ბს-1473-1435(2კ-10) 12 იანვარი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონული ცენტრისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 28 მაისს შპს «…” სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს 2010 წლის 10 მაისის ¹554/10 და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 15 მაისის ¹16-10/8041 გადაწყვეტილებების, ანგარიშ-ფაქტურებით გათვალისწინებული ჩათვლების გაუქმების შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული აქტებისა და მოსარჩელის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შეტყობინებების ბათილად ცნობა, უკანონოდ გაუქმებული დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურების აღდგენა, დარიცხული საურავებისა და საინკასო დავალების გაუქმება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,…” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს _ სსიპ შემოსავლების სამსახურსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონულ ცენტრს შპს ,,…” სერია აა70 ¹039599, სერია აა66 ¹005115, სერია აა70 ¹056076, სერია აა66 ¹004421, სერია აა66 ¹004612, სერია აა 66 ¹004774, სერია აა 66 ¹004829, სერია აა66 ¹002617, სერია აა66 ¹003012, სერია აა66¹003214, სერია აა66 ¹003333, სერია აა66 ¹002117, სერია აა66 ¹001830, სერია აა66 ¹001828, სერია აა66002582, სერია აა66 ¹002597, სერია აა66 ¹005570, სერია აა70 ¹037607, სერია აა70 ¹037808, სერია აა70 ¹042464, სერია აა70 ¹044764, სერია აა70 ¹047474, სერია აა70 ¹050113, სერია აა70 ¹050142, სერია აა70 ¹050244, სერია აა70 ¹050283, სერია აა70 ¹069236, სერია აა70 ¹082405, სერია აა70 ¹068509, სერია აა70 ¹074603, სერია აა70 ¹074724, სერია აა70 ¹044411, სერია აა70 ¹048597, სერია აა70 ¹048673, სერია აა70 ¹051970, სერია აა70 ¹052797, სერია აა70 ¹052923, სერია აა70 ¹053000, სერია აა70 ¹055531, სერია აა70 ¹055555, სერია აა70 ¹078475, სერია აა70 ¹054301, სერია აა70 ¹054475, სერია აა70 ¹058012, სერია აა70 ¹058030, სერია აა70 ¹076674, სერია აა70 ¹082007, სერია აა70 ¹079216, სერია აა70 ¹080102, სერია აა70 ¹084211, სერია აა70 ¹084244, სერია აა70 ¹067519, სერია აა68 ¹012962 და სერია აა68 ¹010427 ანგარიშ-ფაქტურებზე გაუქმებული დღგ-ს ჩათვლების, კერძოდ, 74 609 ლარის აღდგენა და ამ თანხის შესაბამისად დარიცხული საურავების გაუქმება დაევალათ; შპს ,,…” სასარჩელო მოთხოვნა სერია აა69 ¹002752 ანგარიშ-ფაქტურაზე გაუქმებული დღგ-ს ჩათვლის აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა შპს ,,…” მიმართ არსებული საინკასო დავალება აღსადგენი დღგ-ს ჩათვლების თანხის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს 2010 წლის 10 მაისის ¹554/10 და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 15 მაისის ¹16-10/8041 გადაწყვეტილებები ანგარიშ-ფაქტურებზე გაუქმებული დღგ-ს აღსადგენი ჩათვლების ნაწილში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა. აპელანტებმა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,…”. აპელანტმა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და შპს ,,..” სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონულმა ცენტრმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონული ცენტრისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონული ცენტრისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონული ცენტრისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.