Facebook Twitter

ბს-1491-1422(კ-09) 17 მარტი, 2010წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შ. ყ-იას, რ. დ-ძის, ქ. ყ-იანის, ვ. ხ-ძის, თ. ძ-ურის, მ. ჩ-ავას, რ. რ-აიას, გ. ლ-ურის, მ. დ-ის, კ. მ-შვილის, ი. ბ-შვილის, ბ. კ-ძის, ი. გ-ძის, ნ. ზ-იას, ზ. შ-შვილის, ა. დ-შვილის, ზ. ს-აიას, თ. ბ-ძის, ე. მ-ძის, დ. გ-ულის, მ. ს-იას, დ. ბ-შვილის, ნ. ი-ძის, გ. გ-შვილის, გ. კ-ძის, ზ. გ-ძის, მ. ს-ძის, დ. გ-უას, ზ. მ-შვილის, დ. დ-შვილის, გ. კ-იანის, მ. ჩ-იას, ზ. გ-ელის, ტ. ვ-შვილის, თ. დ-ძის, ი. მ-შვილის, კ. გ-უას, ზ. ხ-იკის, დ. პ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შ. ყ-იამ, რ. დ-ძემ, ქ. ყ-იანმა და სხვებმა (სულ 39 პირი) 07.04.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ, რომლითაც საქართველოს კონტროლის პალატის I სარევიზიო დეპარტამენტის, II სარევიზიო დეპარტამენტის, III სარევიზიო დეპარტამენტის, IV სარევიზიო დეპარტამენტისა და სპეციალური სარევიზიო დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ მოპასუხის 12.03.09წ. ¹32/42 ბრძანების მესამე პუნქტის და 13.03.09წ. მათი გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.06.09წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეების შ. ყ...იას, რ. დ...ძეს, ქ. ყ...იანს და სხვებს (39 პირს) სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.09.09წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეტა კოლეგიის 19.06.09წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.09.09წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შ. ყ-იამ, რ. დ-ძემ, ქ. ყ-იანმა და სხვებმა (39-მა პირმა), რომლებმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მათი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ყ-იას, რ. დ-ძის, ქ. ყ-იანის, ვ. ხ-ძის, თ. ძ-ურის, მ. ჩ-ავას, რ. რ-აიას, გ. ლ-ურის, მ. დ-ძის, კ. მ-შვილის, ი. ბ-შვილის, ბ. კ-ძის, ი. გ-ძის, ნ. ზ-იას, ზ. შ-შვილის, ა. დ-შვილის, ზ. ს-იას, თ. ბ-ძის, ე. მ-ძის, დ. გ-ულის, მ. ს-იას, დ. ბ-შვილის, ნ. ი-ძის, გ. გ-შვილის, გ. კ-ძის, ზ. გ-ძის, მ. ს-ძის, დ. გ-უას, ზ. მ-შვილის, დ. დ-შვილის, გ. კ-იანის, მ. ჩ-იას, ზ. გ-შელის, ტ. ვ-შვილის, თ. დ-ძის, ი. მ-შვილის, კ. გ-უას, ზ. ხ-იკის, დ. პ-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 10.12.09წ. განჩინება ¹ბს-1362-1300(კ-09) საქმეზე).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ. ყ-იას, რ. დ-ძის, ქ. ყ-იანის, ვ. ხ-ძის, თ. ძ-ურის, მ. ჩ-ავას, რ. რ-აიას, გ. ლ-ურის, მ. დ-ძის, კ. მ-შვილის, ი. ბ-შვილის, ბ. კ-ძის, ი. გ-ძის, ნ. ზ-იას, ზ. შ-შვილის, ა. დ-შვილის, ზ. ს-იას, თ. ბ-ძის, ე. მ-ძის, დ. გ-ულის, მ. ს-იას, დ. ბ-შვილის, ნ. ი-ძის, გ. გ-შვილის, გ. კ-ძის, ზ. გ-ძის, მ. ს-ძის, დ. გ-უას, ზ. მ-შვილის, დ. დ-შვილის, გ. კ-იანის, მ. ჩ-იას, ზ. გ-ელის, ტ. ვ-შვილის, თ. დ-ძის, ი. მ-შვილის, კ. გ-უას, ზ. ხ-იკის, დ. პ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.09.09წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.