აკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-1573-1502(კ-09) 15 მაისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ლ. ჩ-ბას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.09.09წ. განჩინებაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.09.09წ. განჩინებით ლ. ჩ-ბას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 29.12.08წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ჩ-ბამ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ლ. ჩ-ბას საკუთრების მოწმობის ¹0813 ბათილად ცნობის ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 16.10.08წ. ¹125 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.12.09წ. განჩინებით ლ. ჩ-ბას ხარვეზის შესავსებად _ სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის გადახდის ქვითრის ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისათვის საჭირო უტყუარი მტკიცებულებების საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოსადგენად მიეცა ვადა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე. აღნიშნული განჩინება არაერთგზის გაეგზავნა კასატორს და მის წამომადგენელს. ბოლოს 15.04.10წ. ჩაბარდა ლ. ჩ-ბას წარმომადგენელს ა. ბ-ძეს (21.05.09წ. ¹1-3688 მინდობილობა, (ს.ფ. 88)). ხარვეზის შევსების ბოლო ვადა იყო 26.04.10წ. ოცდაოთხი საათი. მიუხედავად ამისა, არც კასატორის და არც მისი წარმომადგენლის მიერ 16.12.09წ. განჩინებაში მითითებული ხარვეზი არ იქნა შევსებული და არც ხარვეზის ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიუმართავთ უზენაესი სასამართლოსთვის, მიუხედავად იმისა, რომ კასატროის ლ. ჩ-ბას მიერ ა. ბ-ძეზე 21.05.09წ. გაცემული იყო მინდობილობა ერთი წლის ვადით და შესაბამისად 15.04.10წ. მას გააჩნდა ხარვეზის განჩინების ჩაბარების და აღნიშნული ხარვეზის გამოსწორების უფლებამოსილება, რაც არც კასატორის და არც მისი წარმომადგენლის მიერ არ განხორციელდა, რაც ლ. ჩ-ბას საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ჩ-ბას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.09.09წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.