Facebook Twitter

ბს-1463-1397(კ-09) 31 მარტი, 2010წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. და გ. მ-შვილების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. და ნ. მ-შვილებმა 16.05.03წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების მცხეთის გამგეობის, ვ. კ-ძის, ზ. კ-ძისა და ლ. კ-ძე-ჩ-იძის მიმართ, რომლითაც 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოსარჩელეების ოჯახის კანონიერ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთად აღიარება და საკუთრებაში დამაგრება მოითხოვეს.

ა. და ნ. მ-შვილებმა 02.09.03წ. დამატებითი სასარჩელო განცხადებით მიმართეს მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ქ. მცხეთის გამგეობის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური არქმშენინსპექციის, ლ. ჩ-ძე-კ-ძის, ზ. კ-ძის, მცხეთის მიწის მართვის სამმართველოსა და მცხეთის ტექინვენტარიზაციის სამსახურის მიმართ, რომლითაც მცხეთის გამგეობის 30.10.98წ. ¹115 და 29.03.02წ. ¹10 დადგენილებების, საერთო სარგებლობის კიბის რეკონსტრუქციის პროექტის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური არქმშენინსპექციის მიერ 17.08.02წ. კიბის რეკონსტრუქციის რეგისტრაციისა და ლ. ჩ-ძეზე 1600 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ მცხეთის ტექსამსახურების ჩანაწერების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 25.06.04წ. გადაწყვეტილებით ნ. და ა. მ-შვილების ადმინისტრაციული სარჩელი მოპასუხე მცხეთის გამგეობის, ვ. კ-ძის, ზ. კ-ძის, ლ. ჩ-ძე-კ-ძისა და მესამე პირი – მცხეთის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ, მიწის ნაკვეთის კანონიერად სარგებლობის აღიარებისა და საკუთრებაში დამაგრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქ. მცხეთაში ... დასახლებაში, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე სადავო 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთი აღიარებულ იქნა ნ. და ა. მ-შვილების სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთად, ნ. და ა. მ-შვილების დამატებითი სარჩელი მოპასუხე ქ. მცხეთის გამგეობის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური არქმშენინსპექციის, ლ. ჩ-ძე-კ-ძის, ზ. კ-ძის, მცხეთის მიწის მართვის სამმართველოსა და მცხეთის ტექინვენტარიზაციის სამსახურის მიმართ, მცხეთის გამგეობის 29.03.02წ. ¹10 დადგენილების, კიბის მოწყობის შესახებ პროექტის, მცხეთის გამგეობის 30.10.98წ. ¹115 დადგენილებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი მცხეთის გამგეობის 29.03.02წ. ¹10 დადგენილება და მცხეთაში ... ქუჩიდან მდ. მტკვარზე ჩასასვლელი საერთო სარგებლობის კიბის რეკონსტრუქციის პროექტი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ჩ-ძემ, ზ. კ-ძემ და ვ. კ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.07წ. საოქმო განჩინებით სასკ-ის და სსკ-ის 92-ე მუხლების თანახმად ქალაქ მცხეთის გამგეობის ნაცვლად საქმეში ჩაბმულ იქნა მისი უფლებამონაცვლე ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.06.07წ. საოქმო განჩინებით სასკ-ის და სსკ-ის 92-ე მუხლების შესაბამისად მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური არქმშენინსპექცია შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.11.08წ. საოქმო განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე ¹3ბ/150-06 მოწინააღმდეგე მხარის ა. მ-შვილის გარდაცვალების გამო მის უფლებამონაცვლეებად დადგენილ იქნენ გ. მ-შვილი და ნ. მ-შვილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.09წ. განჩინებით ლ. ჩ-ძის, ზ. და ვ. კ-ძეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 25.06.04წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა მცხეთის რაიონულ სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.09წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. და გ. მ-შვილებმა, რომლებმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. და გ. მ-შვილების საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნუგზარ და გიორგი მამისაშვილების საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. და გ. მ-შვილების საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.09წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს – გ. მ-შვილს დაუბრუნდეს მის მიერ 16.10.09წ. ¹5003188747 საგადასახადო დავალებით (საიდენტიფიკაციო ნომერი 31001004394) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარის ოდენობით;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.