმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში (იხ. ს.ფ. 189-198; ტ.I).
მ. ზ-ძისა და ლ. ჯ-ძის სააპელაციო საჩივარი არ ცნეს ი. და ა. შ-ძეებმა და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 237-244; ტ.I).
ი. და ა. შ-ძეების სააპელაციო საჩივარი არ ცნეს მ. ზ-ძემ და ლ. ჯ-ძემ და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 251-257; ტ.I).
სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ი. შ-ძის წარმომადგენელმა და მოითხოვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის შესაბამისად, მ. და ლ. ჯ-ძის სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტა (იხ. ს.ფ. 295-296; ტ.I).
სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 ივლისის საოქმო განჩინების შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 286-289; ტ.I).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის განჩინებით მოცემული ადმინისტრაციული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სასარჩელო მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულებისა და შემძენის სადავო მიწის მესაკუთრედ რეგისტრაციის ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ზ-ძისა და ლ. ჯ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება ი. შ-ძის სახელზე სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრებად აღრიცხვის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ზ-ძისა და ლ. ჯ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მდებარე 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთის ი. შ-ძის სახელზე რეგისტრაციის შესახებ (იხ. ს.ფ. 308-315; ტ.I).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. შ-ძემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ს.ფ. 324-330; ტ.I).
საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 26 იანვრის განჩინებით ა. შ-ძის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად (პროცესუალური კასაცია) (იხ. ს.ფ. 37-41; ტ.II).
საკასაციო სასამართლომ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეებს (ფიზიკურ პირებს) სსსკ-ის 218-ე მუხლის საფუძველზე შესთავაზა მორიგების მიღწევა, რაც გაზიარებულ იქნა და შედეგად მხარეებმა წარმოადგინეს წერილობითი მორიგების აქტი, რომლის თანახმად:
“ერთის მხრივ კასატორი – ა. შ-ძე, ი. შ-ძე და მისი წარმომადგენელი დ. ჭ-ძე და მეორეს მხრივ მოწინააღმდეგე მხარე – მ. ზ-ძე, ლ. ჯ-ძე და მათი წარმომადგენლები – თ. ჭ-ძე და რ. ბ-ძე შევთანხმდით ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1455-1389(კ-09) დავამთავროთ მორიგებით შემდეგი პირობებით:
ა. შ-ძე თანახმაა, უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადასცეს მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, კერძოდ, 2500 კვ.მ-დან 450 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, ... (სარეგისტრაციო ზონა ხელვაჩაური _ 22, სექტორი ... 01, კვარტალი 01, ნაკვეთი 410), მორიგების აქტზე თანდართული შპს “...” აზომვითი ნახაზის შესაბამისად მ. ზ-ძეს და დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში 450 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ; მ. ზ-ძე თანახმაა, ა. შ-ძისაგან უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით მიიღოს მის საკუთრებასში რიცხული უძრავი ქონება, კერძოდ, 2500 კვ.მ-დან 450 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, ... (სარეგისტრაციო ზონა ხელვაჩაური _ 22, სექტორი ... 01, კვარტალი 01, ნაკვეთი 410) მორიგების აქტზე თანდართული შპს “...” აზომვითი ნახაზის შესაბამისად; ა. შ-ძე თანახმაა ლ. ჯ-ძესთან გადაფარვაში არსებული ფართიდან 261 კვ.მ ლ. ჯ-ძეს უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადასცეს 161 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, ... (სარეგისტრაციო ზონა ხელვაჩაური _ 22, სექტორი ... 01, კვარტალი 01, ნაკვეთი 410), მორიგების აქტზე თანდართული შპს “...” აზომვითი ნახაზის შესაბამისად; ლ. ჯ-ძე თანახმაა ა. შ-ძესთან გადაფარვაში არსებული ფართიდან 261 კვ.მ უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით მიიღოს 161 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, ... (სარეგისტრაციო ზონა ხელვაჩაური _ 22, სექტორი ... 01, კვარტალი 01, ნაკვეთი 410), მორიგების აქტზე თანდართული შპს “...” აზომვითი ნახაზის შესაბამისად; ლ. ჯ-ძე თანახმაა ა. შ-ძესთან გადაფარვაში არსებული ფართიდან 261 კვ.