Facebook Twitter

ბს-1499-1430(2კ-09) 14 იანვარი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს “...” საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 22 ოქტომბერს შპს “...” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიმართ.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საწარმოთა შერწყმის (მიერთების) შედეგად შპს “...” გახდა შპს “...” უფლებამონაცვლე, რაც დადასტურებული იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 1 ივლისის ¹235-რ ბრძანებით და ამონაწერით შპს “...” სამეწარმეო რეესტრიდან. 2007 წლის 3 სექტემბერს შპს “...” წარედგინა მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის შემოწმების აქტი და ¹315 და ¹504 საგადასახადო მოთხოვნები, რითაც საწარმოს დაერიცხა 3106802 ლარის გადასახადი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი _ 1231240 ლარი, ჯარიმა _ 1091524 ლარი, საურავი _ 784038 ლარი. შპს “...” აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნები გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, რომლის 2007 წლის 12 ნოემბრის ¹7608 გადაწყვეტილებით შპს “...” საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება 2007 წლის 22 ნოემბერს შპს “...” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივრა, ამ უკანასკნელმა კი, 2007 წლის 27 დეკემბრის ¹131 სხდომაზე მიიღო ¹05-04/80 გადაწყვეტილება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

მოსარჩელის განმარტებით, ზემოხსენებული გადაწყვეტილების დარღვევით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციამ 2008 წლის 21 მარტს გამოსცა ¹16-16/2214 და ¹16-16/2215 საგადასახადო მოთხოვნები, რომლითაც საზოგადოებას დარიცხვა შეუმცირდა მხოლოდ 431591 ლარით. აქედან ძირითადი გადასახადი _ 171271 ლარი, ჯარიმა _ 128453 ლარი, საურავი _ 129896 ლარი. შპს “...” ხსენებული საგადასახადო მოთხოვნები უკანონოდ მიიჩნია და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა, თუმცა მისი საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 28 მაისის ¹1092 გადაწყვეტილებით განუხილველად იქნა დატოვებული, რაც შპს “...” საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივრა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ შპს “...” 2008 წლის 13 ოქტომბერს ჩაბარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2008 წლის 30 სექტემბრის ¹05-04/9102 გადაწყვეტილება, რომლითაც ძალაში იქნა დატოვებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 21 მარტის ¹16-16/2214 და ¹16-16/2215 უკანონო საგადასახადო მოთხოვნები, რითაც საგადასახადო ინსპექციამ საზოგადოებას დარიცხვა შეუმცირა მხოლოდ 431591 ლარით, რაც მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2008 წლის 30 სექტემბრის ¹05-04/9102 (დაუკმაყოფილებელ ნაწილში) გადაწყვეტილებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 21 მარტის ¹16-16/2214 და ¹16-16/2215 საგადასახადო მოთხოვნების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ჩაება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით შპს “...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს “...” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “...” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2008 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტები, მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 21 მარტის ¹16-16/2214 და ¹16-16/2215 საგადასახადო მოთხოვნების სრულად ძალაში დატოვების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 21 მარტის ¹16-16/2214 და ¹16-16/2215 საგადასახადო მოთხოვნების გასაჩივრებული ნაწილი მოსარჩელისთვის უიმედო ვალების ხარჯებიდან ამოღების გამო მოგების გადასახადის სახით 521057 ლარის, შესაბამისი ჯარიმისა და საურავის შემცირებაზე უარის თქმის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 21 მარტის ¹16-16/2214 და ¹16-16/2215 საგადასახადო მოთხოვნების გასაჩივრებული ნაწილი მოსარჩელისათვის სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებული ხარჯების გამოქვითვებიდან ამოღების გამო მოგების გადასახადის 147940 ლარით, შესაბამისი ჯარიმისა და საურავის შემცირებაზე უარის თქმის ნაწილში; უცვლელად დარჩა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 21 მარტის ¹16-16/2214 და ¹16-16/2215 საგადასახადო მოთხოვნების გასაჩივრებული ნაწილი მოსარჩელისათვის უპროცენტო სესხისთვის გათვალისწინებული სარგებლის შემოსავალში ჩათვლის გამო მოგების გადასახადის სახით _ 287717 ლარის, ჯარიმის _ 215787 ლარისა და შესაბამისი საურავის, ასევე სასაქონლო ზედანდებით გათვალისწინებული ხარჯების გამოქვითვებიდან ამოღების გამო 34922 ლარის მოგების გადასახადის, შესაბამისი ჯარიმისა და საურავის დაკისრების ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 4 და 20 დეკემბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს “...” საკასაციო საჩივრები; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს “...” საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან შპს “...” საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარის ოდენობით, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 2100 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს “...” საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. შპს “...” დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 2100 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.