ბს-1617-1545(კ-09) 11 თებერვალი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. მ-შვილის, თ. დ-ძის, ი.ს-ძის, ნ. A-ძის, დ. დ-ძის, მ.მ-იას, თ.მ-ძის, ქ. თ-შვილის, ხ. დ-ძის, ი. ქ-იას, ლ. გ-ძის, დ. გ-შვილის, დ. ბ-ძის, ქ. კ-ძის, ნ. დ-ძის, ი. ბ-შვილის, გ. ბ-შვილისა და გ. გ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 14 თებერვალს მ. მ-იამ, ლ. გ-ძემ, ი. ბ-შვილმა, გ. ბ-შვილმა, დ. დ-ძემ, თ. დ-ძემ, ხ. დ-ძემ, მ. მ-შვილმა, მ. ჩ-ამ, დ. გ-შვილმა, დ.ბ-ძემ, ნ. დ-ძემ, ნ. ა-ძემ, თ. მ-ძემ, მ. ჩ-შვილმა, ი. ქ-იამ, ი. ს-ძემ, ქ. კ-ძემ და ქ. თ-შვილმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 18 დეკემბრის ¹2-202 და 2008 წლის 14 იანვრის ¹2-3 ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნით (საქმე ¹3/347-08).
2008 წლის 19 აგვისტოს მ. მ-იამ, ლ. გ-ძემ, ი. ბ-შვილმა, გ. ბ-შვილმა, დ. დ-ძემ, თ. დ-ძემ, ხ. დ-ძემ, მ. მ-შვილმა, მ. ჩ-ამ, დ.გ-შვილმა, დ. ბ-ძემ, ნ. დ-ძემ, ნ. ა-ძემ, თ. მ-ძემ, ი. ქ-იამ, ი. ს-ძემ, ქ. კ-ძემ და ქ. თ-შვილმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2008 წლის 10 ივლისის ¹231 ბრძანების ბათილად ცნობის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 5 მაისის ¹50-კ ბრძანების, 2008 წლის 31 მარტის ¹2-51 ბრძანების, 2008 წლის 31 მარტის ¹2-52 ბრძანების ბათილად ცნობის, მ. ჩ-ას, მ. მ-შვილის, ი. ს-ძის, ნ. ა-ძის, დ. დ-ძის, მ. მ-იას, თ. მ-ძის, ქ.თ-შვილის, ხ. დ-ძის, ი. ქ-იას, ლ. გ-ძისა და დ. გ-შვილის სამუშაოზე აღდგენის, მათთვის 2008 წლის 31 მარტიდან სამსახურში აღდგენამდე სახელფასო განაცდურის ანაზღაურების, ასევე დ. ბ-ძის, ქ. კ-ძის, ნ. დ-ძის, ი. ბ-შვილისა და გ. ბ-შვილის სამსახურში აღდგენისა და მათთვის 2008 წლის 5 მარტიდან სამსახურში აღდგენამდე სახელფასო განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით (საქმე ¹3/2000-08).
2008 წლის 19 სექტემბერს გ. გ-ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2008 წლის 10 ივლისის ¹232 ბრძანების ბათილად ცნობის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 2 ივლისის ¹53-კ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და 2008 წლის 2 ივლისიდან სამსახურში აღდგენამდე სახელფასო განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით (საქმე ¹3/2199-08).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 ნოემბრის განჩინებით, ხოლო მოგვიანებით ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 თებერვლის განჩინებებით აღნიშნული სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად და მიენიჭა ერთი ნომერი _ ¹3/347-08.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 აპრილის განჩინებით შეწყდა მ. ჩ-შვილის ნაწილში საქმის წარმოება მის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.
2009 წლის 1 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა მ. ჩ-ას შუამდგომლობა სარჩელის გახმობის თაობაზე და მოპასუხის თანმობით მისი სარჩელი დარჩა განუხილველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით მ. მ-იას, ი. ბ-შვილის, ხ. დ-ძის, მ. მ-შვილის, დ. დ-ძის, ნ. ა-ძის, თ. მ-ძის, დ. გ-შვილის, ი. ქ-იას, ი.ს-ძის, ქ. კ-ძის, ქ. თ-შვილის, ლ. გ-ძის, გ. ბ-შვილის, თ. დ-ძის, დ. ბ-ძის, ნ. დ-ძისა და გ. გ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით მ. მ-იას, ი. ბ-შვილის, ხ. დ-ძის, მ. მ-შვილის, დ. დ-ძის, ნ. ა-ძის, თ. მ-ძის, დ. გ-შვილის, ი. ქ-იას, ი. ს-ძის, ქ. კ-ძის, ქ. თ-შვილის, ლ. გ-ძის, ნ. დ-ძის, გ. ბ-შვილის, თ. დ-ძის, დ. ბ-ძისა და გ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. მ-შვილმა, თ. დ-ძემ, ი. ს-ძემ, ნ. ა-ძემ, დ. დ-ძემ, მ. მ-იამ, თ.მ-ძემ, ქ. თ-შვილმა, ხ. დ-ძემ, ი. ქ-იამ, ლ. გ-ძემ, დ. გ-შვილმა, დ. ბ-ძემ, ქ. კ-ძემ, ნ. დ-ძემ, ი. ბ-შვილმა, გ. ბ-შვილმა და გ. გ-ძემ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. მ-შვილის, თ. დ-ძის, ი.ს-ძის, ნ. ა-ძის, დ. დ-ძის, მ. მ-იას, თ. მ-ძის, ქ. თ-შვილის, ხ. დ-ძის, ი. ქ-იას, ლ. გ-ძის, დ. გ-შვილის, დ. ბ-ძის, ქ. კ-ძის, ნ. დ-ძის, ი. ბ-შვილის, გ. ბ-შვილისა და გ. გ-ძის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-შვილის, თ. დ-ძის, ი. ს-ძის, ნ.ა-ძის, დ. დ-ძის, მ. მ-იას, თ. მ-ძის, ქ. თ-შვილის, ხ. დ-ძის, ი. ქ-იას, ლ. გ-ძის, დ. გ-შვილის, დ. ბ-ძის, ქ. კ-ძის, ნ. დ-ძის, ი. ბ-შვილის, გ. ბ-შვილისა და გ. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.მ. მ-შვილის, თ. დ-ძის, ი. ს-ძის, ნ. ა-ძის, დ. დ-ძის, მ. მ-იას, თ. მ-ძის, ქ. თ-შვილის, ხ. დ-ძის, ი. ქ-იას, ლ. გ-ძის, დ. გ-შვილის, დ. ბ-ძის, ქ. კ-ძის, ნ. დ-ძის, ი. ბ-შვილის, გ. ბ-შვილისა და გ. გ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ოქტომბრის განჩინება;
3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.