Facebook Twitter

ბს-1469-1431(კ-10) 3 დეკემბერი,2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ა. ბ-ძის, რ. ბ-ძის, დ. დ-ძის, ნ. ნ-ძის, ე. დ-ძისა და ნ. ქ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივნისის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2010 წლის 4 ნოემბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ ა. ბ-ძის, რ. ბ-ძის, დ. დ-ძის, ნ. ნ-ძის, ე. დ-ძისა და ნ. ქ-ძის საკასაციო საჩივარს თან არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და ამასთან, კასატორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ იყვნენ გათავისუფლებულები საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების და არც “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული განჩინებით კასატორებს ა. ბ-ძეს, რ. ბ-ძეს, დ. დ-ძეს, ნ. ნ-ძეს, ე. დ-ძესა და ნ. ქ-ძეს დაევალათ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ თითოეულს 300 ლარის გადახდის ქვითარი; კასატორებს განემარტათ, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.

საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ფოსტის საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით ირკვევა რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ნოემბრის განჩინება რ. ბ-ძეს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე ჩაჰბარდა 2010 წლის 9 ნოემბერს. შესაბამისად, მისთვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2010 წლის 10 ნოემბერს და ამოიწურა ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2010 წლის 14 ნოემბერს.

საკასაციო სასამართლო კასატორ რ. ბ-ძეს განუმარტავს, რომ, ვინაიდან მას ხარვეზის შევსების ვადა ჰქონდა 2010 წლის 14 ნოემბრის ოცდაოთხ საათამდე, აღნიშნული თარიღი კი იყო არასამუშაო დღე კვირა, ხარვეზის შევსების ვადა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად გადაიწია 2010 წლის 15 ნოემბრის ოცდაოთხ საათამდე ხოლო, განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ რ. ბ-ძემ საქართველოს ფოსტის ბათუმის ფილიალს ჩააბარა 2010 წლის 16 ნოემბერს, ანუ სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით.

საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ფოსტის საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით ირკვევა რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ნოემბრის განჩინება ა. ბ-ძეს, რ. ბ-ძეს, დ. დ-ძეს, ნ. ნ-ძეს, ე. დ-ძესა და ნ. ქ-ძეს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე ჩაჰბარდათ 2010 წლის 10 ნოემბერს. შესაბამისად, მათთვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2010 წლის 11 ნოემბერს და ამოიწურა ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2010 წლის 15 რომელიც იყო სამუშაო დღე _ ორშაბათი; ხოლო, განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ ა. ბ-ძემ, რ. ბ-ძემ, დ. დ-ძემ, ნ. ნ-ძემ, ე. დ-ძემ და ნ. ქ-ძემ საქართველოს ფოსტის ბათუმის ფილიალს ჩააბარეს 2010 წლის 16 ნოემბერს, ანუ სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო საამართლო თვლის, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ა. ბ-ძის, რ. ბ-ძის, დ. დ-ძის, ნ. ნ-ძის, ე. დ-ძისა და ნ. ქ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე ა. ბ-ძეს, რ. ბ-ძეს, დ. დ-ძეს, ნ. ნ-ძეს, ე. დ-ძესა და ნ. ქ-ძეს 2010 წლის 15 ნოემბერს გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივრისათვის _ თითოეულს 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლების, ასევე ამავე კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მათ უნდა დაუბრუნდეთ აღნიშნული თანხა სრულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველი დარჩეს ა. ბ-ძის, რ. ბ-ძის, დ. დ-ძის, ნ. ნ-ძის, ე. დ-ძისა და ნ. ქ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივნისის განჩინებაზე;

2. ა. ბ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

3. რ. ბ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

4. დ. დ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

5. ნ. ნ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

6. ე. დ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

7. ნ. ქ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

8. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.