ბს-1634-1592 (კ-10) 16 თებერვალი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 8 აგვისტოს დ. ტ-ძემ, ვ. ხ-შვილმა, ი. მ-შვილმა, ნ. ა-ძემ და მ. კ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელეები სარჩელით ითხოვდნენ მოპასუხეს დაკისრებოდა სახელფასო დავალიანების, ერთჯერადი დახმარებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა სახელფასო დავალიანების (პრემიის თანხის) _ 388,12 ლარის, აგრეთვე ერთჯერადი გასასვლელი დახმარების _ 2000 ლარის გადახდა მოსარჩელის _ დ. ტ-ძის სასარგებლოდ; მოპასუხეს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა სახელფასო დავალიანების (პრემიის თანხის) _ 297,42 ლარის, აგრეთვე ერთჯერადი გასასვლელი დახმარების _ 600 ლარის გადახდა მოსარჩელის _ ი. მ-შვილის სასარგებლოდ; მოპასუხეს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა სახელფასო დავალიანების (პრემიის თანხის) _ 153, 24 ლარის, აგრეთვე ერთჯერადი გასასვლელი დახმარების _ 615 ლარის გადახდა მოსარჩელის-ნ. ა-ძის სასარგებლოდ; მოპასუხეს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა სახელფასო დავალიანების (პრემიის თანხის) _ 369,41 ლარის, აგრეთვე ერთჯერადი გასასვლელი დახმარების _ 615 ლარის, აგრეთვე ერთჯერადი გასასვლელი დახმარების _ 615 ლარის გადახდა მოსარჩელის _ მ. კ-ძის სასარგებლოდ; მოპასუხეს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ერთჯერადი გასასვლელი დახმარების _ 360 ლარის გადახდა მოსარჩელის _ ვ. ხ-შვილის სასარგებლოდ; არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის _ დ. ტ-ს მოთხოვნა სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის _ 2016 ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრების თაობაზე; არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის _ ი. მ-შვილის მოთხოვნა სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის _ 1510 ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების თაობაზე; არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის ნ. ა-ძის მოთხოვნა სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის _ 1257 ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების თაობაზე; არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის _ მ. კ-ძის მოთხოვნა სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის _ 1257 ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების თაობაზე; არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის _ ვ. ხ-შვილის მოთხოვნა სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის _ 250 ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი მისი ძალაში შესვლის დღიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 21 ივლისის ¹415 ბრძანება ნაწილობრივ, სახელფასო დავალიანებებისა და ერთჯერადი გასასვლელი დახმარების თანხების გაუცემლობის ნაწილში მოსარჩელეთა ადმინისტრაციული საჩივრების დაუკმაყოფილებლობის თაობაზე.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მარტის განჩინება ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების გაცემის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.