მ უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით ა. შ-ძეს გადასცეს 100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, ... სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, ... (სარეგისტრაციო ზონა ხელვაჩაური _ 22, სექტორი ... 01, კვარტალი 01, ნაკვეთი 410), მორიგების აქტზე თანდართული შპს “...” აზომვითი ნახაზის შესაბამისად; ა. შ-ძე თანახმაა ლ. ჯ-ძისაგან გადაფარვაში არსებული ფართიდან 261 კვ.მ უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით მიიღოს 100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, ... (სარეგისტრაციო ზონა ხელვაჩაური _ 22, სექტორი ... 01, კვარტალი 01, ნაკვეთი 410), მორიგების აქტზე თანდართული შპს “...” აზომვითი ნახაზის შესაბამისად; ლ. ჯ-ძე თანახმაა საკუთრებაში მიღებული 2510 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან, რომელიც მიიღო 2008 წლის 13 მარტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიიდან საკუთრების მოწმობა ¹6564, საკუთრებაში დარჩეს 2410 კვ.მ მიწის ნაკვეთი და დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში 2410 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და 41.3 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე მესაკუთრედ; ა. შ-ძე თანახმაა საკუთრებაში არსებული 2500 კვ.მ-დან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან საკუთრებაში დარჩეს 1889 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; ლ. ჯ-ძე და მ. ზ-ძე უარს ამბობენ სასარჩელო განცხადებაზე და მათ შორის არსებულ სამოქალაქო საქმეზე”.მორიგების აქტი წარმოდგენილია წერილობითი სახით და ხელმოწერილია კასატორის წარმომადგენლის – დ. ჭანიძის, ი. შ-ძის, მ. ზ-ძის, ლ. ჯ-ძისა და მათი წარმომადგენლების – თ. ჭ-ძისა და რ. ბ-ძის მიერ, რაც ერთვის საქმეს (იხ. ს.ფ. 68-70; ტ.II).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიიჩნია, რომ ა. შ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი განჩინება; დაკმაყოფილდეს კასატორ ა. შ-ძის წარმომადგენლის _ დ. ჭ-ძის, ასევე მ. ზ-ძისა და ლ. ჯ-ძის წარმომადგენლების _ რ. ბ-ძისა და თ. ჭ-ძის შუამდგომლობა; დამტკიცდეს წარმოდგენილი მორიგების აქტი; დაკმაყოფილდეს მ. ზ-ძისა და ლ. ჯ-ძის წარმომადგენლების – რ. ბ-ძისა და თ. ჭ-ძის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ და მ. ზ-ძისა და ლ. ჯ-ძის სარჩელზე უარის თქმის გამო შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დამტკიცდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი, რომლის თანახმად:
“ერთის მხრივ კასატორი – ა. შ-ძე, ი. შ-ძე და მისი წარმომადგენელი დ. ჭ-ძე და მეორეს მხრივ მოწინააღმდეგე მხარე – მ. ზ-ძე, ლ. ჯ-ძე და მათი წარმომადგენლები – თ. ჭ-ძე და რ. ბ-ძე შევთანხმდით ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1455-1389(კ-09) დავამთავროთ მორიგებით შემდეგი პირობებით:
ა. შ-ძე თანახმაა, უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადასცეს მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, კერძოდ, 2500 კვ.მ-დან 450 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, ... (სარეგისტრაციო ზონა ხელვაჩაური _ 22, სექტორი ... 01, კვარტალი 01, ნაკვეთი 410), მორიგების აქტზე თანდართული შპს “...” აზომვითი ნახაზის შესაბამისად მ. ზ-ძეს და დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში 450 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ; მ. ზ-ძე თანახმაა, ა. შ-ძისაგან უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით მიიღოს მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, კერძოდ, 2500 კვ.მ-დან 450 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, ... (სარეგისტრაციო ზონა ხელვაჩაური _ 22, სექტორი ... 01, კვარტალი 01, ნაკვეთი 410) მორიგების აქტზე თანდართული შპს “...” აზომვითი ნახაზის შესაბამისად; ა. შ-ძე თანახმაა ლ. ჯ-ძესთან გადაფარვაში არსებული ფართიდან 261 კვ.მ ლ. ჯ-ძეს უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადასცეს 161 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, ... (სარეგისტრაციო ზონა ხელვაჩაური _ 22, სექტორი ... 01, კვარტალი 01, ნაკვეთი 410), მორიგების აქტზე თანდართული შპს “...” აზომვითი ნახაზის შესაბამისად; ლ. ჯ-ძე თანახმაა ა. შ-ძესთან გადაფარვაში არსებული ფართიდან 261 კვ.მ უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით მიიღოს 161 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, ... (სარეგისტრაციო ზონა ხელვაჩაური _ 22, სექტორი ... 01, კვარტალი 01, ნაკვეთი 410), მორიგების აქტზე თანდართული შპს “...” აზომვითი ნახაზის შესაბამისად; ლ. ჯ-ძე თანახმაა ა. შ-ძესთან გადაფარვაში არსებული ფართიდან 261 კვ.