ბს-1647-1605 (კ-10) 16 თებერვალი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. კ-ძისა და ა. ს-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 26 იანვარს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის ქ. თბილისის მერიის ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის, მესამე პირების ი. კ-ძის, ა. ს-ძისა და საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ სარჩელის წარდგენის შემდეგ დააზუსტა მოთხოვნა და საბოლოოდ მოპასუხეთა ქ. თბილისის მერიის ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის, ი. კ-ძის, ა. ს-ძის, საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისა და ნოტარიუსი თ. გ-შვილის მიმართ მოითხოვა ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის 2004 წლის 28 დეკემბრის ¹345/1-04 განკარგულების არარა აქტად აღიარება; უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისში, ..., მე-5 მ/რ, კორპუსი ¹10, ბინა ¹22-ზე 2005 წლის 7 თებერვალს გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში 2004 წლის 31 დეკემბერს ვაკე-საბურთალოს გამგეობის სახელზე ..., მე-5 მ/რ, კორპუსი ¹10, ბინა ¹22-ის საკუთრების უფლებით განხორციელებული პირველადი რეგისტრაციის ბათილად ცნობა, 2005 წლის 21 თებერვლის სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა, რომლითაც სადავო ქონება აღირიცხა ი. კ-ძისა და ა. ს-ძის სახელზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა; არარა აქტად იქნა აღიარებული ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის 2004 წლის 28 დეკემბრის ¹345/1-04 განკარგულება; ბათილად იქნა ცნობილი უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისში, .. მე-5 მ/რ, კორპუსი ¹10, ბინა ¹22-ზე 2005 წლის 7 თებერვალს გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულება; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში 2004 წლის 31 დეკემბერს ვაკე-საბურთალოს გამგეობის სახელზე ..., მე-5 მ/რ, კორპუსი ¹10, ბინა ¹22-ის საკუთრების უფლებით განხორციელებული პირველადი რეგისტრაცია; ბათილად იქნა ცნობილი 2005 წლის 21 თებერვლის სარეგისტრაციო ჩანაწერი, რომლითაც სადავო ქონება აღირიცხა ი. კ-ძისა და ა. ს-ძის სახელზე.
მითითებული გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 თებერვლის განჩინება, რომლითაც უარი ეთქვათ საქმის წარმოების შეწყვეტაზე, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. კ-ძემ და ა. ს-ძემ.
აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივნისის განჩინებით ი. კ-ძის და ა. ს-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. კ-ძემ და ა. ს-ძემ.
კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმის იმავე პალატისათვის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ია კაპანაძის და ა. ს-ძის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ი. კ-ძის და ა. ს-ძის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ი. კ-ძის და ა. ს-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ია კაპანაძის და ა. ს-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ი. კ-ძის და ა. ს-ძის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვათ განსახილველად დაშვებაზე.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%». აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ი. კ-ძის და ა. ს-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. გ-შვილს უნდა დაუბრუნდეს ია კაპანაძის და ა. ს-ძის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% (210 ლარი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. კ-ძეს და ა. ს-ძეს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვებაზე;
2. მ. გ-შვილს დაუბრუნდეს ი. კ-ძის და ა. ს-ძის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი. ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.