ბს-1542-1472 (კ-09) 05 მაისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. ქ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
24.06.04წ. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მთავარი არქმშენინსპექციის გურიის რეგიონალურმა არქმშენინქპექციამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკში, ... ქ. ¹2-ში ნ. ქ-ძის მიერ კანონმდებლობის დარღვევით აშენებული სახლის დანგრევისა და მითვისებული ტერიტორიის გამოთავისუფლების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების მიღება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 28.06.04წ. განჩინებით საქმეში მესამე პირებად იქნენ ჩაბმული ოზურგეთის რაიონის გამგეობა, ოზურგეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველო და დაბა ურეკის საკრებულო.
07.07.04წ. ნ. ქ-ძემ გურიის რეგიონალური არქმშენინსპექციის წინააღმდეგ შეგებებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც საბოლოოდ მოითხოვა “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევების შესახებ” 30.05.04წ. ოქმის, გურიის რეგიონალური არქმშენინსპექციის 22.06.04წ. ¹6 დადგენილების, მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო ინსპექტორის 10.03.99წ. ¹000557 ოქმის და მიწის გამოყენებისა და დაცვის ადმინისტრაციული კომისიის 29.03.99წ. დადგენილების გაუქმება, ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკში 1160 კვ.მ. მიწის ფართობზე სააგარაკო ბინის 1992-1993წწ. ამშენებლად, მართლზომიერ მფლობელად და მოსარგებლედ ცნობა, მესაკუთრედ სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარება, 1160 კვ.მ ნაკვეთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ფაქტის დადასტურება, ამ ჩანაწერების საფუძველზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა, მორალური და ქონებრივი ზიანის ანაზღაურება 200 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 22.06.06წ. განჩინებით ამ ნაწილში საქმის წარმოება შეჩერდა სახლის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
მესამე პირებმა, ოზურგეთის რაიონულმა გამგეობამ და ოზურგეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს 21.07.04წ. მიმართეს სასარჩელო განცხადებით და ნ. ქ-ძის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ოზურგეთის რაიონის გამგეობის 26.07.96წ. ¹94 დადგენილების, “საქკოლმჯანმრთელობის” რესპუბლიკური გაერთიანების საბჭოს 15.03.96წ. ¹1/11-2 წერილის და დაბა ურეკის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის 27.03.98წ. ¹33 დადგენილების, პანსიონატ “...” შრომითი კოლექტივის 16.02.96წ. მუშა-მოსამსახურეთა კრების გადაწყვეტილების ყველა თანმდევი შედეგით ბათილად ცნობა მოითხოვეს. მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს 14 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე 15.10.02წ. განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის დოკუმენტაციის გაუქმება, მიყენებული ქონებრივი ზიანის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურება, არსებული ტოპოგრაფიული რუკის შესაბამისად, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გასასვლელი გზის აღდგენა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 21.07.04წ. განჩინებით საქმეში მესამე პირებად იქნენ ჩაბმული სს “...” და მისი ფილიალი _ სანატორიუმი “...”.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 26.07.04წ. განჩინებით ნ. ქ-ძისა და მისი წარმომადგენელი ადვოკატების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გურიის რეგიონალური არქმშენინსპექციისა და ოზურგეთის მიწის მართვის მამმართველოს, როგორც საჯარო სამართლის სუბიექტების უფლებამონაცვლეობის დადგენამდე შეჩერდა საქმის წარმოება.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 26.04.06წ. განჩინებით გურიის რეგიონალური არქმშენინსპექცია, როგორც უფლებამოსილი პირი დარჩა საქმეში მოსარჩელედ და შეგებებულ სარჩელზე მოპასუხედ. ოზურგეთის რაიონის ყოფილი მიწის მართვის სამმართველოს უფლებამონაცვლედ ჩაბმული იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ამავე განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ. ქ-ძის შუამდგომლობა არქმშენინსპექციის სარჩელის განუხილველად დატოვებაზე და უარი ეთქვა ოზურგეთის რაიონის და დაბა ურეკის საკრებულოს გამგეობის წარმომადგენლებს საქმეში უფლებამონაცვლედ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ჩაბმაზე.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 22.06.06წ. განჩინებით ნ. ქ-ძის შეგებებული სარჩელის ნაწილში, რომელიც შეეხებოდა საცხოვრებელი სახლის დაზიანების გამო ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურებას, საქმის წარმოება შეჩერდა ამ ფაქტზე არსებული სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 22.08.06წ. გადაწყვეტილებით ოზურგეთის რეგიონალური არქმშენინსპექციის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა, უარი ეთქვა ოზურგეთის რაიონის გამგეობას და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე. დაკმაყოფილდა ნ. ქ-ძის შეგებებული სასარჩელო განცხადება, გაუქმდა “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევების შესახებ” 30.05.04წ. ოქმი, გურიის რეგიონალური არქმშენინსპექციის 22.06.04წ. ¹6 დადგენილება, მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო ინსპექტორის 10.03.99წ. ¹000557 ოქმი და მიწის გამოყენებისა და დაცვის ადმინისტრაციული კომისიის 29.03.99წ. დადგენილება ნ. ქ-ძის 1000 ლარით დაჯარიმების ნაწილში, ნ. ქ-ძე ცნობილი იქნა ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკში, ... ¹2-ში მდებარე 1160 კვ.