Facebook Twitter

ბს-1543-1473(კ-09) 17 თებერვალი, 2010წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. და ი. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 12 დეკემბერს ი. ხ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე თ. ქ-ავას, ნოტარიუს ხ. კ-შვილსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრვი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა 2006 წლის 3 ოქტომბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობისა და აღნიშნულის საფუძველზე ქ. ბათუმში, ... ¹10-ში მდებარე ქონების თ. ა. ძე ქ-ავას სახელზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობასა და ა. ქ-ავასა და ს. ქ-ავას დანაშთი ქონების სავალდებულო წილზე მემკვიდრეებად ს. ქ-ავას არასრულწლოვანი შვილების – ნ. და ი. ქ-ავების ცნობას.

მოსარჩელემ არაერთხელ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა მოსარჩელეებს ფაქტიური მფლობელობით მიღებულად ჩათვლოდათ ა. ქ-ავას დანაშთი სამკვიდრო ქონება და ცნობილი ყოფილიყვნენ სავალდებულო წილის მესაკუთრეებად, რაზედაც თ. ქ-ავას სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მონაცემებში ცვლილებების შეტანა უნდა დავალებოდათ ნოტარიუს ხ. კ-შვილსა და საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს; მოსარჩელე ასევე ითხოვდა ქ. ბათუმში, ... ქ.¹10-ში ქ. ბათუმის მერიის საბინაო ფონდში რიცხულ ... ფართზე ვ. ქ-ავასთან 2006 წლის 19 ივლისს დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობას; ქ. ბათუმის მერიის დავალდებულებას აღნიშნული ფართი ხელახლა აღერიცხა კომუნალურ ფონდში და ამ ფართზე ერთადერთ კანონიერ მოსარგებლედ ცნობილი ყოფილიყო ს. ქ-ავა, ხოლო ფართის პრივატიზების უფლების მქონე პირებად მოსარჩელეები; იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სამსახურს მოეხდინა ქ. ბათუმში, ... ¹10-ში მდებარე ა. ქ-ავას დანაშთ სამკვიდრო სახლთმფლობელობაში ვ. და ი. ქ-ის რეგისტრაციის ბათილად ცნობა; 2007 წლის 23 მარტის სანოტარო აქტით დადასტურებული ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...” სადამფუძნებლო ხელშეკრულების ბათილად ცნობა თ. ქ-ავას ნაწილში; 22,6მ2 ფართის სანაცვლოდ ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...” გაწევრიანებაზე ბინათმშენებლობასა და ვ. ქ-ავას შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება სარეგისტრაციო ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე; მოპასუხეების, მ. ქ-ავასა და ამხანაგობა ,,...” სოლიდარულად 160 მ2 თეთრი კარკასის, 30 მ2 კომერციული ფართის გადაცემის დავალდებულება და 10 000 აშშ დოლარის ოდენობით საკომპენსაციო თანხის დაკისრება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. და ი. ქ-ავების კანონიერი წარმომადგენლის ი. ხ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სამსახურის მიერ 2003 წლის 09 იანვარს ვ. და ი. ქ-ავების სახელზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიასა და ვ. ქ-ას შორის 2006 წლის 19 ივლისს ქ. ბათუმში, ... .¹10-ში მდებარე 22,6 მ2 ფართის თაობაზე დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულება, მოსარჩელეს უარი ეთქვა ა. ქ-ავას დანაშთი ქონების მემკვიდრეობით მიღებულად ცნობაზე უსაფუძვლობის გამო, მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ. ბათუმში, ... ქ.¹10-ში მდებარე 22,6 მ2 ფართის მოსარგებლედ და პრივატიზაციის უფლების მქონედ ცნობაზე უსაფუძვლობის გამო. მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნაზე ამხანაგობა ,,...” დაფუძნების თაობაზე ხელშეკრულების თ. ქ-ავას ნაწილში ბათილად ცნობაზე, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებასა და სანოტარო აქტის ბათილად ცნობაზე უსაფუძვლობის გამო. სარეგისტრაციო ჩანაწერში ცვლილების შეტანის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულების ნაწილში, საქმის წარმოება შეწყდა სარჩელის დაუშვებლობის გამო.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრეს ი. და ვ. ქ-ავებმა და ნ. და ი. ქ-ავების წარმომადგენელმა ი. ხ-ძემ.

აპელანტები – ი. და ვ. ქ-ავები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით ნ. და ი. ქ-ავების წარმომადგენლის ი. ხ-ძის სარჩელის დაუშვებლად ცნობასა და ამ ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტას.

მეორე აპელნტი – ნ. და ი. ქ-ავების წარმომადგენელი ი. ხ-ძე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და მისი დაზუსტებული სასრჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე ნ. და ი. ქ-ავების კანონიერი წარმომადგენლის ი. ხ-ძის სარჩელისა გამო მ. ქ-ავას, ვ. და ი. ქ-ავების, ქ. ბათუმის მერიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, ინდივიდუალური ბინათმშენებლობა ,,...”, ნოტარიუს ხ. კ-შვილის, ნოტარიუს ნ. ა-ძის და ნოტარიუს ნ. უ-ძის მიმართ ცალკე წარმოებად გამოიყო ი. და ნ. ქ-ავების კანონიერი წარმომადგენლის ი. ხ-ძის სასარჩელო მოთხოვნა ი. და ნ. ქ-ავების ა. ქ-ავას დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე ფაქტიური მფლობელობით სავალდებულო წილის მესაკუთრეებად ცნობის, თ. ქ-ავას სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ცვლილებების განხორციელების დავალდებულების, ქ.ბათუმში, ... ქ.¹10-ში მდებარე 22,6 მ2 ფართის კანონიერ მოსარგებლედ ს. ქ-ავას ცნობის, 2007 წლის 23 მარტის სანოტარო აქტით დადასტურებული ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ...” ხელშეკრულების ბათილად ცნობის თ. ქ-ავას ნაწილში, აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ვ. ქ-ავას მიერთების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილების გატარების, 100 მ2 საცხოვრებელი და 30 მ2 კომერციული ფართის მოსარჩელეებისათვის გამოყოფის დავალდებულებისა და კომპენსაციის სახით ამხანაგობა ,,...” და მ. ქ-ავასათვის 10 000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ნ. და ი. ქ-ავების კანონიერი წარმომადგენლის ი. ხ-ისა და ვ. და ი. ქ-ავების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება ნ. და ი. ქ-ავების სარჩელის (სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სამსახურის მიერ 2003 წლის 09 იანვარს ვ. და ი. ქ-ავების სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის, ქ. ბათუმის მერიასა და ვ. ქ-ავას შორის 2006 წლის 19 ივლისს დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ) დაკმაყოფილებისა და მათივე სარჩელის მერიის საბინაო ფონდში რიცხული ქ. ბათუმში ... ¹10-ში მდებარე 22,6 მ2 ფართის პრივატიზაციის უფლების მქონე პირად აღიარების შესახებ უარყოფის ნაწილში დარჩა უცვლელად.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ვ. და ი. ქ-ავებმა.

კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 სექტემბრის განჩინების გაუქმებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. და ი.ქ-ავების საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ვ. და ი. ქ-ავების საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ვ. და ი. ქ-ავების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ვ. და ი. ქ-ავების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%”. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ვ. და ი. ქ-ავების საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ვ. ქ-ავას უნდა დაუბრუნდეს ვ. და ი. ქ-ავების საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% (210 ლარი).”

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. და ი. ქ-ავებს უარი ეთქვათ საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. ვ. ქ-ავას დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი, ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – ..., გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის .., სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – ...;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.