Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-1489-1420(კ-09) 25 იანვარი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს “...” დირექტორის _ ნ. ბ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ სატყეო რესურსების მართვის ხულოს განყოფილებისა და მესამე პირის _ აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიმართ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით სატყეო რესურსების მართვის ხულოს განყოფილების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხულოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება ხულოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (¹2-148 საქმეზე) ხულოს სახელმწიფო სატყეო მეურნეობის უფლებამონაცვლედ სატყეო რესურსების მართვის ხულოს რაიონული განყოფილების ცნობის, მისთვის დარჩენილი დავალიანების _ 3114 ლარის, გაწეული სააღსრულებო ხარჯების _ 270 ლარის ანაზღაურებისა და სახელმწიფო ბაჟის _ 100 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ხულოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 21 ოქტომბრის ¹2/148 გადაწყვეტილებაზე ხულოს სატყეო მეურნეობისათვის ნ. ბ-ძის სასარგებლოდ თანხის დაკისრების შესახებ, ხულოს სატყეო მეურნეობის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შპს “...”.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2009 წლის 19 ნოემბრის განჩინებით მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, ხსენებულ საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად და კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ 2009 წლის 19 ნოემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ნოემბრის ხარვეზის შესახებ განჩინების შემცველი გზავნილები კასატორს ჩაბარდა 2009 წლის 18 დეკემბერს. შესაბამისად, კასატორს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა 2009 წლის 28 დეკემბერს ამოეწურა. კასატორმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო 2009 წლის 19 ნოემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მხარეს არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება შპს “...” საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს შპს “...” საკასაციო საჩივარი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.