Facebook Twitter
ბს-1540-1501(კ-10) 20 დეკემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე

განიხილა კასატორის _ მ. კ-შვილის წარმომადგენლის გ. მ-შვილის განცხადება სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საკასაციო სასამართლოს წარმოებაში იმყოფება ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1540-1501(კ-10), მ. კ-შვილის წარმომადგენლის გ. მ-შვილის საკასაციო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
2010 წლის 9 დეკემბერს კასატორის მ. კ-შვილის წარმომადგენელმა გ. მ-შვილმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლის თანახმად სარჩელზე უარის თქმის გამო მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, გაეცნო კასატორის მ. კ-შვილის წარმომადგენლის გ. მ-შვილის შუამდგომლობას სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე მიაჩნია, რომ შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ივლისის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება; კასატორის _ მ. კ-შვილის წარმომადგენლის გ. მ-შვილის განცხადება დაკმაყოფილდეს; მოსარჩელის მ. კ-შვილის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, მოცემულ საქმეზე შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ კასატორის მ. კ-შვილის წარმომადგენელმა _ გ. მ-შვილმა უარი თქვა რა სარჩელზე, ამგვარად გამოხატა ნება მარწმუნებლის _ მ. კ-შვილის საპროცესო და მატერიალური უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე ფიზიკური პირების ნების შეუზღუდავი გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გ. მ-შვილს, კასატორის _ მ. კ-შვილის წარმომადგენელს გააჩნია უფლებამოსილება მარწმუნებლის სახელით უარი განაცხადოს სარჩელზე, მინდობილობა გაცემულია განუსაზღვრელი ვადით და ძალაშია მის გაუქმებამდე /იხ.ს.ფ. 37-38/
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. კ-შვილის სარჩელზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 272 “გ" მუხლის საფუძველზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, მოსარჩელეს მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. კ-შვილის წარმომადგენლის გ. მ-შვილის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ივლისის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება; კასატორის _ მ. კ-შვილის წარმომადგენლის გ. მ-შვილის განცხადება დაკმაყოფილდეს; მოსარჩელის მ. კ-შვილის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, მოცემულ საქმეზე შეწყდეს საქმის წარმოება.
საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.3 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება. შესაბამისად, კასატორის მ. კ-შვილის წარმომადგენელს გ. მ-შვილს სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველზე უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის ნახევარი _ 150 (ასორმოცდაათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.კასატორის _ მ. კ-შვილის წარმომადგენლის გ. მ-შვილის განცხადება სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2.გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ივლისის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება;
3.შეწყდეს მ. კ-შვილის სარჩელზე საქმის წარმოება, სარჩელზე უარის თქმის გამო;
4.მხარეებს განემარტოთ, საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.
5.კასატორის _ მ. კ-შვილის წარმომადგენელს გ. მ-შვილს სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველზე დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის ნახევარი _ 150 (ასორმოცდაათი) ლარი.
6.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.