მ უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით ა. შ-ძეს გადასცეს 100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, ... სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, ... (სარეგისტრაციო ზონა ხელვაჩაური _ 22, სექტორი ... 01, კვარტალი 01, ნაკვეთი 410), მორიგების აქტზე თანდართული შპს “...” აზომვითი ნახაზის შესაბამისად; ა. შ-ძე თანახმაა ლ. ჯ-ძისაგან გადაფარვაში არსებული ფართიდან 261 კვ.მ უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით მიიღოს 100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, ... (სარეგისტრაციო ზონა ხელვაჩაური _ 22, სექტორი ... 01, კვარტალი 01, ნაკვეთი 410), მორიგების აქტზე თანდართული შპს “...” აზომვითი ნახაზის შესაბამისად; ლ. ჯ-ძე თანახმაა საკუთრებაში მიღებული 2510 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან, რომელიც მიიღო 2008 წლის 13 მარტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიიდან საკუთრების მოწმობა ¹6564, საკუთრებაში დარჩეს 2410 კვ.მ მიწის ნაკვეთი და დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში 2410 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და 41.3 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე მესაკუთრედ; ა. შ-ძე თანახმაა საკუთრებაში არსებული 2500 კვ.მ-დან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან საკუთრებაში დარჩეს 1889 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; ლ. ჯ-ძე და მ. ზ-ძე უარს ამბობენ სასარჩელო განცხადებაზე და მათ შორის არსებულ სამოქალაქო საქმეზე” (იხ. ს.ფ. 68-70; ტ.II).საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული დავა წარმოიშვა სამოქალაქო სამართალურთიერთობაში წამოჭრილი კონფლიქტის გამო, რაც ფიზიკურ პირებს შორის გადაიჭრა მორიგებით. ამდენად, აზრი დაკარგა ადმინისტრაციული სარჩელის მეშვეობით კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობის გამოყენებამ, რაც ლოგიკურად გამოიხატა მოსარჩელეების ნებაში – უარი თქვან სარჩელზე.
წარმოდგენილ მორიგების აქტს ხელს არ აწერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური, სავსებით ლოგიკურად, მისი ფუნქციიდან გამომდინარე, რამდენადაც მისი უფლებამოსილება მხოლოდ სამოქალაქო ურთიერთობებში წარმოშობილი იურიდიული ფაქტების _ კერძოსამართლებრივი ხასიათის აქტების დარეგისტრირებას წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი მოცემულ დავაში მონაწილეობს მოპასუხის სტატუსით, რამდენადაც დავის საგანს წარმოადგენდა მის მიერ განხორციელებული ჩანაწერის კანონიერების საკითხი.
პროცესის მხარეებს _ ფიზიკურ პირებს შორის ურთიერთხელსაყრელი შეთანხმების მიღწევით ნიადაგი ეცლება სარეგისტრაციო ჩანაწერის კანონიერებაზე დავის გაგრძელებას.
ამდენად, ფაქტობრივად, სამოქალაქო ხასიათის კონფლიქტი, როგორც ადმინისტრაციული ხასიათის კონფლიქტის გამოწვევის წინაპირობა, მოგვარებულია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
კონკრეტულ შემთხვევაში პროცესის მონაწილე მხარეებმა _ ფიზიკურმა პირებმა მიაღწიეს მორიგებას, ხოლო მოსარჩელეებმა უარი განაცხადეს სარჩელზე (მათ შორის მის სამოქალაქო ნაწილზე – ი. და ა. შ-ძეებს შორის გაფორმებული 2008 წლის 25 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და ა. შ-ძის სადავო მიწის მესაკუთრედ რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ, რომელიც განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას (იხ. ს.ფ. 310; ტ.I). ამგვარად მხარეებმა გამოხატეს ნება თავისი საპროცესო და მატერიალური უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე ფიზიკური პირების ნების შეუზღუდავი გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
საკასაციო სასამართლოს მიჩნევით, წინამდებარე მორიგება არანაირ გავლენას არ ახდენს საჯარო ინტერესზე, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს პასიური პროცესუალური პოზიცია მორიგების მიღწევის თაობაზე კანონშესაბამისია ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის პრინციპებთან. