ბს-1614-1573 (კ-10) 9 თებერვალი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. კ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. კ-ძემ 2007 წლის 9 თებერვალს სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე – აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რედიომაუწყებლობის დეპარტამენტის მიმართ.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რედიომაუწყებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2007 წლის 8 იანვრის ¹34 ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რედიომაუწყებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2007 წლის 8 იანვრის ¹34 ბრძანება და მოპასუხე მხარეს - დ. კ-ძის მარკეტინგის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აღდგენა და მისთვის იძულებითი განაცდურის, აღდგენილ სამუშაოზე გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, ანაზღაურება დაეკისრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რედიომაუწყებლობის დეპარტამენტმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დ. კ-ძის მოთხოვნა მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამსახურში აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო იძულებითი განაცდურის შესახებ მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ერთი თვის ხელფასის – 550 ლარის ანაზღაურება დაევალა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რედიომაუწყებლობის დეპარტამენტმა და დ. კ-ძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 1 აგვისტოს განჩინებით დ. კ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა სააპელაციო პალატის 2007 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე განსჯადობით განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი დეპარტამენტის თავმჯდომარის 2007 წლის 8 იანვრის ბრძანება და მოპასუხეს დაევალა ერთი თვის ვადაში, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დ. კონცელიძის დასაქმებისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რედიომაუწყებლობის დეპარტამენტმა.
Kკასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
დურსუნ კონცელიძე შეგებებული საკასაციო საჩივარით ითხოვდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებასა და მოპასუხისთვის სამუშაოდან გათავისუფლების დღიდან მის სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდში ყოველთვიურად 700 ლარის დაკისრებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 დეკემბრის განჩინებით აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი და დ. კონცელაძის შეგებებული საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ. კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. კ-ძემ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. კ-ძის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, დ. კ-ძის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ დ. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დ. კ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც დ. კ-ძის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. კ-ძეს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.