Facebook Twitter

ბს-152-145(2კ-10) 25 მაისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ. A-ძის, თ. A-ძისა და გ. კ-ძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. ა-ძემ, მ. A-ძემ, ჯ. კ-შვილმა და გ. კ-ძემ 06.08.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელეებმა მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.12.07წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ჯ. კ-შვილის მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო, მ. A-ძის, გ. კ-ძისა და თ. A-ძის მოთხოვნა სანივთე ქონების კომპენსაციის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, ხელფასის გაუცემლობით მიყენებული ზიანისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ერთჯერადი დახმარების ნაწილში სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს - მ. A-ძის სასარგებლოდ 615 ლარის, თ. A-ძის სასარგებლოდ 615 ლარისა და გ. კ-ძის სასარგებლოდ 925 ლარის ანაზღაურების დაკისრება დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. A-ძემ, თ. A-ძემ, გ. კ-ძემ, ჯ. კ-შვილმა და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.04.08წ. განჩინებით მ. A-ძის, გ. კ-ძის, ჯ. კ-შვილის, თ. A-ძისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.12.07წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 17.12.08წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.05.09წ. გადაწყვეტილებით მ. A-ძის, თ. A-ძისა და გ. კ-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მ. A-ძის, თ. A-ძისა და გ. კ-ძის სასარჩელო განცხადება სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო, სასარჩელო მოთხოვნა ერთჯერადი დახმარების ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მ. A-ძის სასარგებლოდ 952 ლარის, თ. A-ძის სასარგებლოდ 952 ლარისა და გ. კ-ძის სასარგებლოდ 930 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. A-ძემ, გ. კ-ძემ, თ. A-ძემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.12.09წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.05.09წ. გადაწყვეტილება ერთჯერადი დახმარების ანაზღაურების ნაწილში, გ. კ-ძის, თ. A-ძისა და მ. A-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.05.09წ. გადაწყვეტილების - სანივთე ქონების კომპენსაციის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში – შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. კ-ძის, თ. A-ძისა და მ. A-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მ. A-ძის სასარგებლოდ 340,35 ლარის, გ. კ-ძის სასარგებლოდ 151,8 ლარისა და თ. A-ძის სასარგებლოდ 295,35 ლარის ანაზღაურება, 2002-2003 წლების სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურების დაკისრებაზე გ. კ-ძეს, თ ა-ძესა და მ. A-ძეს ეთქვათ უარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.12.09წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. A-ძემ, თ. A-ძემ, გ. კ-ძემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. მ. A-ძემ, თ. A-ძემ და გ. კ-ძემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება მოითხოვეს, რომლითაც უარი ეთქვათ 2002-2003 წლების სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებაზე და ახალი გადაწყვეტილებით 2002-2003 წლების სანივთე ქონების დავალიანების ანაზღაურება მოითხოვეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ. A-ძის, გ. კ-ძისა და თ. A-ძის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ. A-ძის, გ. კ-ძისა და თ. A-ძის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ. A-ძის, თ. A-ძისა და გ. კ-ძის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.