ბს-1643-1571(კ-09) 1 მარტი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა კასატორების – თ. ა-ძისა და ნ. ფ-ვას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2010 წლის 5 იანვრის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ კასატორების – თ. ა-ძისა და ნ. ფ-ვას საკასაციო საჩივარს თან არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, ამასთან, კასატორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ იყვნენ გათავისუფლებულნი საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების და არც “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული განჩინებით კასატორებს – თ. ა-იძესა და ნ. ფ-ვას დაევალათ, ხარვეზის შესახებ იმავე განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორებს განემარტათ, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.
2010 წლის 20 იანვარს თ. ა-ძემ და ნ. ფ-ვამ განცხადებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვეს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 2010 წლის იანვრის ბოლომდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 იანვრის განჩინებით კასატორებს – თ. ა-ძესა და ნ. ფ-ვას გაუგრძელდათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 იანვრის ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 2010 წლის 22 იანვრის ხსენებული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით. კასატორებს განემარტათ, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინებიდან ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 იანვრის ზემოხსენებული განჩინება, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ბათუმი, ...ის ქ. ¹13ა) ნ. ფ-ვას ჩაჰბარდა 2010 წლის 1 თებერვალს, ხოლო თ. ა-ძეს (ბათუმი, ...ის ქ. ¹9) – 2010 წლის 2 თებერვალს. შესაბამისად მათ ხარვეზის შევსების ვადა ამოეწურათ 2010 წლის 8 თებერვალს (ორშაბათი).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თ. ა-ძემ და ნ. ფ-ვამ მათთვის მიცემულ (გაგრძელებულ) ვადაში არ შეავსეს ხარვეზი _ საქართველოს უზენაეს სასამართლოში არ წარმოადგინეს _ დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითარი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება თ. ა-ძისა და ნ. ფ-ვას საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ (ამ მუხლში) ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას, ხოლო თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, თენგიზ ასანიძისა და ნოდარ ფაღავას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-13 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველი დარჩეს კასატორების – თ. ა-ძისა და ნ. ფ-ვას საკასაციო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.