ბს-1559-1520(კ-10) 24 თებერვალი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ამხანაგობა ,,..” და სს ,,..” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2002 წლის 4 ოქტომბერს სს ,,..” სასარჩელო განცხადებით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის – ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტისა და მესამე პირის – სს ,,..” მიმართ.
მოსარჩელემ 2002 წლის 10 იანვარს ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის საჯარო რეესტრის მიერ სს ,,..” სახელზე ქ. თბილისში, .. ქ. ¹9/11-ში მდებარე 225 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და 189 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე გაცემული სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის სს ,,..” სახელზე 1999 წელს განხორციელებული ქ. თბილისში, .. ქ. ¹9/11-ში მდებარე 31.900 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის საჯარო რეესტრში აღდგენის დავალდებულება მოითხოვა.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით სს “..” სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2002 წლის 10 იანვარს ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის საჯარო რეესტრის მიერ სს ,,..” სახელზე ქ. თბილისში, .. ქ. ¹9/11-ში მდებარე 225 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და 189 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე გაცემული სარეგისტრაციო მოწმობა მისი სამართლებრივი შედეგებით; ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტს სს ,,..” სახელზე 1999 წელს განხორციელებული ქ. თბილისში, მირცხულავას ქ. ¹9/11-ში მდებარე 31.900 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის საჯარო რეესტრში აღდგენა დაევალა.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს ,,..”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 8 თებერვლის განჩინებით სს ,,..” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 8 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს ,,..”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 აპრილის განჩინებით სს ,,..” კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი და შემდგომი განხილვის მიზნით საქმე გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით სს ,,..” კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
2006 წლის 16 ნოემბერს სს ,,..” განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 7 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 24 ნოემბრის განჩინებით სს ,,..” განცხადება განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 დეკემბრის განჩინებით სს ,,..” განცხადება დაკმაყოფილდა და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 7 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
2008 წლის 11 აპრილს შპს ,,..” განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. განმცხადებელმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო საქმეთა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,..” განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს ,,..”.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 1 ივლისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა სს ,,..” შუამდგომლობა; სს ,,..” ერთად მოსარჩელედ მიეთითა ამხანაგობა ,,..”. ამავე საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელის არაერთგზის დაზუსტების შემდეგ მოსარჩელეებმა საბოლოოდ 2002 წლის 10 იანვარს ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის საჯარო რეესტრის მიერ ქ. თბილისში, .. ქ. ¹9/11 მდებარე 225 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ 189 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე სს ,,..” სახელზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2009 წლის 15 ივნისს ქ. თბილისში, .. ქ. ¹9/11 მდებარე 225 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ 189 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე სს ,,..” სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით ამხანაგობა ,,..” და სს ,,..” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ამხანაგობა ,,..” და სს ,,..”. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინებით ამხანაგობა ,,..” და სს ,,..” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ამხანაგობა ,,..” და სს ,,..”. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ამხანაგობა ,,..” და სს “..” საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ამხანაგობა ,,..” და სს ,,..” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან, სს ,,..” მისი და ამხანაგობა ,,..” საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 200 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 140 ლარი, ხოლო ვინაიდან, გ. I-ძეს სს ,,..” და ამხანაგობა ,,..” საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 (50-50 ლარის) ლარის ოდენობით, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 70 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ამხანაგობა ,,..” და სს ,,..” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინება;
3. სს ,,..” დაუბრუნდეს მის მიერ ამხანაგობა ,,..” და მის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 140 ლარი;
4. გ. ი-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ ამხანაგობა ,,..” და სს ,,..” საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 70 ლარი;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.