ბს-1518-1449(2კ-09) 9 თებერვალი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და ამავე სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 სექტემბრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2007 წლის 24 ოქტომბერს შპს “...”-მ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 1 აგვისტოს ¹314746 და 2007 წლის 13 აგვისტოს ¹315195 საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმების ბათილად ცნობა. ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილის 2007 წლის 10 აგვისტოს ¹314756 და 2007 წლის 23 აგვისტოს ¹315195 ბრძანებების და ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 31 აგვისტოს ¹005-90 და 2007 წლის 06 სექტემბრის ¹005-106 საგადასახადო მოთხოვნების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ 2-6).
დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით შპს “...”-მ სარჩელი წარადაგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 12 ნოემბრის ¹726 ბრძანების, ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 1 აგვისტოს ¹314756 და 2007 წლის 13 აგვისტოს ¹315195 საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმების, ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილის 2007 წლის 10 აგვისტოს ¹314756 და 2007 წლის 23 აგვისტოს ¹315195 ბრძანებების და ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 31 აგვისტოს ¹005-90 და 2007 წლის 6 სექტემბრის ¹005-106 საგადასახადო მოთხოვნების ბათილად ცნობა (იხ.ს.ფ 40-45).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს “...”-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 12 ნოემბრის ¹726 ბრძანება, ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 1 აგვისტოს ¹314756 და 2007 წლის 13 აგვისტოს ¹315195 საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმები, ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილის 2007 წლის 10 აგვისტოს ¹314756 და 2007 წლის 23 აგვისტოს ¹315195 ბრძანებები, ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 31 აგვისტოს ¹005-90 და 2007 წლის 6 სექტემბრის ¹005-106 საგადასახადო მოთხოვნები და დაევალა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში (იხ. ს.ფ 228-242).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და ამავე სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა. მათ მოითხოვეს საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა (იხ. ს.ფ 250-269).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და თბილისის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილსის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება (იხ. ტ. II ს.ფ 68-76).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 სექტემბრის განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ. II ს.ფ 80-90, 96-105)
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად. (იხ. ს.ფ 106-107)
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს შპს “...”-ს წარმომადგენელმა ა. გ-იამ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და ამავე სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა.
ა. გ-იამ მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა, ვინაიდან საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა ასკ-ის 34.3 მუხლის მოთხოვნებს (იხ. ტ. II ს.ფ 112-115)
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და ამავე სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა მოითხოვეს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “ა” და “გ” ქვეპუნქტების საფუძველზე, რადგანაც მიიჩნიეს, რომ საქმე მნიშვნელოავნია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, არასწორადაა განმარტებული სადავო ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმები, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა და შესაბამისად მოითხოვეს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა (იხ. ტ.II ს.ფ 116-130)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრებები არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორებმა ვერ დაასაბუთეს თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და თბილისის რეგიონალური ცენტრის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.