მ. მიწის ფართობზე სააგარაკო სახლის 1992-1993წწ. ამშენებლად, მართლზომიერ მფლობელად და მოსარგებლედ, დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურს აღნიშნული სახლთმფლობელობის სამართლებრივი რეგისტრაცია და საკუთრების უფლებით აღრიცხვა ნ. ქ-ძის სახელზე, აუდიტორიული ფირმა შპს “L...L” 15.07.04წ. დასკვნით განსაზღვრულ პარამეტრებში, პირველი და მეორე სართულის გეგმის შესაბამისად, საცხოვრებელი ფართით 153,03 კვ.მ., დამხმარე ფართით 10,08 კვ.მ., სულ 163,98 კვ.მ და აივანი 55 კვ.მ., დადასტურებულად იქნა ცნობილი აგრეთვე ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკში ... ქ. ¹2-ში მდებარე 1160 კვ.მ ნ. ქ-ძის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ფაქტი მასში მითითებული რეკვიზიტებით და დადგინდა მასზე საკუთრების მოწმობის გაცემა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 22.08.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონის გამგეობამ, რომელმაც ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა სრულად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.07წ. განჩინებით ოზურგეთის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 22.08.06წ. გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.07წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურმა (შემდგომში ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითაების სამსახური).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 25.06.08წ. განჩინებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.07წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; საქმე ნ. ქ-ძის 1000 ლარით დაჯარიმების შესახებ მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო ინსპექციის 10.03.99წ. ¹000557 ოქმის და ოზურგეთის რაიონის მიწის გამოყენებისა და დაცვის ადმინისტრაციული კომისიის 29.03.99წ. დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა შეგებებული მოსარჩელის ნ. ქ-ძის გარდაცვალების და მოთხოვნის ამ ნაწილში უფლებამონაცვლის დაუშვებლობის გამო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.10.08წ. საოქმო განჩინებით ასკ-ის მე-16.2 მუხლის თანახმად ო. დ-შვილი, ამავე პალატის 19.11.08წ. საოქმო განჩინებით ბ. ჩ-ძე და 10.12.08წ. საოქმო განჩინებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისია საქმეში ჩაბმული იქნენ მესამე პირებად; მოპასუხეებად ჩაბმულ იქნენ სს “...” და სანატორიუმი “...”.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დ. კ-ძის (ნ. ქ-ძის უფლებამონაცვლე) წარმომადგენელმა საბოლოოდ დააზუსტა შეგებებული სარჩელის მოთხოვნები და მოპასუხის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მიმართ გურიის რეგიონალური არქმშენინსპექციის 22.06.04წ. ¹22 დადგენილების ბათილად ცნობა და საცხოვრებელი სახლის დაზიანებით მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის_200 000 აშშ დოლარის ანაზღაურება (საქმის წარმოება ამ ნაწილში შეჩერებულია), 1146 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, მოპასუხის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის დავალება და მოპასუხის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დავალება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.12.08წ. საოქმო განჩინებით შეჩერდა მოცემული საქმის წარმოება დ. კ-ძის გარდაცვალების გამო მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.09.09წ. საოქმო განჩინებით დ. კ-ძის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი შვილი ი. ქ-ძე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.09.09წ. გადაწყვეტილებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 22.08.06წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დაკმაყოფილდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელი სადავო სახლის დარჩენილი პირველი სართულის აღებისა და მიწის ნაკვეთის გათავისუფლების, პანსიონატ “...” მიმდებარე სადავო 14 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე 15.10.02წ. განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გასასვლელი გზის (ფართით 1160 კვ.მ.) აღდგენის შესახებ; არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა_მიყენებული ქონებრივი ზიანის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურების შესახებ; ი. ქ-ძის შეგებებული სარჩელი გურიის რეგიონალური არქმშენინსპექციის 22.06.04წ. ¹22 დადგენილების ბათილად ცნობის, სადავო 1146 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების, უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისა და ამ უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ არ დაკმაყოფილდა; ოზურგეთის რაიონის გამგეობის 26.07. 96წ. ¹94 დადგენილების, “საქკოლმჯანმრთელობას რესპუბლიკური გაერთიანების საბჭოს 15.03.96წ. წლის ¹1/11-2 წერილის და დაბა ურეკის ადგილობრივი გამგეობის 27.03.98წ. ¹33 დადგენილების პანსიონატ “...” შრომითი კოლექტივის 16.02.96წ. მუშა-მოსამსახურეების კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნაზე, დაუშვებლობის გამო, შეწყდა საქმის წარმოება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.09.09წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ქ-ძემ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ქ-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი, რის გამოც ი. ქ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ი. ქ-ძეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ქ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ი. ქ-ძეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარის ოდენობით;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.