Facebook Twitter

ბს-1517-1448(კ-09) 27 იანვარი, 2010 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. კ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 29 აგვისტოს ნ. კ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 4 აგვისტოს ¹01-02/410 ბრძანების ბათილად ცნობას ,,ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე” მარკეტინგის მიმართულებით, ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პირთა დანიშვნის ნაწილში.

ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 16 ნოემბრის საოქმო განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მარკეტინგის მიმართულებით ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე სადავო ბრძანებით დანიშნული პირები: ე. ბ-ძე, მ. წ-ძე, ვ. ს-ძე, მ. კ-ავა, ი. ხ-უა, მ. ვ-ური, ლ. კ-შვილი, ე. უ-ძე, ფ. წ-ური, ჩ. ჯ-ში, მ. ს-ძე, ა. გ-ძე, კ. ჩ-შვილი, ბ. ლ-ავა, ე. ხ-შვილი, ე. მ-ძე, ა. ქ-ძე და თ. დ-ძე.

ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ,,ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე” სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 4 აგვისტოს ¹01-02/410 ბრძანება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მარკეტინგის მიმართულებით ასოცირიებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე პირთა დანიშვნის ნაწილში.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და მესამე პირებმა: ე. ბ-ძემ, მ. წ-ძემ, ვ. ს-ძემ, მ. კ-ავამ, ი. ხ-უამ, მ. ვ-ურმა, ლ. კ-შვილმა, ე. უ-ძემ, ფ. წ-ურმა, ჩ. ჯ-შმა, მ. ს-ძემ, ა. გ-ძემ, კ. ჩ-შვილმა, ბ. ლ-ავამ, ე. ხ-შვილმა, ე. მ-ძემ, ა. ქ-ძემ და თ. დ-ძემ.

აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ნოემბრის განჩინებით ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 14 იანვრის საოქმო განჩინებით ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მესამე პირების: ე. ბ-ძის, მ. წ-ძის, ვ. ს-ძის, მ. კ-ავას, ი. ხ-უას, მ. ვ-ურის, ლ. კ-შვილის, ე. უ-ძის, ფ. წ-ურის, ჩ. ჯ-შის, მ. ს-ძის, ა. გ-ძის, კ. ჩ-შვილის, ბ. ლ-ავას, ე. ხ-შვილის, ე. მ-ძის, ა. ქ-ძისა და თ. დ-ძის სააპელაციო საჩივრები განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მარტის განჩინებით ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ასოცირებული პროფესორების - ბ. ლ-ავას, ე. ხ-შვილისა და სხვათა სააპელაციო საჩივრები განსახილველად დაექვემდებარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივლისის განჩინებით ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ასოცირებული პროფესორების - ბ. ლ-ავას, ე. ხ-შვილისა და სხვათა სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. კ-ძის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. კ-ძემ.

კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივლისის განჩინების გაუქმებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მარტის განჩინებით ნ. კ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივლისის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ე. ბ-ძის, მ. წ-ძის, ვ. ს-ძის, მ. კ-ავას, ი. ხ-უას, მ. ვ-ურის, ლ. კ-შვილის, ე. უ-ძის, ფ. წ-ურის, ჩ. ჯ-შის, მ. ს-ძის, ა. გ-ძის, კ. ჩ-შვილის, ბ. ლ-ავას, ე. ხ-შვილის, ე. მ-ძის, ა. ქ-ძისა და თ. დ-ძის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. კ-ძის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. კ-ძემ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 4 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. კ-ძის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, ნ. კ-ძის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ნ. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს, ნ. კ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. კ-ძეს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.