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს არა მორიგება, არამედ სარჩელზე უარის თქმა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 272-ე მუხლის “გ" პუნქტის საფუძველზე საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.3. მუხლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება. ამდენად, მხარეთა მორიგების საფუძველზე საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, კასატორ ა. შ-ძის წარმომადგენელს – დ. ჭ-ძეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1500 ლარის ნახევარი _ 750 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 272-ე, 390-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. შ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი განჩინება; დაკმაყოფილდეს კასატორ ა. შ-ძის წარმომადგენლის _ დ. ჭ-ძის, ასევე მ. ზ-ძისა და ლ. ჯ-ძის წარმომადგენლების _ რ. ბ-ძისა და თ. ჭ-ძის შუამდგომლობა; დამტკიცდეს წარმოდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობით: ა. შ-ძე თანახმაა, უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადასცეს მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, კერძოდ, 2500 კვ.მ-დან 450 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, ... (სარეგისტრაციო ზონა ხელვაჩაური _ 22, სექტორი ... 01, კვარტალი 01, ნაკვეთი 410), მორიგების აქტზე თანდართული შპს “...” აზომვითი ნახაზის შესაბამისად მ. ზ-ძეს და დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში 450 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ; მ. ზ-ძე თანახმაა, ა. შ-ძისაგან უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით მიიღოს მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, კერძოდ, 2500 კვ.მ-დან 450 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, ... (სარეგისტრაციო ზონა ხელვაჩაური _ 22, სექტორი ... 01, კვარტალი 01, ნაკვეთი 410) მორიგების აქტზე თანდართული შპს “...” აზომვითი ნახაზის შესაბამისად; ა. შ-ძე თანახმაა ლ. ჯ-ძესთან გადაფარვაში არსებული ფართიდან 261 კვ.მ ლ. ჯ-ძეს უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადასცეს 161 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, ... (სარეგისტრაციო ზონა ხელვაჩაური _ 22, სექტორი ... 01, კვარტალი 01, ნაკვეთი 410), მორიგების აქტზე თანდართული შპს “...” აზომვითი ნახაზის შესაბამისად; ლ. ჯ-ძე თანახმაა ა. შ-ძესთან გადაფარვაში არსებული ფართიდან 261 კვ.მ უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით მიიღოს 161 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, ... (სარეგისტრაციო ზონა ხელვაჩაური _ 22, სექტორი ... 01, კვარტალი 01, ნაკვეთი 410), მორიგების აქტზე თანდართული შპს “...” აზომვითი ნახაზის შესაბამისად; ლ. ჯ-ძე თანახმაა ა. შ-ძესთან გადაფარვაში არსებული ფართიდან 261 კვ.მ უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით ა. შ-ძეს გადასცეს 100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, ... სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, ... (სარეგისტრაციო ზონა ხელვაჩაური _ 22, სექტორი ... 01, კვარტალი 01, ნაკვეთი 410), მორიგების აქტზე თანდართული შპს “...” აზომვითი ნახაზის შესაბამისად; ა. შ-ძე თანახმაა ლ. ჯ-ძისაგან გადაფარვაში არსებული ფართიდან 261 კვ.მ უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით მიიღოს 100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, ... (სარეგისტრაციო ზონა ხელვაჩაური _ 22, სექტორი ... 01, კვარტალი 01, ნაკვეთი 410), მორიგების აქტზე თანდართული შპს “...” აზომვითი ნახაზის შესაბამისად; ლ. ჯ-ძე თანახმაა საკუთრებაში მიღებული 2510 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან, რომელიც მიიღო 2008 წლის 13 მარტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიიდან საკუთრების მოწმობა ¹6564, საკუთრებაში დარჩეს 2410 კვ.მ მიწის ნაკვეთი და დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში 2410 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და 41.3 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე მესაკუთრედ; ა. შ-ძე თანახმაა საკუთრებაში არსებული 2500 კვ.მ-დან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან საკუთრებაში დარჩეს 1889 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; ლ. ჯ-ძე და მ. ზ-ძე უარს ამბობენ სასარჩელო განცხადებაზე და მათ შორის არსებულ სამოქალაქო საქმეზე”. დაკმაყოფილდეს მ. ზ-ძისა და ლ. ჯ-ძის წარმომადგენლების – რ. ბ-ძისა და თ. ჭ-ძის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ; შეწყდეს საქმის წარმოება მ. ზ-ძისა და ლ. ჯ-ძის სარჩელზე უარის თქმის გამო; მხარეებს განემარტოთ, რომ იმავე დავის საგანზე, იმავე მხარეებს შორის იმავე საფუძვლით დავა აღარ დაიშვება; კასატორ ა. შ-ძის წარმომადგენელს – დ. ჭ-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1500 ლარიდან _ 750 ლარი; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.